ფრანგული ვებგვერდი centre press eaveyron-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ამირან სანაია - ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა მიადევნო".

"ლიგა 2-ის 28-ე ტურში ავეირონის პროვინციის პატარა ქალაქ როდეს (23 000 მოსახლე) საფეხბურთო გუნდი კორსიკას "აიაჩოს" წინააღმდეგ სათამაშოდ ეწვია.

სტუმართა ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. "მიდი! მიდი! მიდი!" შემოდგომის სიცივეში თუ ზამთრის ყინვაში ადვილად გაიგებდა ცარიელ სტადიონზე მყოფი ადამიანი ქართული აქცენტით წარმოთქმულ მის ხმამაღალ შეძახილებს.

ამირან სანაია, რომელიც 3-მცველიან განლაგებაში მარცხენა ფლანგზე დგას, თამაშში ყველაფერს დებს: ხმასაც და სხეულსაც.

სწორედ სანაიას ამგვარმა თავდადებამ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამოღვიძებაში და ჩვენებმა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ სანაია "ვალენსიენთან" (1:1) შეხვედრაში გუნდის კაპიტნად მოგვევლინა (ისე ვიცე-კაპიტანია), რადგან ეს დაიმსახურა და მას შემდეგ სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელად იქცა.

იმ დღიდან მოყოლებული, მცველების იერარქიაში უმაღლესი პოზიცია მოიპოვა და თუ რამე არ აწუხებდა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი სახე, კოლექტიური სული, ბრძოლისუნარიანობა არაერთხელ შეაქო მთავარმა მწვრთნელმა. მაშინაც, როცა შეცდომას უშვებს, ძნელია მისი ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება.

ცხოვრება დინამიკურია - ამის გაგება სთხოვს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლურონ პეროლადი თავის ფეხბურთელებს. სხვა გზა არ არის, 31 წლის მცველი ამ პრინციპს უნდა მოერგოს და ზოგჯერ დაისვენოს.

ასე მოხდა: წინა ტურში დაისვენა, "აიაჩოსთან" კი ძირითადში იყო და როგორც სჩვევია, გუნდისთვის ისევ ბოლომდე დაიხარჯა... მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო და იქნებ მეტიც კი!"

სოხუმში დაბადებულ ამირან სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული. ქართველმა იქ 5 კლუბი გამოიცვალა და ახლა მე-6-ეს ღირსებას იცავს. ამირანს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და იმის ფონზე, რომ ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაპრალი გვაქვს, ვილი სანიოლისთვის საინტერესო კანდიდატი უნდა იყოს.

მიმდინარე სეზონში სანაიამ "როდეს" შემადგენლობაში ლიგა 2-ის 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ შეცვალეს.

gio gio
ზედმეტწონიან და უთამაშებელ მცველებს ნამდვილად აჯობებს.დაცვაში ეხლა ნამდვილად არის პრობლემა.შანს ყველა ქართველ ფეხბურთელს უნდა მიეცეს.დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს
ბაჩი
არ გეწყინოს მარა მართლა კომბლე ხარ

ამ კომენტარებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სკოლაში და მითუმეტეს ქართულის გაკვეთილზე უმრავლესობა საერთოდ ახლოსაც არ გაუვლია. ამბიციები კი იცოცხლე ისეთი ვიცით!!! სირცხვილია, სირცხვილი!!!
გიორგი
მგონი ვერ უნდა იყო დალაგებული, ვწუხვარ
კ ო მ ბ ლ ე
მე ვიცნობ ამ კაცს... ცხენივით დარბის, რომ რაცხა იშოვნოს, ქურციკივით ხტუნავს, ხვლიკივით დაძვრება და თუ დასჭირდა, კალმახივითაც ქე უსხლტება ხელიდან პოლიციას... რაიო? ნაკრებშიო? კი მარა, ერთ მშვენიერ დღესაც, რომ გაშპეს, ეტაკოს, ებრდღვნას, შვლიპოს და მოხიოს, შენ დეიჭერ მერეე? საცხა მეორე ლიგის, გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდიდან, ვინცხა ყაზილარის ნაცვლად, მაგერ გაქვთ საქართველოს ჩემპიონატი, რავა? განა ესეთი აბდალა მანდ დეილია თუ?
რატი
ეხლა ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ძაან ცოტა დრო რჩება და იქნებ არ მოვიჭრათ საერთოდ თავი. ვფიქრობ ეხლა ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს იმ ბიჭებით რომკებიც მაქს.დატვირთულები არიან სათამაშო დროით, თორე ის რომ ის ესპანეთშია და ის საფრანგეთში, ვშინჯოთ და ა.შ. ამ ეტაპზე არ იქნება მართალი.
ლშა
ჯაბას ტრავმიანობა არც გასხოვთ ალბათ , ფეხბურთის თამაში 28 წლისამ დაიწყო შეიძლება ესე ითქვას მანამდე სულ დამტვრეული იყო , როგორც ქართველების 90 % , მაგრამ მაინც შეძლო რაღაც დონეზე თამაშ მაინც და ეხლა კი ვხედავტ რა ფორმაშია
ლშა
გიორბელიძეც თითქმის სულ თამაშობს , იშრომა და მოიპოვა სათამაშო დრო , სანაია და გიორბელიძე ნაკრების სიაში , ნავალო აღარაა ნაკრების დონის , ჩაიარა მისმა წლებმა
მინდია
ანუ 15 წლის წინ ითამაშა ნაკრებში? ახლა რამდენისაა?
ლშა
ზოგმა პირველად გაიგეთ ეს ფეხბურთელი და იძახით ყველა ვარსკვალავად გვეჩვენებაო , 2006 წელს ითამაშა პირველად ნაკრებში ამ ბიჭმა , კარგი მომავალიც ოქნდა უბრალოდ სულ ჯანრმთელობასთან პრობლემები ექმენბოდა ეხლა ერთი 2 წელია როგორც იქნა მოძლიერდა და თამაშობს კიდეც მშვენიერად , კარგი ტექნიკა და პასი აქვს
კახა ქ.
ისე სულ მაგას ვიძახოდით ყველა--მარცხენა მცველი,მარცხენა მცველი და მაინცდამაინც ფრანგი უნდა მოსულიყო რო საფრანგეთში მოთამაშე გენახათ.სასწაულია რა პირდაპირ.საერთოდ აღრიცხვაზე თუ გყავთ საზღვარგარეთ მოთამაშე ყველა ფეხბურთელი.წლოვანებას ა რა აქვს მნიშვნელობა,მთავარია როგორ თამაშობს.
Levani
Tabidzes da dvals(ar arian flangelebi,magram mainc) Lakvexelians,giorbelidzes rato unda vamjobinot?
ლევანი
ვეთანხმები რომ ნაკრებს შეიძლება გამოადგეს! თვალს ვადევნებ სტატისტიკას და უმეტეს შემთხვევაში ძირითადშია, არადა მუდმივი პრობლემა ნაკრების ფეხბურთელთა უთამაშებლობაა. ყოველთვის მიკვირდა შანსი რომ არ ეძლეოდა, როდესაც მარცხენა მცველის პოზიცია მუდმივად პრობლემურია. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სხარტი ნავალოვსკი მომწონს ამ პოზიციაზე, მოუქნელ გრიგალავას ბევრად ჯობია, თუმცა იქნებ სანაია კიდევ უკეთესია? გვანახეთ!
ჯაბა
მოვიდა ახალი ნწვრთნელი და აფხაკურდა ყველა; აქამდე გეძინათ თუ ვაისთან რამე პრობლემა ქონდა ვინმეს? ჟურნალისტები და აგენტებიც მოიქოქენ და სადმე თუ ქართველი ჭაჭანებს სუპერ-ვარსკვლავებად მოგვევლინენ.ღადაობაა რა.
ელგუჯა
თან მარცხენა მცველიო და სადმე რამე თამაშში მოესინჯათ ნაკრებში
ბაჩი
ხო და გამოიძახონ მერე ამირანი,გამოცდილია,ვფიქრობ რომ შანი მას გამოიძახებს
c
სანა ნაკრებშიიიი
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს ნაკრების პოტენციური წევრი კარიერას საფრანგეთში აგრძელებს
"კანკავა ყველგან იყო" - ფრანგული მედია ჯაბას თამაშს ეხმაურება
ფრანგული გუნდის ქართველ ლეგიონერს სიმსივნე აღმოაჩნდა
ზიდანის შვილი ფრანგულ გუნდში ქართველთან ერთად ითამაშებს
მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]
ამირან სანაია ფრანგული "ლე ერბიეს" ღირსებას დაიცავს