რაგბიეროვნული ნაკრები
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
ხვიჩა ყაზაიშვილი
13:05/28-03-2021
+-
00:00 / 00:00

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
30
რაგბის ფანი
(1)
/
Dislike(0)
+60 წუთი 14-15-ზე თამაში და მაინც მოგება, მაგრად გაგვახარეს
3:16:10 AM 3/29/2021
გამოხმაურება(0)
რომა
(1)
/
Dislike(0)
ისე ამ მსოფლიო რაგბის ბოსების გადამკიდე ერთი იდეა მაქვს - 14 კაცით ვითამაშოთ ერთა თასზე, უფრო საინტერესო იქნება ხანდახან შეიძლება წავაგოთ კიდეც
12:08:16 AM 3/29/2021
გამოხმაურება(2)
გიორგი
Dislike(1)
/
Dislike(0)
იდეა კარგია მაგრამ რეალურად მოწინააღმდეგეების უპატივცემულობაა, ეხლა ფეხბურთში საქართველოს ნაკრებთან რომ გამოვიდეს რომელიმე გუნდი 10 კაცით, მაინც მოვუგებთო, ეგეთი თემაა
6:59:21 AM 3/30/2021
ბს
Dislike(1)
/
Dislike(0)
ისე არ არი ცუდი აზრი, პროტესტის ნიშნად სულ14 კაცით ვითამაშოთ ამ ტურნირზე, მხოლოდ ამ ტურნირზე, თამაშებიც უფრო საინტერესო და დაძაბული გახდება. მოგებაც უფრო გემრიელი. რაც მთავარია ვაჩვენოთ ვინცხა ვინცხეებს რომ ამ ტურნირს 14 კაცითაც ვიგებთ და უნამუსოები რომ არიან მსოფლიოს ყველა რაგბის ქომაგი დაინახავს. ოღონდ როგორ გავაკეთოთ ეს არ ვიცი რომ ახლა მაგის გამო არ დაგვსპჯონ.
9:56:13 AM 3/29/2021
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2