ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მთავარი მოგების ზრდაა, ფეხბურთი არ გვადარდებს - Sky Sports-ი სუპერლიგის კლუბის ბორდის წევრის ნათქვამს ასაჯაროებს [VIDEO]

მთავარი მოგების ზრდაა, ფეხბურთი არ გვადარდებს - Sky Sports-ი სუპერლიგის კლუბის ბორდის წევრის ნათქვამს ასაჯაროებს [VIDEO]

Sky Sports-ის რეპორტიორმა კევინ სოლექოლმა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მას ევროპის სუპერლიგაში გაწევრიანული ინგლისის იმ ექვსი კლუბიდან ერთ-ერთის მმართველი საბჭოს წევრმა კონფიდენციალურად მიაწოდა.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ 6 კლუბის მმათველ საბჭოებში არიან ადამიანები, რომლებიც სუპერლიგაში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამის შესაჩერებლად მათ საკმარისი ძალაუფლება არ აქვთ. როგორც გავიგეთ, მმართველ ორგანოებში აზრი ორად არის გაყოფილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კლუბების ყველა მმართველი გაწევრიანებაზე თანახმაა.

ასევე, მფლობელები ელოდნენ იმ მკვეთრ რეაქციას, რაც სუპერლიგის შექმნის გამოცხადებას მოჰყვა. იცოდნენ, რომ მათ გეგმებს ძალიან ბევრი ადამიანი შეეწინააღმდეგებოდა, თუმცა ეს არ ადარდებთ, ამ რეაქციას შავ პიარად თვლიან.

ისინი არც იმას მალავენ, რომ მთავარი მიზანი შემოსავლებისა და მოგების გაზრდაა, ხოლო ის, რაც ფეხბურთისთვის არის კარგი, მათთვის მეორეხარისხოვანია. ამას ამბობს ამ 6 კლუბიდან ერთ-ერთის ბორდის წევრი.

მათ სურთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თამაში იყოს და ბედნიერები იქნებიან, თუ უეფა და ფიფა ფეხბურთელებს სხვადასხვა შეჯიბრებაზე არ დაუშვებენ. ამ ადამიანებს არ უნდათ, რომ მოთამაშეები სხვადასხვა ნაკრებს დაუთმონ, სურთ რაც შეიძლება ნაკლები მატჩი ჩაატარონ ფეხბურთელებმა, რადგან თვლიან, რომ თავად კლუბები მოთამაშეების გაშვებით შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ, თან ტრავმის საფრთხეც არსებობს.

ამასთანავე, თუ პრემიერლიგაში დარჩენის უფლებას მიიღებენ, კლუბები მაინც სუპერლიგაზე იქნებიან ორიენტირებულნი და შაბათ-კვირას ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე სუსტ შემადგენლობას გამოიყვანენ.

ასევე, კომპანიები აშშ-ისა და საუდის არაბეთიდან მზად არიან სატელევიზიო უფლებების სანაცვლოდ დიდი თანხები გადაიხადონ. ამ ადამიანის შეფასებით, ფეხბურთში არა სამოქალაქო, არამედ ატომური ომი გაჩაღდება.

ხოლო პრემიერლიგის ის 14 კლუბი, რომლებიც სუპერლიგის მიღმა არიან, დაუყოვნებელ სანქციებს ითხოვენ. მათი სურვილია ეს 6 კლუბი დაუყოვნებლივ მოიკვეთოს პრემიერლიგიდან, ამ სეზონშივე.

ხოლო 6-დან ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუპერლიგის სანაცვლოდ პრემიერლიგის დღესვე დატოვებაზეც არის თანახმა.

კონფიდენტის თქმით, ეს პროცესი ედ ვუდვორდმა და გლეიზერების ოჯახმა წამოიწყო, ამერიკული ბანკი JP Morgan-ის მხარდაჭერით. აღნიშნული ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ისიც კი თქვა, ვერ გაეგოთ, გავარდნა-დაწინაურების სისტემა საერთოდ რატომ გვაქვს.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" კი აპირებენ სუპერლიგაში თამაშს, თუმცა პრემიერლიგის მიტოვება არ სურთ, რადგან სახსრები არ ეყოფათ.

ეს ყველა ინფორმაცია ზუსტად კლუბის შიგნიდან მოდის, მმართველი საბჭოს წევრისგან, რომელიც ყველა პროცესშია ჩართული."

• გია

ეს რაღაც მასონურ შეთქმულებას ჰგავს,ყველაფერი ტრადიციულის განადგურების იდეით.იმიტომაც არ უშვებენ ხალხს სტადიონებზე ინგლისში,სადაც 60% აიცრა.დარწმუნებული ვარ ეგ სუპერლიგაც 3-4 წელიწადში მოსაწყენი გახდება.ეს დიდი გუნდები ასე ხშირად რომ შეხვდებიან,ის მუღამი აღარ ექნება.არ გამოვა ნბა და ნჰლ ის ნაირი სისტემა რისი დანერგვაც უნდათ ამ ამერიკელებს.პირველ რიგში ფეხბურთი და გულშემატკივრები დავზარალდებით და ეგენი კიდევ უფრო გამდიდრდებიან. ფიფა და უეფა მაგრად უნდა დადგნენ თორემ უფუნქციოთ მოუწევთ დარჩენა.ეგენი მერე თავის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოისურვებენ.

• სიმართლე

სულ სამი კომენტარია ქვემოთ და სამივე ეწინააღმდეგება სუპერლიგის იდეას, ბევრი რაღაც მეც არ მომწონს და ბოლომდეც ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ რეალი-ჩელსის ნახევარფინალის წინ ხეტაფე,კადისი და ბრაიტონი,ვესტჰემი რომ გჩეხავს, ძალას გაცლის და ნახევარ გუნდს გტოვებს, ამას დასვენებული, ფორმაში მყოფი ვარსკვლავების ყურება ნაღდად მირჩევნია. ჩვენ თუ ჩვენსას ვდარდობთ თავის მოტყუება გადაგვიწყვეტია და ეგაა, ვინც რჩება უსუპერლიგოდ ისინიც ძალიან, ძალიან წინ რომ არიან, ეგ ვიცით ხო?

• მამუკა

ძალიან მარტივია ამ იდეის მოკვლა, ფეხბურთის გულშემატკივარმა ყველა ქვეყანაში უნდა განაცხადოს უარი მატჩებზე დასწრების და ტელევიზორში ყურების, ხო და ერთ თვეში თვითონთ გააუქმებენ ამ სუპერლიგას

• Gio

მინდა ფეხბურთი სახალხო სპორტად დარჩეს და არა ნბა-ს მახინჯ ვარიანტად. კი ბატონო უყურეთ ბარსა -რეალ - მანჩესტერ - იუვენტუსს და ერთიდაიგივე ყოველ წელს თუ არ ამოგივათ ყელში... შეიძლება თქვენ გინდათ ასეთი ფეხბურთი, მაგრამ რამდენ მაყურებელს დაკარგავს, მერე ნახეთ თქვენ და შემოსავლებსაც სხვათაშორის... ისედაც ბევრი დაკარგა უკვე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ფეხბურთი მრავალფეროვნებისთვის გვიყვარს; ამითაა ლამაზი, როცა ხანდახან პატარა გუნდი ამარცხებს დიდს... მეორეს მხრივ კი, უსამართლობაა, როგორ აიაქსი, ბენფიკა და პორტუ პატარა გუნდებია და ტოტენჰემი, თუნდაც ჩელსი - დიდი?

• ვახო...

სუპერლიგა?! ფეხბურთი მოკვდება!

კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა

“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა

კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა

რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს

კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა

ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ

სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს