"იუტა ჯაზის" კალათბურთელებმა იმ შიშზე ისაუბრეს, რომელიც მათ თვითმფრინავში ფრინველთა გუნდის შეჯახების შემდეგ გამოსცადეს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ჯაზმენების" თვითმფრინავს ჰაერში ფრინველთა გუნდი დაეჯახა, რამაც ძრავზე ცეცხლის გაჩენა გამოიწვია და საბოლოო ჯამში, ბოინგი საავარიო დაშვებით დაჯდა...

"დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ შესაძლო იყო, ახლა აქ აღარ ვყოფილიყავი... ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევა გახლდათ. მე ყველაზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ვხედავდი ჩემს თანაგუნდელებს, თუ როგორ წერდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს გამოსამშვიდობებელ ტექსტს... ხვდებით, რა სიტუაცია იყო? როდესაც ფრინველების გუნდს დავეჯახეთ, შოკში ჩავვარდი. ზოგიერთმა საერთოდ ცეცხლი დაინახა. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პილოტი ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა. ვერაფერს გვეუბნებოდა. ფაქტი ერთი იყო, თვითმფრინავის შიგნით ყველაფერი რიგზე არ იყო.

სიმართლე გითხრათ, ისეთი გრძნობა მქონდა, თვითმფრინავი შუაზე გადატყდებოდა. რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთვის დახმარებაც კი შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, გადავრჩით... გადავრჩით იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო" - განაცხადა "იუტას" ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ კონლიმ.

ამ საშინელ ფაქტზე "ჯაზის" საუკეთესო სათადარიგო მოთამაშემ, ჯორდან კლარკსონმაც ისაუბრა:

"ეს ერთგვარი გამოცდილება გახლდათ. მიხარია, რომ შემიძლია ამის მოყოლა... ინციდენტიდან დაახლოებით 30 წამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი ვფიქრობდით იმაზე, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ მე სიკვდილთან არ ვთამაშობ...

ეს რაღაცაა, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ, რამაც გაგვაძლიერა, რითაც ერთმანეთი გავამხნევეთ. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ გადავრჩით, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა".

დიდი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე, "იუტამ" მემფისში "გრიზლი" 111:107 დაამარცხა.

წყარო: theguardian

[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
მამუკელაშვილის 14 წუთი - "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" დამარცხდა [VIDEO]
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
ლიდერების დაპირისპირებაში საუკეთესოებმა იმარჯვეს [VIDEO]
"პორტლენდმა" ლიგის საუკეთესო გუნდი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]
ლებრონის ზედიზედ მე-4 მარცხი... "ლეიკერსი" "იუტასთან" განადგურდა [VIDEO]
აუტსაიდერმა ლიგის საუკეთესო გუნდი ზედიზედ მეორედ დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "სპურსმა" "ჯაზი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ნამდვილი კალათბურთი მოედანზე! დაძაბულობა, კამათი, აგრესია და რაც მთავარია, დიდებული დაცვა [VIDEO]
შეუჩერებელი დონჩიჩი, დაძაბულობა და შეწყვეტილი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია [VIDEO]
"ლეიკერსში" დონჩიჩის დებიუტი შედგა - "ანგელოზებმა" "იუტა" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარის ღირსეული საქციელი გამარჯვების შემდეგ
კარის ლიგის საუკეთესო გუნდიც ვერ აჩერებს! [VIDEO]