სუმო, ალბათ, ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სპორტის ის სახეობაა, რომლის შესახებაც ხშირად არც პრესაში წერენ და არც ტელევიზიით საუბრობენ. მოგეხსენებათ, სუმო იაპონური ნაციონალური სპორტის მეტად პოპულარული სანახაობაა, რომელიც დაახლოებით 2 000 წლის წინ "ამომავალი მზის" ქვეყანაში წარმოიშვა, თუმცა პოპულარულ სპორტულ მოვლენად ის მხოლოდ XVII საუკუნეში იქცა. ასე რომ, თუ ამ სპორტის სახეობის ერთგული გულშემატკივარი არ ხართ, შესაბამისად, მის შესახებ არც ბევრი რამ გეცოდინებათ. როგორც ცნობილია, შეჯიბრებისას ერთმანეთს შესაძლოა სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენები შეხვდნენ, რომელთა მიზანიც მოწინააღმდეგის რინგს გადაღმა გადაგდება ან სხეულის რომელიმე ნაწილით მისი მიწის ზედაპირთან შეხებაა.

იაპონიაში არის ტაძარი, სადაც საუკეთესო სუმოისტები იკრიბებიან. იქ ისინი იკვებებიან და ვარჯიშობენ კიდეც. დილით ადრე, საუზმამდე, სუმოს მებრძოლები სამსაათიან ვარჯიშზე მიემართებიან.

რის შემდეგაც დამსახურებული საუზმის დროც მოდის. მოჭიდავეებს საკვების შეზღუდვა არ აქვთ, ვინაიდან თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ სუმოში - მთავარი წონაა.

კალორიების დღიური ნორმა სუმოს მებრძოლისთვის, არც მეტი, არც ნაკლები - 8000-ს შეადგენს. კვების შემდეგ სუმოისტები, როგორც წესი, დასაძინებლად მიდიან, თუმცა აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა მოსვენებისას მათ სუნთქვა არ გაუჭირდეთ. სუმოისტის კარიერა 30-35 წლის ასაკში მთავრდება, რის შემდეგაც ბევრი მათგანი მწვრთნელის კარიერას იწყებს ან სპორტულ სექციებს ხსნის; ზოგიც წონაში იკლებს და ცხოვრებას თავიდან იწყებს.

სუმოისტების პენსია მათი გამარჯვებების მიხედვით ჯამდება, თუმცა მებრძოლები საშუალოდ, დაახლოებით, 60-65 წელს ცხოვრობენ, რაც იაპონიისთვის ძალიან მცირეა. სუმო სახიფათო სპორტია, რადგან არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო ბევრი სპორტსმენი არაერთი დაავადების გაჩენის რისკ-ჯგუფშია (დიაბეტიდან დაწყებული, გულის შეტევით დასრულებული).

წყარო: intermedia

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბურჯანაძის 9 ქულა "მურსიასთან" | "კორუნამ" სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
ოფიციალურად: "რეალმა" მთავარ მწვრთნელად ხაბი ალონსოს დანიშვნა გამოაცხადა
მინესოტამ ოკლაჰომა გაანადგურა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
"დინამო თბილისმა" "ტორპედოს" მოუგო, "დილამ" ფოთში იმარჯვა...
ლუის ენრიკე: "კვარა" სამშაბათის ვარჯიშისთვის მზად იქნება
Geo Team-ი კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] კვარაცხელიამ ვერ ითამაშა - პსჟ თასის მფლობელი გახდა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი
ლანდო ნორისის პოული - F1 მონტე კარლოს ესტუმრა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ნონსენსი. ეკუთვნის, მაგრამ არ ეკუთვნისო - კვარაცხელია ორგზის ჩემპიონი ერთი მედლით
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო