ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში "ლანჩხუთი" შვედეთის "როსენგარდთან" დამარცხდა (0:10, 0:7). გურულმა კლუბმა მარცხის მიზეზი თავის "ფეისბუქის" გვერდზე არგუმენტირებულად ახსნა:

"დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ ბრძოლის ჟინი და მონდომება არ არის საკმარისი. გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუ რა მეტოქესთან გვიწევდა ჭიდილი. გვინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სურათზე ასახულია ყველა იმ სპონსორის სახელი და ლოგო, რომლებიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფენ ქალთა საფეხბურთო კლუბ "როსენგარდს". სპონსორების რაოდენობა თავად დათვალეთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები ქვემოთ არის მოყვანილი:

"როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს. შედარებისთვის, ქსკ "ლანჩხუთის" წლიური ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 32 000 ევროს შეადგენს.

კლუბში, გარდა შვედეთის ეროვნული ნაკრების 6 წევრისა, ასევე თამაშობს დანიის ნაკრების 4 ფეხბურთელი. ცნობისათვის, დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

კლუბში მოასპარეზე სხვა ლეგიონერები ახალი ზელანდიის, ისლანდიის და სერბეთის ნაკრებების ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან.

კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მონაწილეა. ბრაზილიელი მარტა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად, 2017 წლამდე "როსენგარდის" ღირსებას იცავდა.

ყველასთვის ცხადია, რომ მეტოქე სპორტული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცალსახად აღემატებოდა ჩვენს კლუბს და შესაძლებლობებს. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ზუსტად ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სამომავლოდ არა მხოლოდ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში, არამედ იქაც დავტოვოთ ჩვენი კვალი, ისევე, როგორც ეს ყაზახურ და რუმინულ კლუბებთან გასვლითი შეხვედრების დროს მოვახერხეთ!

დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს!".

ბაჩი
რამე ისეთი წამეკითხა ქართულ ფეხბურთზე ან ფეხბურთელებზე გულს რომ გაუხარდება...
ბაჩი
რამე ისეთი წამეკითხა ქართულ ფეხბურთზე ან ფეხბურთელებზე გულს რომ გაუხარდება...
პესიმისტი?
ძალიან მაგარია რაც გააკეთეს, მართლა ყოჩაღ და ჩემი პატივისცემა ამ გუნდს და ამ გამოცდილებას კიდევ მეტ მონდომებას დაუმატებენ და კიდევ შეეცდებიან წარმატების მიღწევას. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ბევრჯერ ითქვა, მარტო მონდომებით არ გამოვა არაფერი და თუ ამ ქვეყანაში ტენდენციებს გადავხედავთ, სამწუხაროდ გარანტირებულია რომ ეს 10-0, 7-0 უფრო 20-0 და 30-0მდე ჩამოვა, ტყუილად იმედების შექმნა მეტ გულისტკივილს მოიტანს :((
imereli
ჩემი პატივისცემა გუნდს............ მაგრამ ცოტა ზედმეტი მოგივიდათ შოუები, ცოტა ტრაბახიც, შვედებმა ადგილი მოგვიჩინეს იქ სადაც ვართ. რა შუაშია დაფინანსება მარტო? ბურთს კარებიდან ვერ გამოიტანეთ, პასს ვერ აწვდიდით ერთმანეთს, ბურთი საერთოდ არ გვქონია, არანაირი ტაქტიკა არანაირი თამაში, ერთი მომენტი ვერ შექმენით ორ თამაშში, კარისაკენ საერთოდ მიმართულებითაც არ დაგვირტყამს და კიდევ რაღაცეებს ვსაუბრობთ.არ მინდა უზრდელურად გამომივიდეს მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ ამ მარცხების შემდეგ შეჩერდა ის პოპულიზმი რომელსაც გუნდი ეწეოდა შოუებში. შოუ კარგია შოუმენებისათვის თქვენი შოუ უნდა ყოფილიყო მინდორზე.... გადასახედია გუნდის ბირთვი, ვინც უყურა თამაშს დამეთანხმება რომ ზოგი ფეხბურთელი აზრზე არაა უბრალოდ ვღაცის ბლატებით ალბათ არის გუნდში. მაგიტომაცაგვაქვს ეს რაგბის ანგარიში საბოლაოდ. მეტი ვარჯიში და ასე კატასტროფულად არ წავაგებთ. ჩემი სიმპატია და სიყვარული თქვენ.
გიზოგ
გოგონების გამოსვლას მე არ ვაკნინებ, პირიქით მიხარია, რომ გამოჩნდა რეგიონში გუნდი, რომელმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია(ყაზახეთი, რუმინეთი.) და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კარგ საწყისს უფრო კარგი გაგრძელება ექნება და მიბაძველებიც გამოუჩნდება. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სხვის წარმატებები დავაკნინოთ. 1981 წელს მოგებული ევროთასის შემდეგ 1982 წელს იგივე დინამომ უკვე შესუსტებული შემადგენლობით უეფას თასის ნახევარფინალში ითამაშა. და ეს დიდი წარმატება უბრალოდ წინა წლის უფრო დიდმა წარმატებამ გაუფერულა, ასევე დინამომ უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში მთლიანად ქართულ ფეხბურთს, ქალებსაც კაცებსაც.
Irakli xaindrava
Me gogoebs vulocav damdeg shoba axalwels tqven am wlis gmirebi da chveni imedebi xart gisurvebt warmatebebs tqven xart gmirebi!!!
სოსო
მაშინდელ ევროპაში,კლუბში უცხოელი ფეხბურთელის რაოდენობა,შეზღუდული იყო და ამიტომ რეალი,ბაიერნი თუ სხვა,რეალურად ,საკუთარი ქვეყნის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული,ისევე როგორც დინამო.ამიტომ ჰქონდა დინამოს, მათთან შანსები.მერე კი,იყო ბოსმანის სასამართლო და ევროკავშირის მოქალაქეებზე,შეზღუდვა მოიხსნა.მას შემდეგ ხშირად ხდება,რომ გუნდში,შესაძლოა ერთი ფეხბურთელიც არ იყოს ადგილობრივი და ჩვეულებრივი,ეროვნული გუნდი,მასთან ვეღარაფერს გააწყობს.მეცნიერებაც წინ წავიდა და დიდი ფულის გარეშე,ფეხბურთელი ასეთ დონეზე ვეღარ ემზადება.რატომ არის ბაიერნი მუდმივი ჩემპიონი?იმიტომ,რომ თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა გერმანიაში,ყველა თავისთან მიჰყავს და თუ გერმანიაში ვერ ნახა შესაფერი,უცხოეთში ყიდულებს.მას ამისი ფული აქვს.ჩვენ კი და ჩვენითანებიც, მხოლოდ ვკარგავთ ნიჭიერ ფეხბურთელებს.ის ხომ სადაც მეტს გადაუხდიან,იქ წავა.ეს არის სულ.
ჰავლაბრელი ტიღუა
ბატონება, ქალთა ფეხბურთი ახლა ვითარდება მსოფლიოში, ამიტომ ბევრით ცოტა გასაკვირი არაა. აბა ამოიღეთ ერთი საუკუნის წინანდელი ვაჟთა ფეხბურთის ანგარიშები. ის კი არა ვაჟთა ფეხბურთში მსოფლიო პირველობაზეც კია ათით ნოლი. ასე, რომ მომავალ წელს ქალთა ფეხბურთის განვითარებაში 3-4-ჯერ მეტი ფული უნდა ჩაიდოს, ვიდრე დღესაა. დიდი მადლობა ამ ოქროს გოგოებს, ქვეყნის გახარებისათვის.
ჟორა გაბრიჭიძე
წავიდა ის დრო, როცა ფონს, მონდომებით და ნიჭის წყალობით შედეგის დადება შეიძლებოდა. დღეს შედეგს ბევრი შემადგენელი აქვს, რომელთაგან ფინანსური მხარე უპირველესია. ქართულ სპორტს და ქართველ სპორტსმენებს იმ შედეგების დადება რაც სხვებს აქვთ 5-10-ჯერ ნაკლები დაფინანსებით შეუძლიათ, ასჯერ ნაკლები კი მეტისმეტია.
ჩასაფრებული
კი არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინც, 3 მილიონი ევრო გუნდისთვის კი არა თითეული ლანჩხუთის ვითომ ფეხბურთელისთვის რომ მიგეცათ შედეგი იგივე იქნებოდა თუ უარესი არა, ან დიდ მადლობას რისთვის უხდით საინტერესოა,ბარემ ბატონ ბიძინასაც გადაუხადეთ დიდი მადლობა და სუფთა ქოცური გაამართლება იქნება ასე სამარცხვინო წაგებისა.
თემო
კაცთა ფეხბურთში ასეულობით მილიონის ტყვილა ჩაყრას დააფინანსონ ქალთა ფეხბურთი,მუთუმეტეს 3 მილიონად თუ ესეთი გუნდის გაკეთება შეიძლება
ქართველი
ყოჩაღ გოგონებს! მადლობის მეტი რა გვეთქმის გულშემატკივრებს. წელს ქართველები ფეხბურთში გვასახელეს. მარტო ენთუზიაზმით ბევრს ვერაფერს მიაღწევ..
Lexus
ამ ადამიანებმა იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე პრაქტიკულად შესაძლებელი იყო, შრომის და მონდომების ხარჯზე.. მოუსმინეთ აბა გოგოებს რა პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაში, პირობებიც კი არ ქვია მაგას.. მადლობა თქვენ, გვეამაყებით!!!
Lexus
დიდი მადლობა ,,ლანჩხუთს"!!! იმაზე მეტი გააკეთეს ვიდრე პრაქტიკულად შესაძლებელი იყო და შეძლეს იმიტომ, რომ იბრძოლეს და იშრომეს.. კიდე ერთხელ დიდი მადლობა
ავლიპა
,,მაღლა რო ვიყო ცვეტში გეტყოდი
ddgfdf
რავიცი აბა მე რომ გერმანიაში და ლიტვაში ვიყავი რაღაც თურქების აჩქარებები ვერ შევამჩნიე.
გომაკო
1.მაშინ სხვა ფეხბურთი იყო 2.კარლ ცაისი (გერმანელებს კითხე,საერთოდ არ გაუგიათ ეს გუნდი თუ არსებობს,არ ვაკნინებ დინამოს წარმატებას 3.მაშინდელი დინამო იყო საქართველოს ნაკრები,რომელიც შუაზე ხევდა რეალს,ბაიერნს,ნაპოლის 4.და მთავარი: ქალთა ფეხბურთი სხვა სამყაროა,კაცთა ფეხბურთი სხვა...აქ დიდი ანგარიში მოსულა განსავითარებლად...თუ არ მოგწონს სასწრაფოდ გავაუქმოთ რაგბის ნაკრები,მაინც 2 ნიშნა ციფრებით აგებენ...მარტივად რო ვთქვათ რაც არ იცი მოკეტე რა
კარგით რა
სად 1981 წლის დინამოს ფინანსური მდგომარეობა და სად ლანჩხუთის გურიის ქალთა გუნდის ბიუჯეტი, რა შედარებაა? დინამო თბილისი საბჭოთა ჩემპიონატში თამაშობდა უძლიერეს გუნდებთან და ვითარდებოდა, უცხოელი მწვრთნელები მოდიოდნენ ამ გუნდის გასაწვრთნელად, ევროასპარესზე გარკბეული გამოცდილება ყოველთვის ქონდა დინამოს, ამათმა კოდევ პირველად ითამაშეს პროფესიონალებთან. კარგი რა! რა შედარებაა, აღჭურვილობის ფული არ ქონდათ გოგონებს და შენ დინამოს ადარებ..
სერგო
1981 წელს ფინანსები იმდენს არ წყვიტავდა რამდენსაც დღეს, ინფრასტრუქტურა დიდათაც არ განახვადებოდა მაგ დროისთვის, წინ იყვნენ, მაგრამ აქაც იყო ნორმალური პირობები 20 გუნდისთვის, და მამაკაცების ფეხბურთი მანამდე 65 წელი ვითარდებოდა და ყველა მაგას გულშემატკივრობდა და ახლა მაგდენი თუ აღარ გესმის შემიძლია კიდევ მივამატო ფაქტები
არგუმენტირებული გულშემატკივარი
პირველი დავიწყოთ იმით რომ, 1981 წელს დინამოს ინფრასტრუქტურა დიდად არ ჩამორჩებოდა სხვებს ( ჯერ კიდევ შტანგრებით და წონებით ვარჯიშობდა ყველა ) არ იყო თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები, ყველა ასე თუ ისე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კვებასაც და უამრავი ასპექტია, საკმარისია მაშინდელი და ეხლანდელი აჩქარებები შეადარო მოთამაშეების, აბსურდია რაზეც აკეთებ აქცენტს. თან ამასთანავე დინამოში თამაშობდა საქართველოში საუკეთესო მოთამაშეები და როგორც ეხლა არც მაშინ გვეკლდა ნიჭი და ტრამვიანობაც არ გვქონდა ჭირივით მოდებული, ( იმას თავი რო გავანებოთ რო მაშინ სიზარმაცე ბევრად მაგრად ტეხავდა ვიდრე ეხლა )
Gomako
რატო ხალხო,რატო?!რატო აბულინგებთ ამ პატარა გოგონებს?!მათი გაკეთებული საქმე უდრის კაცთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ...რომელმა კაცთა გუნდმა უწია ამას დაწერეთ....ალბათ ავტორს 32 ათასი ლარი უნდა დაეწერა დაფინანსება....არა მგონია ამ გუნდს 120000 ლარი ქონდეს დაფინანსება....სამარცხვინოა ამ პატარა გუნდისთვის შეურაცყოფა,ეს ქალთა ფეხბურთია 0-7 იც იქნება და ნელ-ნელა გახდება 2-0,4-0,7-0 ჩვენს სასარგებლოდ ...გოგონებო გული არ გაიტეხოთ,იმაზე მაგარი შედეგი დადეთ ვიდრე დინამომ 39 წლის განმავლობაში
შოკირებული გულშემატკივარი
ლოგიკური არგუმენტებია და მომავალ წარმატებას გისურვებთ, მაგრამ "დინამომ" როგორ მოუგო 1981 წელს მასზე ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად ძლიერ გუნდებს იქნებ ვინმემ (მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა)იცის?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია