ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

• ქალის სიმართლე

მინდა გაგახსენო, რომ სწორედ მაგ სერბეთს (მარიანოვიჩით, ბოგდანოვიჩით, ბიელიცათი - იოკიჩის გარდა) მოუგო აკროპოლისის თასზე საბერძნეთში ჩვენმა ნაკრებმა (შენგელიათი, ბითაძით, დიქსონით, ცინცაძით)

• Biannkoneri

ადრეც ვიცოდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი და უფორო აშკარა გახდა რომ, სამწამიანში შერმადინის დატვირთვა 2 ქულიანებით როდესაც მოწინააღმდეგე მიჯრით გიყრის სამიანებს, სასტარტოს მოთამაშეები და მათი ზამენებიც, იქ დამთავრებულია საქმე. დიქსი იყო და კარგად ყრიდა, მაკფადენსაც არაუშავდა.. თუკი რაიმის პრეტენზია გვაქ და მგონი რომ გვაქ, სამიანების ჩაყრა ვისწავლოოოოთ, თორე დერეფნიდან ნასროლ სამიანს ვერც კარგი დაცვა უშველის და ვერც ორქულიანები, ისიც ან ვარდება ან არა. პ.ს გამოსასწორებელია ბურთის დაკარგვები, და ეს გარბენები რაბედურებაა :( ჯანსაღი კრიტიკა ყველაზე კარგი წამალი, წარმატებები ჩვენებს!

• გიორგი

მსოფლიო შესარჩევზე თბილისში 37 ქულით დავმარცხდით სერბებთათ,შენგელიაც თამაშობდა

• mees

მოდით რა ნუ ბაქი- ბუქობთ,სერბებს რომ ბოგდანოვიჩი, ბელიცა,იოკიჩი და მარიანოვიჩი აკლდათ ნბა-დან ხომ არ გავიწყდებათ,ასევე არ ყავდათ ევროლიგაზე მოასპარეზე 7 თუ 8 კალათბურთელი,რა შენგელიას ან ბითაძის არ ყოფნაზეა საუბარი.ასე რომ სერბეთის და მისი დონის გუნდებთან რა შანსიც ექნება ჩვენს ნაკრებს პრინციპულ შეხვედრაში გუშინ გამოჩდა. საშუალო დონის გუნდებთან კი ბატონო.

• Zaza

ჯერ ერთი სერბებმა არ მოგვიგო როცა დაჭირდა თბილისში მსოფლიო შესატჩევი თავის ბითაძით და შენგელიათი თუ ესე უვბად დაგავიწყდათ და თან როგორ მწარედ მოგვიგეს ტიტოს ბიჭებმა და მეორე იქრო მოუგე ეგ იყო სწორედ გამონაკლისი და შემთხვევითობა და არა ის რო აქ გაგანადგურა. ხუთი კაცი გვაკლდაო რომ წერთიმათ მესამე ნაკრები ყავდათ თუარადა ევროპსზე ნახავთ აქედან რამდენი კაცი ეყოლებად ორი ალბათ მეტი არა ჩვენ კიდე ამ დროს რასი ვხარჯავთ საქომაგოდ რო გამოგადგება მარტო იმ ხალხით ვავსებთ ნაკრებს რადროს ლონდარიძეა ხალხო 21 საუკუნეა გარეთ ჯერ ბოისა უმცროსი ეხლა კიდე ეს რატო არ ათამაშა ბულაშვილი ხო იძახოდა გურასპაული მივცემთ შანსო ამდენი ხალხი რო საქომაგოდ მოგყავს ნაკრებში და არა სათამაშოდ ამას რა წვია. თორე ევროპაზე რა ხალხი ეყოლებათ იგივე სლოვენყას საფრანგეთს ესპანეთს და ას შემდეგ ყველამ კარგად ვიცით . წაგება კიარაა პრობლემა პრობლემაა თუ როგორ აგებ .ზუროსმა კი მოიხადა ბოდიში აქაოდა ცუდად გამოვიყურებოდით ძალიანო მაგრამ ესხო პირველად არ ხდება .

• თემო

სერბებს 8 კალათბურთელი აკლდა,რომლებიც ნბა და ევროლიგაში თაამაშობენ და მაგით რა?

• არტ

შენგელიას ცუდი თამაშისათვის არავინ ლანძღავდა. რაშიც გასალანძღია იმისათვის გაილანძღა და დამსახურებულადაც. ერთერთი წამყვანი მოთამაშე რომ არის საქართველოს ნაკრებში, ამაზე არავინ დავობს და ბრაზსაც და მიუღებლობასაც ეს იწვევს, რომ ერთერთი წამყვანი მოთამაშე დარბის ახლა მკვლელების და მოროდიორების არმიის მაისურში გამოწყობილი, თორემ ვიღაც ჭ კლასის მოთამაშე რომ გადასულიყო, ამისთანა აღშფოთებას არ გამოიწვევდა. ეს ერთი, მეორე - გუშინდელ მატჩში გუნდს ყველაზე მეტად მძიმე ფორვარდი კი არა, მეორე სრულფასოვანი ცენტრი და სამიანების სტაბილური მსროლელი დააკლადა. ეს უკანასკნელი პოზიცია საერთოდ ჩვენი სისუსტეა და ეს არის საფიქრალი და პრობლემა, თორემ ერთი მატჩის ჩაგდება შეიძლება ყველა გუნდს დაემართოს.

• jacob

ჩემი აზრით ესეთი მარცხი სამმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: 1 სერბებმა საგრძნობლად ძლიერი შემადგენდლობის მქონე გუნდი ჩამოიყვანეს ვიდრე ბელგრადში ჰყავდათ. 2 თამაშის მსვლელობისას ჩვენ ძირითადი გამთამაშებელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დაგვიშავდა. 3) ჩვენ სროლები საერთოდ არ წაგვივიდა, მათ კიდევ - პირიქით.

• გოგა

ვინც კალათბურთის გარტყმაში არ ხართ, ისენი რატომ აკომენტარებთ?? მერე რა წავაგეთ სერბებთან, სერბებმა ჩვენთან წაგეს და წარმოიდგინეთ შვეიცარიასთანას, ანუ არც სერბებსაც ცოდნიათ კალათბურთი:)

• სოს

გურასპაულმა დაანებოს თავი კომენტატორობას კალათბურთს მიხეხოს თუ იცის ესეც საკითხავია ან ერთი ან მეორე.. ამ ნაკრებით გვინდა ევროპის მოგება ან პლეიოფში გასვლა მოგებაზე საუბარი არ არის

• მომო

სერბეთს უფრო კარგი სკოლა აქვს და ყურადღებასაც აქცევ იმ სპორტს სადაც გამოდის..ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ აქცევენ სპორტს ყურადღებას.. თამაშსს რომ ვუყურე სუპერლიგის მოთამაშებიი საერთოდ არ იყვნენ განვითარებული და ჩემი აზრით ეს შედეგი მოიტანა 2-3ლევიონერი მაინც თამაშობს გუნდებში.... მე რომ ვიყო ფედერაციის პრეზიდენტი ჩამოვიყვანდი ინდივიდუალური მომზადების მწვრთნელებს სროლების,დაცვის,შეტევის,დრიბლინგის და ნაკრების ბიჭებს 20-18-16 წლის პერსპექტიულ ბიჭებს კვირაში 2 დღე ექნებოდათ დროს გავანაწილებდი....ყველა სუპერლიგის ბიჭებს აკლიათ ეს კომპონენტები გამოჩნდა გუშინდელ თამაშზე..

• x.x

ჩვენ როგორც ყოველთვის რეალობას აცდენილები ვართ, სერბეთის ნაკრებს ვეთამასებით, 5-თი ძირითადი კალათბურთელი გვაკლია, შერმადინიც ვერ არის ფორმაში, ახალიც პირველ თამაშს ატარებდა და იმანაც ტრამვა მიიღო, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით გინდა სერბებს მოუგო? ფინელებიც მოგვიგებენ ასეთი შემადგენლობით.

• *გიორგი

*მსოფლიოს შესარჩევზე თბილისში,დიდი ანგარიშით მოგვიგო სერბეთმა,მაშინ შენგელიაც გვყავდა ბითაძეც და მამუკელაშვილიც

• aburjga

მაკფადენი აღარ არის საქართველოს ნაკრებში თუ თამაში აღარ უნდა?! ფრენკამპი გუშინდელი თამაშით ვერ შევაფასე, მაგრამ სად მაკფადენი და სად ფერკამპფი? მაკფადენი ჩემპიონია! ცინცაძე ? გამთამაშებელი არ გვჭირდება?

• aburjga

გუშინდელი გუნდი საქართველოს მერამდენე შემადგენლობა იყო?!

დამარცხდა კი არა, გაფარჩაკდა მესამე შემადგენლობით მოთამაშე სერბეთთან!!!

• კოკი

დავიწყებ იმით რომ ზუროსი არის მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი და აქ ორი აზრი არაა რაც შეეხება ახალწვეულს მაგას ზუროსი ასე ჰაერზე არ მოიყვანდა და პირველი თამაშის და თანაც უცნობ გარემოში და ისიც სერბებთან პირველი ქულები მაგან აიღო ამიტომ ჯერ ყველაფერი წინაა რაც შეეხება შენგელიას ამას ურა პატრიოტების გასაგონად ვწერ თორემ ნამდვილმა კალადბურთის გულშემატკივარმა გუშინ მიხვდა რომ თითქმის ნახევარ გუნდზე მეტია დანარჩენი კი ვისაც ჰაერივით ჭირდებოდა გამარჯვბა მოიგო იმან პ.ს ისე კი სერბეთის გარეშე ევრო ბასკეტი არაფერია თანაც რა ვარსვკლავი ყავთ პეტრუშევი კი ვნახეთ გუშინ .

• მამუკა

ქომაგს, მესამე ადგილზე როგორ გავალთ? მოვიგებთ ფინეთთან პირველზე ვიქნებით, წავაგებთ და მეორეზე

• გუსანი

კარგი, ეს სირცხვილი /ჩავარდნა შეიძლება ყველას დაემართოს(გრანდების გარდა) ..უმოტივაციო ფინეთთან გამოჩნდება ჩვენი ბიჭების ხასიათი, მენტალიტეტი, პროფესიონალური დონეც..ალეო და ხვალეო 21-ში ვნახეო...

• გუსანი

მაკფადენმა მოუგო, მისი გამორჩეული თამაში იყო, სიმართლე კი ისაა-სერბეთთან მოგების პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ დუბლებთან ასეც არ უნდა აგებდეს თავმოყვარე ნაკრები

• zviads

სპორტის სასახლეზე მართლაც დაწერეთ, რაც იქ ხდება შიგნით თუ გარეთ სირცხვილია...

• გუსანი

ილუზიებში ავერ იცხოვრებ დიდხანს...შენგელია, შერმადინი, ბითაძე, მამუკელაშვილი, სანაძე, ბურჟანაძე + მაკფადენზე უკეთეს თუ გადმოვიბირებთ და ყველა ფორმის პიკში იქნება ევროპაზე რაღაც შანსი გვექნება, ისე მარტო მონაწილეობას დავჯერდებით როგორც წინაზე, სხვა ბიჭები მაპატიეთ და დაბალ დონეზე არიან, 1-2 წინა თამაშებში მომეწონა და იმედი გამიჩნდა მაგრამ .... ესე მეც რომ გამიყვანონ რაღაცეები გამომივა....ფეხბურთელებზე უკეთესები კი არიან....

• 912

გამოვცადეთ და გავიგეთ რომ არც ძველების და არც ახლების იმედი არ უნდა გვქონდეს მითუმეტეს პრინციპული თამაშის დროს წაგებაცაა და წაგებაც 26 ქულით მარცხი სახლში სამარცხვინოა....

• თემო

ჟურნალისტები, გააშუქეთ სპორტის სასახლის საზიზღრობა მდგომარეობა, იქნებ მიხედონ სირცხვილია

• გიორგი

შარშან სერბეთს მოვუგეთ ბელგრადში შენგელიას გარეშე

• borgati

უმისოდ არ ვიცი და შენგელია თავად დაგვაკლდა :))))))

• ტყეშელაანთ გიჟი

ერთი მაინტერესებს, სად ხართ ის ხალხი, თოკოს რომ ლანძღავდით და მის მოკვეთას ითხოვდით ნაკრებიდან?! არც ჩემთვისაა სასიამოვნო ცსკა-ში რომ გამოდის, მაგრამ ნაკრები მის გარეშე რაცაა, არ გამოჩნდა დღეს?! კი ბატონო, სხვა მიზეზებიც დაერთო - შერმადინი სერბებმა მაგრად დაკეტეს (თუმცა კლასის ხარჯზე 20 ქულა მაინც აიღო); ძველებიდან (სანაძე, ბურჯანაძე, ბერიშვილი) ლიდერობა ვერავინ იტვირთა; ახლები საერთოდ მინუსები იყვნენ (და ზოგადად არიან); ამ ამერიკელს მაკფადენი მთელი თავით სჯობია; მაგრამ ნუთუ ასე მწარედ უნდა წაეგოთ? პასუხი თქვენთვის მომინდვია

• fani

თამაშის წინ ვთქვი, ახლა გამოჩნდება რამხელა ძალაა ნაკრებისთვის შენგელია-თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი ... ფაქტია, რომ უმისოდ ნაკრები ნახევარიც არაა. ამას დაემატა მეორე ტაიმის დასაწყისში ახალი ლეგიონერის ტრავმაც (თუმცა დიდად მაინც არ მომეწონა) და ლიდერობა ვერავინ იკისრა. ხოლო საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეების დონე რაცაა, ეს კარგად ჩანს

• ქომაგი

საკითხავია გავიდოდით თუ არა. ფინეთს იქ რომ მოვუგეთ არ ნიშნავს რომ აუცილებლად აქაც მოვუგებთ და შესძლოა მესამეზე გავიდეთ ჯგუფში.

• მერაბი

არც მე მომწონს შენგელია რომ ცსკა-ში თამაშობს, მაგრამ მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ნაკრებში ფაქტიურად ნახევარი გუნდია.

• niko

dajeqi 2ani.

• გოგა

ამ შემადგენლობით სერბების ნებისმიერ შემადგენლობასთან, ძალიან ძნელი იყო რაიმე წარმატების მიღწევა. რომც არ გვქონოდა განაღდებული ევროპაზე თამაში, ამ ჯგუფიდანაც გავდიოდით მაინც, რაც ძალიან სასიხარულოა.

• Nukri

შენგელიას უმისოდ ძალიან გვიჭირს თამაში, ეს ფაქტია

• 912

პალიტრანიუს დაწერე კომენტარები სირცხვილია ცენზურა 21-ე საუკუნეში

• Shen

ილია ლონდარიძეს რისთვის იძახებენ ნაკრებში, არ სჯობს ვინმე ახალგაზრდას მოტივაცია მისცენ და ნაკრების კარი გაუღონ ? ზის და ატრიალებს პირსახოცს ან ღრიალებს მარტო მაგარი კაცია რაა

• თორნიკე

არაუშავს, მთავარია გამოვცადოთ ახალი სახეები და ნაკრებმა მართლა 7 კაცით არ ითამაშოს ევრობასკეტზე როგორც ყოველთვის ხდებოდა

• 912

საერთოდ აკრძალეთ ყველა სპორტი რა არაფრის თავი არ გვაქვს და რისთვის თამაშოთ რაში იყრება ფული

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?

"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო

გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს

"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?

"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა

14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია