საქართველოსა და ესპანეთს შორის თამაშის დასრულების შემდეგ "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" აზრი დააფიქსირა:

"ისევ ნაკრებზე და სანიოლზე. რა გვაჩვენა ამ ორმა თამაშმა? რა არის ნაკრების მთავარი ნაკლი?

მიუხედავად იმისა, რომ სანიოლს და ნაკრებს ეს დღეებია ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არ მომწონს. უფრო პირიქით. ეს მათთვის, ვინც ვერ ხვდება კრიტიკის დანიშნულებას.

ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ და ეს ორი მატჩი შევაჯამოთ:

უდავოა, რომ სანიოლმა გუნდს ხელი დაატყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უდავოა, რომ ცდილობს გუნდს უფრო შემტევი ფეხბურთი ათამაშოს; უდავოა, რომ არც ექსპერიმენტებს ერიდება, ახალ ფეხბურთელებსაც მისცა შანსი და ა. შ. მოკლედ, გუნდი მეტად თამაშობს ფეხბურთს და არა ანტიფეხბურთს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ არა საკმარისი.

ვიცი, მეტყვით, რას ითხოვ ორი დღის დანიშნული მწვრთნელისგან, რომ შვედეთისთვის და ესპანეთისთვის მოეგოო? არა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მინიმუმ ფრე ორივესთან შეგვეძლო და ეს რომ არ მოხდა, ამის მიზეზები უნდა ვეძებოთ, თორემ მიდგომით: კი წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა ყველაფერი დადეს და ა.შ. შორს ვერ წავალთ. ასეთი მიდგომით, გამოდის, რომ ნაკრებს ზღვარს ვუდებთ, ვფიქრობთ, რომ ესაა მათი მაქსიმუმი და ამაზე მეტი არც უნდა მოვთხოვოთ.

ესპანეთი ყოველთვის ესპანეთი იქნება და შვედეთი - შვედეთი. მსოფლიოში კიდევ ათეულობით ნაკრებია, რომელთა ფეხბურთლები ჩვენს ფეხბურთლებზე უკეთეს ლიგებში თამაშობენ და თუ ეს არის თავის გასამართლებელი, რაღას ვთამაშობთ ფეხბურთს? წინასწარ გამოვაცხადოთ წაგება ასეთ გუნდებთან.

სწორედ იმიტომ, რომ ასეთ გუნდებთან წინასწარ წაგება არ გამოვაცხადოთ, საჭიროა წინსვლა. წინსვლისთის კი კრიტიკაა აუცილებელი. სანიოლი და ნაკრებიც შევაქოთ, მაგრამ ნაკლზეც ვისაუბროთ, რომლის გამოსწორებაც შეიძლება და აუცილებელია.

საქართველოს ნაკრების მთავარი ნაკლი კი არის პრესინგის თამაშის არცოდნა. პრესინგის გარეშე კი თანამედროვე ფეხბურთი არ არსებობს. აი, რაზეა სამუშაო. თავის გასამართლებლად აქ არ გამოდგება არგუმენტი, რომ ქართველები თურმე სხვებზე მეტად იღლებიან. რას ნიშნავს იღლებიან? რატომ იღლებიან? ყველა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა? ასე ხომ არაა. უმეტესობა ხომ საკუთარ გუნდებში 90 წუთს თამაშობს და აქ რა ემართებათ? თუ იღლებიან, ეს ცუდი ფიზიკური ფორმის ბრალია კი არა, ძალების არასწორად განაწილების და პრესინგის სწორად თამაშის არცოდნის ბრალია.

საქართველოს ნაკრები მხოლოდ მაშინ თამაშობს კარგ ფეხბურთს, თუ მეტოქე აძლევს ამის საშულებას, ანუ როცა მეტოქეც არ მიმართავს პრესინგს. როცა ზლატანმა თქვა, ქართველებს ზედმეტი პატივი ვეცითო, სწორედ ამას გულისხმობდა, ანუ მეორე ტაიმში დაგვეზარა ზეწოლა და ქართველებმაც გაიგულავესო. როგორც კი მეტოქე ტემპს უმატებს და გვავიწროებს, ეგრევე საკუთარ საჯარიმოს ვეჯაჭვებით და გარეთ ცხვირს ვერ ვყოფთ. არადა, პრესინგის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი ისევ პრესინგია. სხვა გზა აქ არ არსებობს. ყველა ხაზი ზემოთ უნდა ამოსწიო და შენი კარის დაცვა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაიწყო.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? როგორც კი ბურთს ვკარგავთ, საკუთარ ნახევარზე ვიხევთ და დაცვაში ვჯდებით. ასე ფეხბურთს 80-იანი წლების მერე არავინ თამაშობს. სანიოლმა ამას უნდა უწამლოს. ხაზსს ვუსვამ, რომ არავინ ითხოვს 90 წუთის განმავლობაში პრესინგის თამაშს. 90 წუთი პრესინგს არცერთი გუნდი არ თამაშობს, მაგრამ ჩვენ ვართ ალბათ ერთადერთი გუნდი, რომელიც პრესინგს მთელი თამაშის განმავლობაში 20 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავთ. ესეც საუკეთესო შემთხვევაში. ძალების სწორად განაწილება იმას ნიშნავს, რომ ორივე ტაიმში მინიმუმ 20-25 წუთი მაინც უნდა შეძლო პრესინგი. ანუ 25 წუთი ერთ ტაიმში, 25 წუთი მეორეში. ეს მინიმუმია.

ჩვენ კი მაქსიმუმ ერთ ტაიმში ვქაჩავთ 20 წუთს და მეორე ტაიმში უბრალოდ დაცვაში ვდგავართ (ან პირველ ტაიმში ვდგავართ და გოლს რომ გაგვიტანენ, მერე ვფხიზლდებით). ან ვინ თქვა, რომ სულ დაცვაში დგომა ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ვიდრე ხაზების ზემოთ ამოწევა და ასე თამაში? სულ დაცვა დამღლელი არააა? თან მთელი 45 წუთი მეტოქე თავზე რომ გაზის, ძალიან მაგრად უნდა გაგიმართლოს, რომ გოლი არ გაუშვა. ლატარიას თამაშობ ფაქტობრივად და არა ფეხბურთს.

მოკლედ, თუ არ გვინდა, რომ სულ ვიძახოთ, "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" და ამით ვიყოთ კმაყოფილები, პრესინგს უნდა მივხედოთ. სანიოლის მთავარი ამოცანა ეს უნდა იყოს. ნაკრებში მის მუშაობას ძირითადად ამ კრიტერიუმით შევაფასებ: გვასწავლის თუ არა სწორად პრესინგის თამაშს" - წერს მერაბ მეტრეველი.

ზურაბი
კიდევ ერთიც, მერაბ! იქნებ მიაწვდინოთ ხმა! კალაძის დროინდელ ნაკრებიდან დღემდე გუნდმა ვერ ისწავლა აუტიდან ბურთის მოწოდება!!!! ნახეთ, იანგარიშეთ, მოწოდებული ბურთების 70 %-ზე მეტი იკარგება. ვერ მივაწვდინე ხმა, რომ აუტიდან შეტევა არ იწყება. აუტი ნიშნავს უბრალოდ, რომ ბურთი მომწოდებელ გუნდს უნდა დარჩეს თითქმის ყოველთვის ან ყოველთვის. ნახეთ, ნახეთ, თუ არ გჯერათ.
Levani
სკამზე არ გვყავდა ბიჭები ვინც ხვიჩას და კიტეს სათანადოდ შეცვლიდა.ან რა გარანტიაა რო როდესმე გვეყოლება ოპტიმალური შემადგენლობა.ამიტომ 2-3 მცველი კიდე გვინდა 2-3კაი ნახევარმცველი და 1-2 თავდამსხმელი
tngh
ღრმად პატივცემულო ბ-ნო მერაბ!!! თუ ესე კარგად გესმის და გიყვარს ფეხბურთი, იქნებ ერთხელ მაინც იკადრო საქართველოს პირველობის თამაშებზე სტადიონზე მოსვლა???
Irakli Apkhaidze
კიდე ერთი ყველაფრისმცოდნე ... სად დაინახა 20 წუთის მერე საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვული ნაკრები?.. 90-ე წუთზეც შესატევად ვიწევდით, ცოტა რო ეკოტრიალა ლორიას ბურთების აღების დროს, იქნებ ესპანელებს არც დრო ჰქონოდათ ბოლოს შესატევად... და გოლზეც კიდე ისე იყო გამოსული წინ რო გეგონებოდათ ეს ესაა დაბრუნდა მეტოქის ნახევრიდანო...
david
კიტეიშვილის და კვარაცხელიას განიცვლამ წაგვაგებინა : მეორე გოლსაც შევუგდებდით ბოლოწუთებზე"ვილი ტრენერი არაა!
რა მაფიაა?
ამ მეტრეველის წინა სტატია დიდად არ მომეწონა, მარა ეხლა ვეთანხმები სრულად... დაცვაში 20 კაცით დგომა არაა გამოსავალი... დავამატებ, იმ 20 წუთსაც როცა პრესინგს ვთამაშობთ ვითომ, რეალურად ძაან შემაწუხებელიც არაა, თითქოს ტყუილად იღლებიან აქეთ იქით სირბილით და რეალურად უშედეგოდ... ასე ვთქვათ დარბიან რო არ ვთქვათ რომ არ ირბინესო, ბურთი საითაცაა გავიქცევით, გამოვიქცევით, ვიღლებით და ყველა ნორმალური გუნდი უმარტივესად იძვრენს თავს ამ "პრესინგისგან". პრესინგი გულისხმობს რომ სივრცეებიც შევზღუდოთ, ბურთიან კაცთან სამი კაცი მირბის და ეს კიდე პასს უმარტივესად აძლევს სულ მცირე ორ თავისუფალ პარტნიორს... რა აზრი აქვს? კონტრშეტევაც ადვილად იწყება, სივრცეებიც მეტი აქვთ და ამას რო იაზრებენ, მერე ჯდებიან დაცვაში რო კონტრშეტევა მაინც არ მიიღონ, ან 2 კაცი გარბის წინ და დანარჩენი 9 "აზღვევს"... ამას სანამ არ ვუშველით ნორმალურ გუნდებთან გამართლების იმედად უნდა ვიყოთ სულ...
123 321
მინდა გამოვეხმაურო ამ "ცნობილ" ჟურნალისტს კითხვაზე თუ რატოა ეს კანკავა ნაკრებში შეუცვლელი. ყოველთვის ყველა სიტუაციაში, ბევრისგან განსხვავებით, თავდადებით და ბოლომდე იბრძვის ყველა ბურთზე. ჩემგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ამიტომ. სამაგალითოა როგორც მოთამაშე, ასევე როგორც კაპიტანი და კაცი.
kargi ra
vax ra yvela profesori rogoraa... arada azrze araa tipi fexburtis... ra presingi mogindat 90 wuti italia safrangeti da germania ver itamashebs. tu logikurad shevxedavt orive tamasshi unda gavnadgurebuliyavit fexburtelebs tu shevadarebt... top ligebshi ramdeni yavt shvedebs gamaxsenet. aghar vlaparakob espanetze. gundma itamasha idealurad espanelebs rom gauvardat es xom faqtia. fizika ar gvyofnis. me is mikvirs sanioli saertod ratom atamashebs qvilitaias egeti ra patroni yavs. dasvenebuls unda daebdghvna iqauroba es ki daseirnobda.
darvini
ეს მეტრეველი არაა? აჰა!!! პოლიტიკა გადაღეჭა, ახლა ფეხბურთის ანალიტიკოსი გახდა... სლავასი ვინა ხარ ბიჯო?!აი!აი!აი!
ჯონი
პრესინგის თამაშს ცოდნა უნდა სამწუხაროდ მარტო კანკავა გყვას ნაკრებში ვისაც კარგად შეუძლია მაღალი პრესინგის თამაში აქვს დიდი გამოცდილება და ფიზიკურადაც კარგ ფორმაშია რა აზრი აქვს პრესინგის თამაშს თუ ისე დაპრესინგებ რომ თამაშის დაწყებიდან 5 წუთში ვიღაც წითელ ბარათს მიღებს და გუნდს დააღალატებს. ანდაც როგორ უნდა ითამაშოს პრესინგი იმ ფეხბურთელმა რომელიც თავის კლუბში 20 30 წუთს თამაშობს მარტო და არაა ფორმაში. ვინც გყვავს ჩამშლელები ყველა დაბალი კლასის გუნდში თამაშობს და იქაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა კვეკვესკირს მაგალითად მთელი სეზონია არ უთმაშია.
დ
ყველა გუნდი ისე თამაშობს, რის საშუალებასაც მეტოქე აძლევს, რაც არ გესმის, იმაზე წერას შეეშვი, ზლატანმა კი არ გვცა პატივი, ჩვენ ვითამაშეთ კარგად, შენი ლოგიკით გამოდის, რომ საქართველო თუ კარგად თამაშობს, მეტოქე აძლევს ამის საშუალებას, თუ მეტოქე კარგად თამაშობს, ჩვენზე ძლიერია და იმიტომ, ასე არაა ძმა, ყველა გუნდი ისე თამაშობს, რის საშუალებასაც მეტოქე აძლევს. ჩვენ ვაძლევთ მეტოქეს კარგად თამაშის უფლებას, როცა ვიღლებით, აბა რატომაა, რომ პირველ ტაიმში დაფრინავენ ბიჭები და ვერც გაარჩევ, ესპანეთს ეთამაშება თუ მალტას, კვარას მაგალითზე ვამბობ, ვიღლებით სამწუხაროდ, ყველა დიდი ფეხბურთელი, ყ ვ ე ლ ა არის საუკეთესო ფიზმომზადების, დამისახელეთ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი უმაღლესი ფიზიკის გარეშე. ასეთი არ არსებობს დღეს ბუნებაში.
jango
ვერც საბერძნეთს მოვუგებთ ამ 2 გადამღლელი მატჩის მერე და გვექნება საამაყოდ წაგებული სამი მატჩი, აი ესაა ცუდი და ის რეალობა რაც წინ გველის.
ამო
ვარძიელი არც ვთქვათ?
ზაზა
ნაწილობრივ ვეთახმები პრესინგის თამაში აუცილებელია,მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს დაბალი კლასის კლუბებში სადაც არ იმართება მაღალი დონის შეხვედრები სადაც ბევრს არ აქვს ხშირი სათამაშო პრაქტიკა და აქედან გამომდინარე რთულია დაბალი დონის კლუბებში მოთამაშე უპრაქტიკო ფეხბურთელებს მოთხოვო დაპრესინგონ ხშირად გუნდი ელემენტარულად არ შეუძლიათ და პლიუს კიდევ ერთი დამკვიდრებული უბედურება რაც გვჭირს უკვე წლებია ყველა სანაკრებო თამაშის წინ მინიმუმ 3-4 ძირითადის ფეხბურთელი გვაკლდება სხვადასხვა მიზეზებით.
giorgi
სწორი ანალიზია! გადაახვიეთ და ნახავთ, არა მარტო ესპანეთთან. მაგალითად, ერთი რომ ადის პრესინგზე (ხშირად ეს კანკავაა) სხვები ან საერთოდ არ ამოდიან, ანდა ძალიან ზანტად, ეფექტი და სიმწვავე ეკარგება (ქვილითაის ცხვირ წინ ესპანელი მცველები გუშინ დასეირნობდენ; ერთხელ მაინც წასულიყო ართმევაზე, მოულოდნოლობის ეფექტი მაინც შეიქმნებოდა, ან აფიქრებინებდათ იმათაც, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აგრესიულად ეთამაშა. მაგრამ არა). თუ გეშინია, ისე არაფერი გამოვა, ვინც არ უნდა იყოს. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ გუშინ რაგბისტები 14 რომ დარჩნენ, შეუტიეს, იმიტომ რომ 60 წუთს დაცვაში ვერ ითამაშებდენ. მარტივი ჭეშმარიტებაა, საუკეთესო დაცვა თავდასხმაა.
dsag
განსაკუთრებით სუსტი გუნდებისთვის მასტერკლასებია, როგორ უნდა გაართვა თავი დაცვას და პრესინგს და ასე შემდეგ.
Vasili
ეეეეეეჰჰ, წადი რა ისევ ხელმოცარულ , არაფრისმაქნის და არშემდგარ პოლიტიკოსებს ჩაუჯექი!!!! ეს შენი ჟჟჟუურალისტული მიდგომაღა გვაკლდა ქართულ ფეხბურთში. ვითომ იმიტო აკრიტიკებ რომ კარგი გინდა ქართული ფეხბურთისთვის, ეგ შენი კრიტიკა არის არაჯანსაღი და უსაფუძვლო და უადგილო!!! 90 წთ პრესიგზე რო გაქ პრეტენზია , ხომ უნდა დაფიქრდე რა რესურსი გაქ?! ანუ შენ რო გაგიადვილდეს ისე აგიხსნი მაშინ , გადაცემას 5 თანამედროვე კამერით უფრო წაიყვან მაღალ ხარისხში თუ ერთი სამოყვარულო კამერით ?? სპორტალი რატო აზიარებ ამ კაცის პოსტებს აქ? თავის გვერძე რაც უნდა ის წეროს და აქ რო გვიზიარებ რა პონტია? ან რომელ წლებში თამაშობდა ეგ კაცი? ან რა შეხება, დამაახურება აქ ქართულ სპორტთან რო ამის აზრი ასეთი გამოსაჭაჭანებელია ასე საჯაროდ ?
dsag
ხო ეგ ფეხბურთის არცოდნის ბრალია, ბაიერნი და გერმანიის ნაკრებიც კი ბარსელონას მოდელზე გადავიდა და თქვენ ყრუ იტალიას მიშტერებიხართ. მასტერკლასები იყო სულ ბარსელონას ტამაშები და უყურეთ.
luka
ჯერ კიდევ ადრეა ფეხბურთის თამაში იცოდნენ.მარტო კვარაცხელია რას შველი თუ კარგი პასი არ მიეცი .როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი უნიჭო ნაკრები.ტეხავს უბრალოდ.
jaba
პრინციპში მართალს იძახის, ფეხბურთში ერთგვარი აქსიომაა, რომ იგებს ის, ვინც უტევს. მატჩს რაც შეეხება, თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე იმ ფეხბურთელის გაყვანა, რომლის გაჩერებასაც მეტოქე გუნდის დაცვა ყვითელი ბარათების აკიდების გარეშე ვერ ახერხებდა, ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მგონია. ვფიქრობ, კვარაცხელია კიდევ უფრო მეტად უნდა დაეტვირთა, რომ ესპანეთის დაცვაში დაძავბულობა ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენს ნახევარზე იმხელა ძალებით არ და ვერ გადმოვიდოდნენ...
nodiko
კი,მართალია.თითქოს ყველას ტოლ-სწორად ვეთამაშებით,მაგრამ შედეგი არ გვაქვს.მაკედონიაც მაღალი პრესინგით გვეთამაშა და ვფიქრობ ეს გახდა ჩვენი წაგების მიზეზი.ვისწავლით და შევძლებთ მაღალი პრესინგით თამაშს, შედეგი აუცილებლად გვექნება....
ვარძიელი
თუ ამდენი იცი, წადი და მწვრთნელად იმუშავე. მაგარი ნიჭიერი ხალხი არიან ჟურრრრრნალისტები, ყველაფერზე ბაზრობენ და პასუხს არ აგებენ
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
ლორია: ყოველთვის ჩემი ნაკრების გვერდით ვიქნები. მადლობა, საქართველოს!
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს
U21 | რუმინეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ფორაუში
ინძაგი "ინტერიდან" "ალ ჰილალში" წავიდა
ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა - გუნდს თავდამსხმელი დაემატა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
პსჟ უკრაინელს ყიდულობს, რომელმაც ადრე რუსი საფონოვის გამო თქვა ტრანსფერზე უარი
მიბაძეთ პსჟ-ს - რაღა დროს დე ბრუინია
საბო: მხითარიანი ძლივს დადის - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია
ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება
დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რეკორდული გახდა
შენგელიას "ვირტუსი" უშანსოდ დამარცდა | "მილანომ" ნახევარფინალური სერია გაათანაბრა
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა