პირდაპირ გაგაფრთხილებთ: ეს ისტორია არც ფორტუნას ეხება, არც გამართლებას, არც საფეხბურთო ღმერთს, არც ლატარიის მომგებიან ბილეთებს და არც კლუბის საპირფარეშოში დოლარებით გაძეძგილი საფულის პოვნას. აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. უბრალოდ, ერთ დღეს, ცხიმით სავსე ახმახი, რომელიც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, მსოფლიოს იმდროინდელ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "მილანში" მოხვდა. და ამ ისტორიაში ღვთიური არაფერია. თითქმის არაფერი.

თუკი ზოგჯერ გაწუხებთ აზრი, რომ ცხოვრება **ობაა და ყველაფერი დაკარგეთ, გული არ გაიტეხოთ, ხის სკამს ფეხი მაგრად დასცხეთ, შემდეგ ხელში თავი და მობილური ტელეფონი აიღეთ და კონტაქტებში კარგად მოძებნეთ, იქნებ ისეთი ადამიანი იპოვოთ, ვისაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მოდით, ეს იყოს ჰარვი ესაიასის პირველი რჩევა.

ასე რომ, "მილანში" მოსახვედრად საჭიროა:

1. რაღაც სახის განათლება მაინც გქონდეთ

სურინამული ფესვების მქონე ჰოლანდიელი ამბალი – ეს ჰარვი ესაიასის ამომწურავი პორტრეტია. გასაოცარია, მაგრამ ეს საკმარისი იყო ამსტერდამის "აიაქსის" აკადემიაში მოსახვედრად. ჰარვისაგან მცველის დაყენება სცადეს, მასთან ერთად კი ისეთი მონსტრები თამაშობდნენ, როგორებიც პატრიკ კლუივერტი, ედგარ დევიდსი, ანდრე ოიერი, მიხაილ რაიციგერი და კლარენს ზეედორფი არიან. რა-რა და, მეგობრებში ესაიასს ნამდვილად გაუმართლა.

"აიაქსის" აკადემიიდან ან გაუშვეს, ან თვითონ წავიდა. ერთი სიტყვით, ზრდასრულთა ფეხბურთამდე ბოლო საფეხური "ანდერლეხტში" გაიარა. ეს კი "ფეიენოორდთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.

2. შრომის წიგნაკში რაღაც ინფორმაცია მაინც უნდა იყოს

მშობლიურ როტერდამში ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ესაიასმა, პირდაპირი მნიშვნელობით, ძლიერი დარტყმით დაიწყო – წინასასეზონო შეხვედრაში "ფეიენოორდის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელ რონალდ სჰოუტენს ყბა მოტეხა. ამის შემდეგ ჰარვიმ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა – გაგეცინებათ და, "აიაქსის" კარში. შემდეგ კი ყველაფერი, ბოდიში მოგვითხოვია და, "იქითკენ" წავიდა, პერსპექტიული კარიერა პორნოგრაფიას დაემსგავსა – 3 წელში "ფეიენოორდის" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ის ხელში "ხრონინგენმა" ჩაიგდო – იქ ესაიასი მოედანზე 9-ჯერ გამოვიდა, თუმცა გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო. კონტრაქტი არ გაუგრძელეს და ისევ უმუშევრად დარჩა. შემდეგი კლუბი დაუნდობელი მცველისთვის "კამბუური" გახდა – იქ სათადარიგოთა სკამიდან საჯდომი ერთხელაც არ აუწევია.

შემდეგ კი მუქთა იყოს, კუბო იყოსო პრინციპით, ჰარვი "დორდრეხტმა" აიყვანა. 7 თამაში, სრულიად უსარგებლო და "ესაიას, ს ვეშამი!" აქ კი ჰარვიმ ჰოლანდიაზე ხელი აიღო, აშკარად არ უმართლებდა იქ, თან სუქდებოდა და სუქდებოდა.

ესპანეთში წავიდა და კონტრაქტი "კასტილიასთან" გააფორმა. დაცვა მშვენიერი დახვდა – მინიამბრესი, სესარ ნავასი, რაულ ბრავო. ესაიასი ისევ ულუკმაპუროდ დარჩა და ჯერ "სამორაში", შემდეგ კი "მოსტოლესში" წასვლა მოუწია. იქაც ვერაფერს მიაღწია, მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და 26 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

3. გადარჩენის უნარი

საფეხბურთო სამსახურის გარეშე ჰარვი ესაიასს ძალიან გაუჭირდა. ბუნებრივია, მადრიდის ქუჩებში ღამეს არ ათევდა და მატარებლის სადგურებზე არ ქურდობდა. როგორც პატიოსანი ადამიანი, ჰარვიმ მუშაობა დაიწყო – ერთ-ერთ დაწესებულებაში ყველაფერს ასუფთავებდა. შემდეგ ცირკშიც მოეწყო – თავიდან ბორბლებს ამონტაჟებდა, შემდეგ სცენაზეც გამოვიდა (რა ამპლუაში, უცნობია). დადიოდა ხმები, რომ ერთი პერიოდი MMA-თი იყო დაკავებული.

ესაიასის საქმეები უკეთესობისკენ მიდიოდა. მისი სიტყვებით, რაღაც პერიოდი ანტიკვარულ მაღაზიასა და ღამის კლუბს ფლობდა სამორაში, პორტუგალიის საზღვართან ახლოს. ჰარვი ყველა ფრონტზე იბრძოდა.

ასე გავიდა 3 წელი – ამ პერიოდში ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია და ფორმაც საბოლოოდ დაკარგა.

4. ერთგული და ცნობილი მეგობარი

ერთხელ ჰარვიმ ძველ მეგობარ კლარენს ზეედორფს დაურეკა. უცებ, საუბარმა სრულად მოულოდნელი შინაარსი მიიღო, როცა კლარენსმა ჰკითხა: "მილანში" თამაში გინდა?" ჰარვის გული აუჩქარდა, ვის არ უნდოდა მაშინდელ "მილანში" თამაში?!

როგორღაც კლარენს ზეედორფმა ადრიანო გალიანი და კარლო ანჩელოტი დაითანხმა, რომ ესაიასი სინჯებზე მიეღოთ. "ეს ბიჭი "აიაქსის" აკადემიაში ჩემზე მაგარი იყო, ახლა კი სრულიად უფასოდ შეიძლება მისი აყვანა", - ურცხვად არწმუნებდა ზეედორფი "მილანის" ბოსს. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ენდნენ – 29 წლისა და 100 კგ-ზე მეტი წონის ჭურჭლის მრეცხავი და ესპანური ცირკის თანამშრომელი "მილანში" მიიწვიეს!

ბავშვობის მეგობრის გამო ზეედორფმა თავი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩაიგდო.

5. ვნება, ძალა, სურვილი

შეაფასეს რა ჰარვის შესაძლებლობები, "მილანის" სამწვრთნელო შტაბმა ვერდიქტი გამოიტანა: ამ ბიჭს რაღაც შეუძლია, მაგრამ ახლა გორილას უფრო ჰგავს, ვიდრე ფეხბურთელს. გუნდში 5 თვით, გამოსაცდელი ვადით დატოვეს – ამ პერიოდში თავი საბრძოლო ფორმაში უნდა მოეყვანა.

ესაიასმა ფსიქოლოგი დაიქირავა და სწრაფი სავარჯიშო კურსისთვის მოემზადა, რომელიც უფრო საზღვაო ქვეითის უმძიმეს კურსს ჰგავდა. ფსიქოლოგს უნდა ეკონტროლებინა, რომ ჰარვის "არ გაქცეოდა" – მსუქანი ცირკის ჯანბაზიდან 5 თვეში ათლეტად გადაქცევა ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

ყოველ დილით ესაიასი 7 საათზე დგებოდა და დარბოდა. შემდეგ საუზმობდა და ისევ დარბოდა. ამის შემდეგ სატრენაჟორო დარბაზი მოდიოდა, ფიტნესი და ა.შ. მხოლოდ საღამოს 9 საათზე თავისუფლდებოდა და ერთადერთი, რასაც ახერხებდა, საწოლამდე მისვლა იყო. ფსიქოლოგი ეხმარებოდა, ჰარვი კი შრომას არ იშურებდა. ამ პერიოდში, ცხადია, "მილანი" 1 თეთრს არ უხდიდა.

3 თვეში ჰარვიმ 15 კილო დაიკლო და ფორმაში მოვიდა. და სასწაულიც მოხდა – "მილანმა" ნიდერლანდელს 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა!

6… მომენტი დაიჭირო და იკაიფო!

ჰარვი ესაიასმა "მილანთან" ერთად 2004/05 წლების სეზონი გაატარა. ის უკანასკნელი რეზერვისტი იყო და თამაშის გაძლიერების ვარიანტად არასდროს განიხილებოდა. თუმცა, 2005 წლის იანვარში თავდაუზოგავი შრომა დაუფასდა და ჰარვი "მილანის" მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში გამოჩნდა. იტალიის თასზე "პალერმოსთან" გამართული მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასიმო ამბროზინი შეცვალა. ამ 3 წუთისთვის ესაიასი 5 თვე ხარივით მუშაობდა.

Video

ჰარვი ესაიასი მილანში

ჰარვი ბურთს სულ რამდენჯერმე შეეხო, მაგრამ თითოეულ შეხებას მილანელი ტიფოზების აპლოდისმენტების ხმა ახლდა თან. როცა ესაიასი ფლანგზე გაიქცა და იონ დალ ტომასონს მაგარი პასი გაუკეთა, ტრიბუნების ლამის აფეთქდნენ. ასე მიაღწია ჰარვიმ საკუთარ მიზანს:

"საკუთარი თავით ვამაყობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უმნიშვნელოვანესი მისია შევასრულე და დავამტკიცე, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია".

"მილანმა" ჰარვის ბოლო საჩუქარი სეზონის ბოლოს გაუკეთა და სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წაიყვანა. მისდა სამწუხაროდ, იტალიელებმა ის დიდებული ფინალი წააგეს და ესაიასი ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

ზაფხულში ესაიასმა "მილანი" დატოვა, იტალიის დაბალ დივიზიონებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და კარიერა მეორედ და საბოლოოდ დაასრულა. "მილანის" ისტორიისთვის ის მოლეკულაა, მაგრამ მისთვის "მილანი" წელიწად-ნახევარი ცხოვრების აზრი იყო. მას ნაკვალევი არ დაუტოვებია, მაგრამ მისი ისტორია სულ დარჩება. თუმცა ეს ისტორია არა მასზე, უფრო მეტად მეგობრობაზეა, რომელიც ბავშვობიდან იწყება და არასდროს მთავრდება.

"დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ვარიანტს ჰარვისთვის, ბოლოს კი "მილანს" წარვუდგინე. ჩემი მხრივ, მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, მწვრთნელსა და გუნდს, რადგან მენდნენ, არადა, თავიდან მხოლოდ სიტყვები იყო. ჰარვის არავინ იცნობდა. ჩემთვის ეს ბრწყინვალე ემოციებია. ეს საოცარი ცხოვრებისეული და საფეხბურთო ისტორიაა, რომელიც ერთ რამეს გვასწავლის: ოცნება არასდროს უნდა შეწყვიტო", - შეაჯამა ყველაფერი კლარენს ზეედორფმა.

პ.ს. 1999 წელს ჰარვი ესაიასმა მადრიდის "რეალის" "კასტილიასთან" კონტრაქტი რომ გააფორმა, არც შემთხვევითობა და არც გამართლებაა. ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვნახავთ, რომ იმ წელს "რეალში" კლარენს ზეედორფი თამაშობდა.

უცნობი
ერთად ვთამაშობდით ბავშობიდან მე და ერთი ჩვენი ნაკრების წევრი. გაჭირვებული ოჯახიდან იყო და ყველანაირად ვეხმარებოდი. 24 საათი ერთად ვიყავით... შეყვარებულს რომ ხვდებოდა (ეხლა ცოლია და შვილებიც ყავთ) 5 10 ლარს ვაძლევდი ხოლმე რომ ნაყინზე მაინც დაეპატიჟებინა. მეტის საშუალება არც მე მქონდა. მე ტრამვა მივიღე იმან კი უცხოეთში გააგრძელა კარიერა სადაც მილიონზე მეტი აქვს წლიური შემოსავალი. დაიკარგა და დაივიწყა ჩვენი ძმაკაცობა და სიყვარული. ბებიაჩემი გვიკეთებდა ხოლმე ვაჯიშის მერე საუზმეს და დღემდე კითხულობს ხოლმე რატო აღარ მოდისო? აღარ ძმაკაცობთო? ))
ვანჩოპე
რამდენი მაცინე გიორგი. წაკითხვა დაგეზარა, მაგრამ კომენტირება არა
master
ეს სტატია უფრო ზეედორფზეა.მის მეგობრობაზე და ადამიანობაზე.ერთადერთი ფეხბურთელი,რომელმაც სამ გუნდთთან ერთად მოიგო ლიგა,ფეხბურთის გარდა ძმაკაცობაც კარგი სცოდნია.
კახა ქ.
მთელი კარიერის განმავლობაში,ამდენი წვალება და შრომის მერე,ერთი პასის გულისთვის.....მალადეც ძმაო
გიორგი
სავარაუდოდ საინტერესო სტატია იქნება, მაგრამ იმხელაა, რომ წაკითხვა მეზარება
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"დეპორტივო" კლარენს ზეედორფს დაემშვიდობა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს