სასიამოვნოდ მოულოდნელი გამოდგა ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" საკმაოდ იოლად - 97:75 დაამარცხა "ალ არაბი" და ფინალში გავიდა. მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ "ალ არაბიმ" რეგულარული ჩემპიონატი ბერიშვილის გუნდზე მაღალ საფეხურზე, მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალშიც ფავორიტად ითვლებოდა. "ალ შამალის" ასეთ იოლ გამარჯვებას კი, ალბათ, ბევრი არ ელოდა.

შეხვედრა ალშამალელთათვის იმდენად კომფორტულად წარიმართა, რომ მწვრთნელს ბერიშვილი დიდად არ დაუტვირთავს და მან მოედანზე მხოლოდ 25:17 წუთი გაატარა (როგორც წესი, შეუცვლელად თამაშობს ხოლმე), თუმცა, ჩვენებურს ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო. ბერიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 10 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (24) მხრივ კი, მხოლოდ ვაელ არკაჯის (32) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ბერიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ცნობილია, რომ ფინალში "ალ შამალის" მეტოქე "ალ გარაფა" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ალ სადს" 89:77 სძლია, პლეი-ოფამდე კი მხოლოდ 1 მარცხით მივიდა, ამდენად, საჩემპიონო დაპირისპირების ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ფინალური შეხვედრა კვირას, 24 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 21 ქულა და მე-6 გამარჯვება ყატარში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა