ფორმულა 1-ის გუნდ "მერსედესის" დირექტორი ტოტო ვულფი ლუის ჰამილტონის და "მერსედესის" კონტრაქტზე საუბრობს, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის იქნება გაფორმებული. მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენ პილოტს თავის გუნდთან ხელი ჰქონდა კონტრაქტისთვის მოწერილი, ლუის ჰამილტონი "მერსედესთან" გარიგებას 2 თვის დაგვიანებით დათანხმდა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჰამილტონი, რომელიც თვეზე მეტი რეალურად არ იყო "მერსედესის" გუნდის წევრი, ამბობს, რომ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება თავისი გადაწყვეტილება იყო და არა გუნდის. მას შემდეგ, რაც ფორმულა-1-ის მმართველმა ორგანომ, FIA-მ, მანქანასთან დაკავშირებული რეგულაციები შეცვალა, შემცირდა "მერსედესის" დომინირება და გაიზარდა კონკურენცია პირველობისთვის ბრძოლაში. ტიტულოვანი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება "მერსედესის" გუნდში ერთგვარ წნეხად მიიჩნევა, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ თავიანთი სუპერვარსკვლავის შენარჩუნებას.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ლუისი ჩვენთან ერთად იქნება შემდეგ სეზონში; გზა, რომელიც ერთად განვვლეთ, წარმატებით აღსავსე იყო. ის ყოველთვის "მერსედესის" პილოტი - "მერსედესის" ბიჭუნა იყო იმ დღეებიდან, როდესაც ის კარტინგებით რბოლობდა. მას ერთხელაც არ უბრძოლია ფორმულა 1-ში "მერსედესის" ძრავის გარეშე. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, თუ მისი ისტორია ჩვენთან ერთად გაგრძელდება..." - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა ტოტო ვულფმა.

მიუხედავად ყველაფრისა, წლევანდელი სეზონი ლუის ჰამილტონისთვის წარმატებით დაიწყო და ორი რბოლის შემდეგ ჩემპიონატში პირველ ადგილსაც ინარჩუნებს. დარჩება თუ არა ლუისი "მერსედესში", ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ამაღელვებელი და ინტრიგებით აღსავსე სეზონი გველოდება.

ავტორი: ლუკა ბაბილოძე

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]