რევაზ როგავას დიდებული თამაში რუმინეთის ჩემპიონატში და მისი "ტარგუ ჯიუს" ბრწყინვალე გამარჯვება სტუმრად, ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ. ქართველმა უკანახაზელმა 7 სამქულიანი ჩააგდო და ტარგუელებს 96:88 გაამარჯვებინა.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, სადაც ტარგუელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ოვერტაიმშიც და ძირითადი დროის ბოლო წუთებზეც ქართველმა ლეგიონერმა სამქულიანები ჩააგდო, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო.

როგავამ 5 ცდიდან ორქულიანი ვერ ჩააგდო, თუმცა პერიმეტრიდან ისროლა ჩინებულად და 12-დან 7 სამიანი მიითვალა. რეზომ 4 ცდიდან 3 საჯარიმოც მიითვალა და საბოლოოდ 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 24 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. როგავამ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.

3 მოგებითა და 10 წაგებით "ტარგუ ჯიუ" 14-გუნდიან რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზეა.

GBF

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ოლიმპის" ლიდერი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
რევაზ როგავა: დიდი ხანი ველოდებოდი შანსს
რევაზ როგავა რუმინეთში შედეგიან თამაშს აგრძელებს
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "ოლიმპის" პრეტენზია