ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია - დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ შვეიცარია სწრაფად დაიტვირთა ჯარიმებით, კლასში სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. კვლავ კარგად ირჯებოდნენ ბაქრაძე და ფევაძე და არა მარტო ერთი და ორი კონკრეტული კალათბურთელის, არამედ საერთო გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ - 65:54. თუმცა, რომ არა ბოლოსკენ შეცდომები, ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი კალათბურთელები და მომავალში ჩვენს გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც მოეხსნება.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 - კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6 - ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

tuka
shen tu ver xedavdi ar nishnavs sxvac rom ar xedavda. bokolishvili 8celia stabilurad tamashobs ligashi da nakrebshic dacvashi shromobs da aketebsyvelafers.
Buba
amdens mozgachobas nugzar gagego mainc turdziladzis asaki da simagke,fevadzis simagle da asaki, bulashvili rom gamtamashebeli araa, danarchenshi metnaklebad getanxmebi garda ertisa zurosic buksaobs bevrs da ager bulashviosac ar dautmo dro ligis ert ert liders qulebit da src turdziladzes
BBB
ბითაძე ვერ გვეხმარება?
ლაშა
ვისაც ჰგონია, შვეიცარია, განსაკუთრებით კი ფინეთი ხელწამოსაკრავი გუნდებია, ცდება. სტატისტიკას გადახედეთ, ფინეთთან უარყოფითი ბალანსი გვქონდა და გასვლაზე პირველად მოვუგეთ.რა თქმა უნდა, ორივე გამარჯვებაში ზუროსის დიდი დამსახურებაა, მან სწორად შეარჩია და საჭირო მიმართულებებით ათამაშა როგორც ლეგიონერები, ასევე საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები. შენგელიამ და შერმადინმა, როგორც ყოვეთვის, მაღალი კლასი აჩვენეს. შენგელიას რუსეთში თამაშისთვის "კბენები" ირონიას იწვევს და რეალურად, არც არავის აინტერესებს. ცნობილია, "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის":)>
მამუკა
ფეხბურთელები რომ დამარცხდნენ და ფეხბურთის ფედერაციას დიდ დაფინანსებას(საერთაშორისო საზომით ბევრი არაფერია) აყვედრით, კალათბურთელების წარმატების ფონზე, მით უმეტეს იმ მიზერული დაფინანსებით, კალათბურთის ფედერაციას მადლობას რატომ არავინ ეუბნება და არავის გახსენებია? თუ, როგორ არის საქართველოში საქმე, ფედერაციები მხოლოდ უარყოფითი შედეგისას ახსენდებათ?
ბათუმის ფანი
რაც ფეხბურთს დაუნგრევია,კალათბურთს უშენებია!)
ლუკა
ის ადამიანი შენთვის კი არა, ჩემთვის და კალათბურთის გულშემატკივრებისთვის თამაშობს. შესაბამისად, შენი აზრი არ აინტერესებს. წარმატებებს ვუსურვებ ცსკა-შიც და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში>
თენგო
კრასნაია ზვეზდა გულზე უნდა დაგკიდონ
გენა
ჰა რა იყო, მოიგეთ და ისევ დაუწყეთ კრასნაია ზვეზდას მოთამაშეს გაპრავება? ვერ გაპრავდება ეგ კაცი ვეღარასდროს!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველათი მწვრთნელის თამადობით და თოკოს კაპიტნობით...კოკოშკოვი ნამდვილად კარგი მწვრთნელია და ეს დაამტკიცა საქართველოშიც და სლოვენიაშიც..მაგრამ ზუროსი ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი ნაკრებისათვის......აქ პატარა წიაღსვლას გავაკეთებ....წლების განმავლობაში მოკლე სათადარიგო სკამზე ვწუწუნებდით!!!!!ფაჩულია..შერმადინი..ცინცაძე...მარკოიშვილი..სანიკიძე..და ამერიკელი (ერთი მაგრამ ფაქტიურად ვისაც იმ კონკრეტული ციკლისთვის არჩევდნენ ყველა კარგი იყო) პლუს ამას თანდათან ემატებოდნენ ბექა ..თოკო....დუდა....ფაქტიურად მთელი დატვირთვა კოკოშკოვის დროს გადადიოდა 7-8 კალათბურთელზე ..ამ მწვრთნელს არ უყვარდა რისკი..ვინც არ რისკავს კი მოგეხსენებათ ..შორს სპორსტმენებისაგან მაგრამ შამპანურით ვერ იკოკლოზინებს პირს!!!!....ზუროსმა კი თამამად შეიყვანა ნაკრებში ახალი მოთამაშეები და თანაც გრანდების წინააღმდეგ ..სრულიად ახალგაზრდა რატი ანდონიკაშვილი (18 წლის გამთამაშებელი)) რომელმაც სერბებთან თამაშში გაამართლა!!!! ასევე ახალგაზრდები ტურძელაძე (18 წლის 191 სმ) ფევაძე (23 წლის 206 სმ) კორსანტია ( არ ვიცი ასაკი და სიმაღლე..ბოდიში) ...ახალი სახეები ნაკრებში მაგრამ საკმაოდ გამოცდილები ბაქრაძე გივი (30 წლის გამთამაშებელი) საბა ლობჟანიძე (ფორვარდი 27 წლის 197 სმ) გაუშინაურდნენ ნაკრებს გამოცდილი კალათბურთელები ბოქოლიშვილი (29 წლის 194 სმ) ბექაური (30 წლის 209 სმ ცენტრი) ლონდარიძე(31 წლის 205სმ მძიმე ფორვარდი/ცენტრი)) ზაქრაძე ( 25 წლის 193 სმ) ჰორიზონტზე გამოჩნდა ბულაშვილი..( 18 წლის გამთამაშებელი) ....თუ გადავავლებთ თვალს ამ ჩამონათვალს აშკარად იკვეთება სურათი რომ ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ახალგაზდრდა ანდრონიკაშვილი .ტურძელაძე.ფევაძე..კორსანტია..ლობჟანიძე ბულაშვილი..მამუკელაშვილი..ბითაძე..( გათვლილი შორეულ პერსპექტივაზე) ისე კარიერის პიკზე მოფი კალათბურთელებით...ერთი დადებითიც ზუროსის შემოქმედებაში ( ეს კაცი ნამდვილი შემოქმედია და როგრც შემოქმედს შეშვენის იწვის პარეკეტზე)...მანიცის დრო როდის გამოცადოს ახალი მოთამასეები...ამ პერიოდში წნეხი-წნევა პასუხიმგებლობის ერთ კვ სმ-ზე არ არი ისე მაღალი და ნაკრების ახალი წევრები თავს უფლებას აძლევენ ლარად ითამაშონ...კოკოშკოვი და სხვა ყოფილი ნაკრების დამრიგებლები არ იყენებდნე ასეთ საშუალებას რამაც გამოიწვია თაობებს შორის წყვეტა!!!! დიდი მადლობა ბატონო ზუროს ..ჩვენ გვესმის რომ რისკი წაგების მიუხედავად სატურნირო სიტუაციისა ყველა მწვრთნელის თავზე დამოკლეს მახვილივითაა და დამატებით ნერვულ დაძაბულობას იწვევს ( მითუმეტეს თქვენაირი ემოციონალური პიროვნებისატვის ) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ძუროს თქვენ და ტქვენ შტაბს..რასაკვირველია კაპიტანს და ყველა გუნდის წევრს...გაიხარეთ...
tngh
გილოცავთ და გმადლობთ... ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველოს გახარებისთვის...
bs
არ ინერვიანო ბაბუც! შენ გრანტებს ამ მოგებით არაფერი ემუქრებათ! )))
bs
მაგრად ვკაიფობ მაგ გაურკვეველი სქესის არსების სახელით დადებულ კომენტარებზე ))))) მარა თუ ატყობ რომ ჩვენვე ვაპიარებთ მაგას? შავი პიარიც ხომ პიარია? მაგაზე შავი პიარიც კი არამია! ))
პელე
ვცადოთ რაც დღეს ხდება ფეხბურთში იმაზე უარესი წარმოუდგენელია და ეგება გვიშველოს რაღაც
bs
მაგარია წაუგებელი სერია! სასიამოვნოა ფრიად! მით უმეტეს მაგარია ახალი და სასარგებლო სახეები ნაკრებში! მაგრამ არი ბევრი სამუშაოც და მოგებების ეიფორიამ არ უნდა დაგვახუჭინოს ამაზე თვალი, თორემ მწარედ მოგვხდება მერე ცხვირში! ამათგან ორი განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ორივე თამაშში: 1) როცა ვიძხით რომ სამწამიანი ჩვენი ძლიერი მხარეაო, მაშინ საკუთარ ფარზე მოხსნები არ უნდა გვიჭირდეს და სამწამაინიდან ჩვენზე მეტი ქულა არ უნდა აგვიღოს შვეიცარიამ! და 2) სამქულაინებზე ბევრი უნდა ივარჯიშონ ბიჭებმა, იყო მომენტები როდესაც მეტოქე არათუ ხელს არ უშლიდათ სამიანის სროლაში, არამედ განგებ აცლიდა და თითქოს ეუბნებოდა ,,მიდი აბა ესროლე თუ შეგიძლიაო", ცოტა არ იყოს დამამცირებლადაც კი ჩანდა ეს. ასე რომ ჯერ თავდახრილი შრომაა კიდევ საჭირო და ბევრი. ამ გამარჯვებებისათვის კი დიდი მადლობა, მართლა გულით და ჯიგრით გაკეთებული საქმე იყო!
თავის საქმეს რო აკეთებს ნაკრებში ამიტომ ცეესკაში გადასვლა გაარასხოდა?)))
ნიკოლოზი
იმის მიუხედავად რომ გარანტირებული ქონდათ ევრობასკეტზე თამაში მაინც ოთხი ე თამაშში ყველაფერი ჩადეს ბოლომდე იბრძოლეს თავი არავის დაუზოგავს, არ უთქვამთ მაინც გასულები ვართ და თუ წავაგებთ დიდი არაფერიო, არ დაძუნძულებდნენ ოფლი დაღვარეს, იმიტომ რომ ეს ღირსების საკითხია, ღირსება აქვთ ამათ, იმიტომ მიყვარს კალათბურთი, შესდარეთ ფეხბურთის ნაკრებს და რამხელა სხვაობას დაინავთ თვითონ მიხვდებით რატომ ვერ გავიდნენ ვერასოდეს ევროპაზე...
ბაია (ბაბუცა) პატარაია
რა მოიგეთ, გამაგებინეთ. თასი? ჩემპიონობა?
გიო
ძაან მაგრები ხართ გაიხარეთ და გაგვახარეთ ობიექტურად მინდა ვთქვა არ მიწყინოთ არის საკითხები რაშიც მოვიკოჭლებთ პირველი დისციპლინა და თუ გამოსწორდება დაუმარცხებელი გუნდი გვეყოლება გმადლობთ წარმატებები
gio emigrant
თოკო ზალიან მაგარია !!! მეც ზალიან მეტკინა გული რომ ცსკა სჰი გადავიდა მაგრამ აი დიდი მადლობა და ვენაცვალე ბიჯი 27 სჰი მადრიდს ეტამაცჰა 10 ცაატი იმგზავრა და 28 სჰი და დრეს სული და გულიტ იტამაცჰა და არ მინდოდა ამის ტკმა მაგრამ მალადეც სცკა მარტლა რო დაუსჰა და დატმო რომ ნაკრებსჰი სამოსულიყო იმიტომ ტუ კარგად დაქვირედებიტ არც ვოიგტმან არ იყო გერმანიას ნაკრებსჰი არც მილუტინოვი სერბეტის ნაკრებსჰი და ჰაცკეტტ იტალიასჰი... ჯიგრები ხარტ ბიჯებო ps: bodishit tu sudad vlaparakob cota michirs qartulad laparaki
emigranti
ზუროსმა ჩვენებს დაცვაში თამაში ასწავლა, ესაა მთავარი. ფინელებს ყველაზე ნაკლები სამქულიანი ჩვენთან აქვს ნასროლი და ეს სწორედ უაღრესად აქტიური დაცვითაა განპირობებული. ამიტომაცაა რომ ახალგაზრდები დაცვისას ვერცხლისწყალივით მოძრაობენ. აბა ცინცაძე და სანაძე დიდი პატივისცემის მიუხედავად ამას რთულად თუ გაართმევენ თავს, ასაკი თავისას შვება და გასაკვირიც არაა, რომ უფრო ადრე დაიღლებიან ასეთი დაცვისას. ყველაზე მეტი ქულის ჩაგდებაზე მეტად უფრო ეს მახარებს, დაცვა იგებს თამაშს. ფევაძე და ბაქრაძე დიდი ალბათობით ყველა რომ დაგვიბრუნდეს გუნდში მაინც დარჩებიან. ბექაური და განსაკუთრებით ლონდარიძე ნაკებში თამაშისათვის მზად არ არიან. დვალიშვილის ამბავს მაგონებს ფეხბურთში. მადლობა ყველას ჩვენი გახარებისათვის. გილოცავთ!
გიგლია
ქალბატონო, გირჩევდით თქვენც და სხვებმაც კარგად დაიმახსოვროთ შემდეგი, რო სხვა დროს თქვენი ნათქვამი სიტყვების უკან წაღება აღარ დაგჭირდეთ: -ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს ენითა ქარიანითა
ქალის სიმართლე
მაკფადენი - ბომბდამშენი, შერმადინი - შერმინატორი, შენგელია - თოკომოტივი, ეროვნული ლიგის ბიჭები - პატრიოტები, ზუროსი - ბრძენი მელაკუდა. ჰოდა, აგერ შედეგიც სახეზეა. დაბოლოს, თორნიკეზე მინდა ვთქვა ორი წინადადება: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რაც მის ცსკა-ში გადასვლას მოვაყოლე. თოკო ნაკრების სული და გულია, თავგანწირული კაპიტანია და მის პატრიოტობაში ეჭვის შეტანა სრული სისულელეა. ამიტომ, კრიტიკა კი ბატონო, მაგრამ მოდით დღეიდან მაინც ნუღარ გავკიცხავთ მას განვლილი ნაბიჯისთვის. მთავარი ისაა რომ ნაკრებში ჩამოდის და ბოლომდე იხარჯება
ტყეშელაანთ გიჟი
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო! ისე გაიხარეთ ზურა (ზუროს) პაპასთან ერთად, როგორც ჩვენ გაგვახარეთ! ნოემბრის შუაში დაშოკილი ვიყავით ყველა და ნოემბრის ბოლოს მშვენიერ ხასიათზე ვართ ახლა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
სმარტ ბასკეტი
ამ ოთხ ტურში, ყველა ჯგუფიდან, ყველაზე მეტი ჩაგდებული ქულა საქართველომ დააგროვა 372! ანუ ყველაზე შედეგიანი საქართველოა ამ ეტაპზე.
დღეს კარგად ითამაშეს? გვიხარია?
ნიკ
ცოტა გაუგებარია, როგორ ვუგებთ ეკონომიურად ჩვენზე ამდენად ძლიერ ქვეყნებს, სასწრაფოდ ქეცბაიას კონსულტაცია გვჭირდება, რაღაც არ ხდება სწორედ :)
Temo
მადლობა პირველ რიგში ზუროსს,ა ძმაო მწვრთნელი,მადლობა თითოეულ კალათბურთელს. ეს ყველაზე მეტად ზუროსის დამსახურებაა
ავთო
პერსპექტივა ისაა, რომ 5 კაცით აღარ მოგვიწევს თამაში
hhh
1.ანდრონიკაშვილი 2. ცინცაძე 3. მაკფადენი 4. ბაქრაძე 5.სანაძე 6.ბურჯანაძე 7.შენგელია 8.შერმადინი 9.ბითაძე 10. მამუკელაშვილი 11. ბერიშვილი ეს თერთმეტი ალბათ გარანტირებული მაგრამ კიდე რამდენი კარგი ბიჭია ფევაძე, ლობჯანიძე, ტურძელაძე, ბექაური, ბოქოლიშვილი(დღეს მომეწონა) საღოლ რა ზუროსს 7 კაცის იქეთ ვეღარავის ვხედავდით და ახლა ასრჩევად გვაქვს საქმე.დ
გიორგი
დიდი მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის. გაგახაროთ ღმერთმა!
TanoLife
უღრმესი მადლობა ზუროსს და ბიჭებს, ჩვენი უზომოდ გახარებისთვის. ამაყები ვართ.
მ.მ
ლონდარიძისგან მეტს ველოდი, პოზიტივი ვერ შემოიტანა მოედანზე...
geo
ყოჩაღ ჩვენს კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს. ზუროსი ძალიან ძლიერი მწვრთნელია. კომენტატორები არ ვარგა შევცვალოთ სხვა ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი წარმატებები ბიჭებო
BOSS
მადლობა ბიჭებს და რა თქმა უნდა ზუროსს!ისე ფეხბურთელთა ნაკრებიც რო ჩავაბაროთ?!)))
გიორგი
რა პერსპექტივა გამოგვიჩნდა? ევროპაზე ისეც გასულები ვართ, მასპინძლები ვართ და მაგიტომ. ნამდვილი გადარეულია ზუროსი, მაგარი გუნდი ჩამოაყალიბა. ბიჭებიც მაგრები არიან. მადლობა კარგი თამაშისთვის.
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის 16 კანდიდატი შეარჩია
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას პირველი ტაიმი 7 ქულით მოუგო
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ნერვების მატჩი: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში გატეხა [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია