მაკედონიის ჩემპიონატში მეორე ეტაპზე გასასვლელად იბრძვის ქართველი ხელბურთელების გუნდი "პრილეპი", ხოლო რევაზ ჭანტურიამ "მლადოსტთან" მოგებულ მატჩში 13 გოლი გაიტანა.

"პრილეპმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 28:27. "მლადოსტთან", ჭანტურიას გარდა, თავი გამოიჩინა ხაზეინ რუსტამოვმა 6 გოლით, ხოლო წინა ტურში, "რაბოტნიჩკისთან" მოგებულ თამაშში (27:24) რეზომ გაიტანა 8, 3 - მირიან გავაშელიშვილმა და ერთი - მეკარე ზურაბ ცინცაძემ.

ჭანტურიას მონაგარი კიდევ ერთ მატჩში გამოისახა ორნიშნა რიცხვით - მან 11 გოლი გაუტანა "პელისტერს". სულ, 11 ჩატარებულ მატჩში ჭანტურიას ანგარიშზეა 60 გოლი, რუსტამოვის - 27, გავაშელიშვილის - 19 და ცინცაძის - 1.

პირველი ეტაპის ბოლომდე "პრილეპს" დარჩენილი აქვს 3 თამაში, რომლებიც უკვე 2021 წელს გაიმართება. ქართველების გუნდი სტუმრად შეხვდება სკოპიეს "ბუტელს" და შინ - "ტიკვეშსა" და უშუალო კონკურენტ "პელისტერს". ორი შვიდგუნდიანი ქვეჯგუფიდან საჩეპიონო რაუნდში გადის 3. პრილეპი ახლა მეოთხე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება "პელისტერს". მეორე ეტაპზე 6 ფინალისტს დაემატება ორი მაკედონიური გრანდი - "ვარდარი" და "ეუროფარმი" და 8 გუნდი 2 წრედ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.

მაკედონიის ქალთა სუპერლიგაში კი პირველი წრე დასრულდა - მედეა ჩოხელის "კუმანოვო" 12 მატჩიდან 34 ქულით (11 მოგება, 1 ფრე) ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მეტალურგს". ჩოხელმა 11 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0. 3-3 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე)

B ჯგუფი: მეტალურგი 18 ქულა (6 თამაში), 2. ბუტელ სკოპიე 15 (6), 3. პელისტერი 15 (9) // 4. პრილეპი 13 (9), 5. ტიკვეში 10 (8), 6. რაბოტნიჩკი 9 (9), 7. მლადოსტი 3 (9) - A ჯგუფი: 1. ოჰრიდი 33 (11), 2. პროლეტი 21 (10), 3. სტრუგა 16 (10) // 4. კლუბ-7 13 (11), 5. რადოვიში 12 (11), 6. კისელა ვოდა 7 (9), 7. სტრუმიცა 4 (10),

ქალთა სუპერლიგა. პირველი წრის შემდეგ. 1. კუმანოვო 34 ქულა, 2. მეტალურგი 30, 3. ჩაირი 30, 4. ვარდარი 28, 5. დესპინა 24, 6. სტრუჟანკა 22, 7. გევგელია 16, 8. სპარტაკი 12, 9. შამპიონი 9, 10. ოვჩე პოლე 9, 11. გორჩე პეტროვი 4, 12. კუზმან ვარდარი 3, 13. პელისტერი 1

geohandball.ge

გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი EHF-ის თასის გათამაშებას გამოეთიშა
ევროპის თასისთვის ორი ქართველი იბრძოლებს
ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხეს
წილისყრა ვენეცკისა და ჩოხელისთვის
პლეი-ოფში გასასვლელად ქართველების გუნდს ცოტა დააკლდა
ჩოხელის 11 ბურთი ბალკანეთის ლიგაში
გავაშელიშვილმა ქულა გადაარჩინა
ქართველების კლუბმა სეზონი დაიწყო
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის
რევაზ ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს
მაკედონიის სუპერლიგას სამი ქართველი დაემატა
რევაზ ჭანტურია და ირაკლი კბილაშვილი EHF თასზე
მაკედონიაში ქართული დერბი ფრედ დასრულდა