რუსეთის ჩემპიონატზე მოსკოვის „დინამოსთან“ მოგებული მატჩი (2:0) ყაზანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა რენატ კამალეტდინოვმა БИЗНЕС Online-თან მიმოიხილა და ისევ ისაუბრა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის აუცილებლობაზე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

კვარაცხელია უნდა გაიყიდოს, ვიდრე მოთხოვნაა

"რა თქმა უნდა, „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებულია და ეს იგრძნობა. ის ხომ მხოლოდ ყაზანური კლუბის ლიდერი კი არა, არამედ საერთოდ მრავალი კრიტერიუმით მთელ ჩემპიონატში გამოირჩევა. ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთს სილამაზეს სძენს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ დაცვაში ისევ ვერ არის ეფექტური, როგორც სასურველია. მეორე ტაიმში უკლებს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მცირდება. დარწმუნებული ვარ, ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად მომძლავრდება და მატჩის დასასრულს მეტი ძალა დარჩება. ისიც სათქმელია, რომ მისდამი მეტოქეთა ყურადღება გაიზარდა. ახლა ზედმიწევნით ყურადღებას აქცევენ, რის გამოც თამაში უფრო უჭირს: ერთი მცველი ბურთის ართმევას ცდილობს, ხოლო მეორე მუდმივად აზღვევს. ასეთ სიტუაციაში თავის წარმოჩენა უფრო რთულია, მაგრამ ორი მეურვის მოტყუებას მაინც ახერხებს.

კვარაცხელიასთან ერთად „რუბინს“ გასულ შეხვედრებში, რა თქმა უნდა, გაცილებით გაუადვილდებოდა, მაგრამ რას იზამ. მე ვფიქრობ, ვიდრე ასეთი შესაძლებლობაა, მისი გაყიდვაა საჭირო. რა თქმა უნდა, თუ საუბარი კარგ ფულზეა. ხვიჩას გასხვისება აუცილებელია, ვინაიდან ადრე თუ გვიან ნებისმიერ შემთხვევაში წავა და სანამ მოთხოვნაა, კლუბმა ამით უნდა ისარგებლოს. მან „რუბინში“ კარგად იმუშავა და სლუცკის მადლიერი უნდა იყოს, თვისობრივად ახალ დონეზე რომ გაიყვანა. „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ რომან შარონოვთან ის ასე საჭირო არ გახლდათ, სლუცკის ხელში კი დიდი ნდობა დაიმსახურა.

დაე, ხვიჩა სათამაშოდ სხვა ჩემპიონატში წავიდეს, მაგრამ ყაზანელებისთვის აუცილებელი იქნება შემადგენლობის გაძლიერება. საუბარი ერთი ფეხბურთელის მეორით შეცვლაზე კი არა, არამედ მოთამაშეთა მთელ ჯგუფზეა. როდესაც არც მაკაროვი იყო და არც კვარაცხელია, „რუბინის“ თამაში საერთოდ მოიშალა. ასეთ სიტუაციაში ყაზანელები ევროტურნირებზე რომ მოხვედრილიყვნენ, გუნდს უბრალოდ გაბრდღვნიდნენ. ე.ი. გაძლიერება მართებთ. თუ „რუბინი“ კონფერენცლიგაში იქნება ან მით უმეტეს, რანგით უფრო მაღალ ტურნირზე, სხვადასხვა პოზიციაზე ერთბაშად 4-5 ფეხბურთელი გახდება მოსაძებნი. გუნდში ახლა მოკლე სათადარიგოთა სკამია".

ზურა222
არზუმი კი არა სერდარ აზმუნი თვითონ გაიქცა რუბინიდან ზენიტში (როსტოვის გავლით) იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაში უნდოდა თამაში
ზურა222
ეს იდიოტია ვიღაცაა ? რა უკლებს მეორე ტაიმში და რა იღლება ? სლუცკი ამბობს ხვიჩას იმხელა ენერგია აქვს მინიმუმ 3 პაიმის თამაში შეუძლიაო ! და კიდევ რო ამბობსდ დაცვაში არაა ეფექტურიო მოლო 5 თამაშის სტატისტიკით ცვიჩა გუნდში მესამეა ბურთის ართმებევის და ჩაჭრების მხრივ !
ზაზა
რუსების ნდობა რომ არ შეიძლება ეს ფაქტია მე მახსენდება არზუმი რუბინის ყოფილი ფეხბურთელი რომელიც მართლაც ძაან მაგარია ფეხბურთელია სანამ რუბინში იყო მაშინაც სულ იძახდნენ რუბინის ხელმძღვანელები რომ ევროპაში გავუშვებთ პრობლემემას არ შევუქმნით და ა.შ ბოლოს აღმოჩნდა ზენიტში და ბოლო 3 წელია ზენიტში თამაშობს მე დარწმუნებული ვარ რუსები მაქსიმალურად შეცდებიან ხვიჩა რუსეთში დატოვონ.
vaxo
ესეც ჩვენი სიომინიი, მოსკოვის "დინამოს" 17 წლ. არსენ ზახარიანი "ხვიჩასაც ჯობს და ყველასაცო". ის უკვე რუსეთის ნაკრებშია და მეგა-ვარსკვლავად მიიჩნევა.
დემე
ზურიკოსთვის როტორი დიდი რეგრესია, ახლა ნორმალურ კლუბში რომ ყოფილიყო განათხოვრებული მომავალ სეზონში ხვიჩას თავისუფლად ჩაანაცვლებდა. იმედია მიუხედდავად ამისა შეძლებს ღირსეულ შემცვლელობას. თუ ყიდიან საერთოდ ხვიჩინიოს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"სანამ ხვიჩა მოთხოვნადია, უნდა გაყიდონ" - ამბობს "რუბინის" ექსფეხბურთელი
ხვიჩას გარეშეც იგებს "რუბინი" და მასზე არაა დამოკიდებული - ამბობს გუნდის ექსფეხბურთელი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს