"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ანკარაგიუჯიუს" შემტევი საბა ლობჟანიძე გახლდათ.

26 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ყოველთვის მინდოდა, რომ პრემიერლიგაში Boxing Day-ზე მეთამაშა. მართალია, თურქეთის სუპერლიგაში ვარ, მაგრამ ეს გადატვირთული კალენდარი ძალიან მომწონს.

მაისამდე თამაშები გვაქვს და მირჩევნია, რომ სულ თამაშები გვქონდეს, ვიდრე სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი და ა.შ.

ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ ბოლო თამაშებში თავი გამოვიჩინე და იმედი მაქვს, ასე განვაგრძობ.

მუნდიალის შესარჩევის კალენდარი ვნახე. რა თქმა უნდა, საუბარი ადვილია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ?!

ძალიან რთული იქნება, თუმცა, თუ რამის მიღწევა გსურს, შვედეთს, საბერძნეთს და კოსოვოდან ერთ-ერთს რომ აჯობო, შეუძლებელი სულაც არაა.

არ მიფიქრია, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი. ერთადერთი, ალბათ, ვისაც ვისურვებდი, იურგენ კლოპია...

ახლა თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე უფრო ძლიერი გუნდიდან ჩემ მიმართ დაინტერესება არის, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა ლობჟანიძემ.

პეტროსი
ესენი გიჟი "სამაზვანცები" არიან და თვთშეფასების უნარი არა აქვთ.საიდან ვერ გავიდნენ და საიდან ამბობენ გასვლა შეიძლებააო.თუ ლობჟანიძეს გონია სასტავში რომ ვყოფილიყავი გავიყვანდიო...ამათგან ხეირს არაფერს არ უნდა ველოდოთ...
ლ.მ
დამნიშნეთ მწვრთნელად და გავიყვან ნაკრებს მსოფლიოზე, ოღონდ მუშაობა მადროვონ და შემადგენლობის შერჩევაში ნუ ჩამერევიან. მივლინებები დამიფინანსონ და ასე შემდეგ.
1234
რა ცოტა კლებიათ :) მაღალ ტემპში რომ ცუდად თამაშობენ, ეგაა უკლასობა და მაგას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
კლოპი კი არა, ქრისტე ღმერთიც ვერ გაიყვანს ჯგუფიდან, თუ ფეხბურთელები არ შეიცვალნენ, მარა ამ მოძუნძულეებს, ვინ შეცვლის? სხვა არავინ გვყავს, რომ თუნდაც სირბილი იცოდნენ.... ჰმ, კლოპი და ბუტრაგენიო მომინდომეს, გადაყრიან მილიონებს და მერე იტყვიან, აბა რა ვქნათ, როცა მუდმივად არ გვიმართლებსო....
w
მართალია კლოპი მოხუცი არაა მაგრამ არც ისე ახალგაზრდაა თქვენს მაგივრად ითამაშოს.
გუჯა კახაძე
ვეთანხმები! შანსი ყოველთვის არსებობს და ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ თუ რაღაც შედეგის მიღება მაინც გვინდა სამწვრთნელო შტაბი საჭიროა ეცადოს მაინც იმ 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს: 1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის; 2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო; 3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი; 4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა. 25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!
1234
ა, დაიწყეს კიდე ბაქიბუქობა. მერე ჩაახედებენ სარკეში, გააკრიტიკებ და მოსდით გული. ვის უნდა აჯობო, ესპანეთს, შვედეთს? რანაირად გადიხარ მაგ ჯგუფიდან? ეგ კი არა, საბერძნეთი/კოსოვოდან, ერთს თუ ვაჯობეთ, არ იქნება ცუდი შედეგი. ეგაა რეალობა! ან მაგ გადაცემაში, ჟურნალისტი გიზის, თუ ბუტაფორია?! იმან მაინც გითხრას რამე.
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
შოთას გუნდი დამარცხდა და გასავარდნ ზონაში იმყოფება
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ლობჟანიძის თანაგუნდელს კაპიტნისთვის შემოლაწუნება ძვირად დაუჯდა
ლობჟანიძის გოლი-შედევრი - "ანკარაგიუჯიუმ" ლიდერი "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]
ლობჟანიძის თანაგუნდელებმა იჩხუბეს - სახეზე დამრჩა იარა, ჟერსონმა გადამიარა
ლობჟანიძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ანკარაგიუჯიუმ" შენგელიას "ქონიასპორს" დრამატულ მატჩში სძლია [VIDEO]