"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი გურამ კაშია გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ამ სამი თამაშის ჩატარების შემდეგ ამბიცია გაგვიჩნდა, რომ ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამი თამაში სახლში გვაქვს დარჩენილი, ალბათ, მაყურებელიც იქნება და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უპირატესობაა.

სახლში საბერძნეთს და შვედეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, მე-2 ადგილზე გასვლის ამბიცია გვაქვს.

ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მეტად ცენტრფორვარდის პოზიციაზე გვიჭირს. ხშირად ვთამაშობთ გრძელ პასებზე და ფორვარდებს 3 მცველთან უწევთ ჭიდილი.

ეგ პოზიცია ნაკრებში ძალიან რთული სათამაშოა. ვცდილობთ, რომ მათ თამაშის განმავლობაში 3-4 მომენტი შევუქმნათ.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პოზიციას, დაცვას... მე და ლაშა დვალი უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგი ბიჭია, შეცდომებს თითქმის არ უშვებს, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და გამოცდილება მიიღო.

ხოჭოლავა უნდა ვახსენოთ, რომელიც კოვიდის გამო დაგვაკლდა და მუდმივად ევროსარბიელზე ასპარეზობს.

საბა კვირკველია წლებია რუსეთშია და ყოველთვის მაღალ დონეზე ირჯება; ასევე, მამუკა კობახიძესაც და გია გრიგალავასაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში.

ფლანგის მცველებმა ძალიან დიდი ენერგია მოგვცეს და ბურთის ატანაში გვეხმარებოდნენ. გიორბელიძემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებდა. მასაც და ჩაბრაძესაც ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდათ.

ჩვენი ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ძალიან თავისუფალი და ღია ადამიანია. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და დაელაპარაკო.

ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად და ამ მოკლე დროშიც კი მოახერხა გადმოეცა ის ყოველივე, რაც მოედანზე უნდა გაგვეკეთებინა.

ზურა ხიზანიშვილი ძალიან ეხმარება. ეტყობოდა, რომ მისი დამსახურებით ყველა ფეხბურთელი შესწავლილი ჰყავდა და კარგი სელექცია იყო ჩატარებული.

სანიოლს ძალიან უყვარს დისციპლინა. ყველამ აუცილებლად უნდა შეასრულოს მისი დავალება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორი ამხანაგური მატჩის წინ მის ფილოსოფიას უფრო კარგად გავიგებთ და ერთმანეთს უფრო შევეწყობით.

ის, ვაისისგან განსხვავებით, თამამი ფეხბურთის თამაშს და შეტევას გვთხოვს. უნდა, რომ ბურთით ვითამაშოთ და უბურთოთ ძალიან აგრესიულები ვიყოთ. პლუს, ძალიან უყვარს, როდესაც გუნდში სწრაფი ფეხბურთელები არიან და რაც შეიძლება მეტი კონტრშეტევა უნდა გააკეთო.

მწვრთნელი უშუალოდ დააკვირდება ჩვენს ჩემპიონატს და საქართველოში იცხოვრებს, რაც ძალიან კარგია. ნათამაშები მაქვს ევროპაში და ვიტყვი, რომ ჩვენ მათთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე არ ვართ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ მომზადებაში უდიდესი სხვაობაა, მაგრამ საერთო ჯამში, დონეში დიდი სხვაობა არაა.

კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა და მაგარი ბიჭია. იწყება თამაში და 120კმ/სთ სიჩქარით დარბის. რომ გაიზრდება, ალბათ, ამას დააბალანსებს", - თქვა კაშიამ.

Hoda
რაიო? შვედეთს და საბერძნეთს სახლში უნდა მოვუგოთო? კოსოვოის რა უშვები? სამი თამაშიდან 1 ქულა გაქვთ. თუ მეშლება, გამისწორეთ. ამათ რა გონიათ, მთავარია სურვილი და ყველაფერი ახდება? პირველ ნომრად თამაში რომ გიჭირთ, მე უნდა შეგახსენო? კიდევ კარგი, ბოლო ბოლო მიხვდით რომ ცენტრი არ გყავთ და გრძელი პასებით თამაში ქვილითაიაზე, ტყუილად ბურთის დაკარგვაა. ის ბიჭი 120-ით რომ დარბის, მაგარია, მარა თუ ბურთი ვერ მიეცი და სივრცე არ შეუქმენი დაამტვრევენ.
გოგი
შენ დამიფარე ძლევად მეც დაძლევა მე სატანისა. ფარავდეს ხვიჩას ღმერთი-ტრავმებისგან, ინსტაგრამებიდან, ბაია პატარაიასგან... ირდენისანის დაბალანსებიდან
ლაშა
სანამ კანი და ახალგაზრდული ენერგია ერჩის ეგრე ირბინოს, ასაკში რომ შევა გადაანაწილებს რაციონალურად ენერგიას
კ ო მ ბ ლ ე
გამოდის, რომ ვაისი გეუბნებოდათ არ ირბინოთ, ნუ შეუტევთ, ოფლს ნუ გამოიდენთ, ყველანი დათვლითა მყავხართ ჩაბარებული და არ გაცივდეთო???
beqa
კიარ დააბალანსებს პირიქით უნდა მოუმატოს !!
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
"ᓥᓐᓠᓗუᓚᓘ ᓤეᓮᓑუᓠᓗიᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓐᓓᓔᓜᓘᓚᓘ ᓓᓐᓜᓐᓨᓐუᓚᓘ ᓐᓠᓐᓕᓘᓡ ᓨეᓠᓩეᓑᓐ!"
"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
სანიოლის კაპიტულაცია
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნება, თუ ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ