29 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგება მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები, რომელთაგან ერთ-ერთს თბილისი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეყანაში – გერმანიაში (კიოლნი), საქართველოში (თბილისი), ჩეხეთსა (პრაღა) და იტალიაში (მილანი) ჩატარდება, ხოლო საპლეიოფო ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

კოვიდ-რეგულაციების გამო კენჭისყრას შეზღუდული რაოდენობის მონაწილე და დამსწრე ეყოლება. ღონისძიება ბერლინის Verti Music Hall-ში ჩატარდება და მას გერმანიის, საქართველოს, იტალიისა და ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების მცირე რაოდენობა დაესწრება. კენჭისყრაზე დასასწრებად ბერლინში გაემგზავრნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ამავდროულად, ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.

ევრობასკეტის მონაწილე 24 ქვეყანა, ფიბას ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად, კენჭისყრისთვის 6 კალათაში თვის დასაწყისში განითესა. ევრობასკეტის თითოეულ მასპინძელს აქვს შესაძლებლობა, პარტნიორი ქვეყანა (ფედერაცია) აირჩიოს, რომლის ნაკრებიც ამ ქვეყანაში ჩატარებულ ჯგუფში იასპარეზებს. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე, მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა. ჯგუფური ეტაპის ოთხივე მასპინძელმა ქვეყანამ უკვე გააკეთა არჩევანი: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი, იტალიამ – ესტონეთი და საქართველომ – ჩეხეთი. შესაბამისად, თითოეული ჯგუფის 2-2 მონაწილე ცნობილია: ჯგუფის მასპინძელი და მის მიერ არჩეული ქვეყანა. ჯგუფების დანარჩენ წევრებს ბერლინში დაგეგმილი კენჭისყრა გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა ბერლინის Verti Music Hall-ში 29 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და მისი ლაივ-ტრანსლაციის ხილვა ფიბას YouTube არხსა და ევრობასკეტის Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი.

GBF.GE

დათო
გერმანია ავირჩიეთ თქვე უპატრონოებო, რაის ჩეხეთი
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
Give me Sport: "არსენალი" არტეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?
[VIDEO] ეკიტიკეს დუბლი, ვირტცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ნიუკასლს" მოუგო
დავითაშვილი დაბრუნდა, "სენტ-ეტიენი" ისევ დამარცხდა, მწვრთნელი მიდის
[VIDEO] გოჩოლეიშვილის "ჰამბურგმა" "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა - "რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეორე მატჩს ვერ იგებს!
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
საშველად მესამე გიორგის უხმეს - ქვილითაია კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
[VIDEO] ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან" წაგებას გადაურჩა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა