საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის “რუსთავი” და “ცხუმ-აფხაზეთი” იბრძოლებენ. სუპერლიგის ფინალში 17 მაისს გასულ რუსთაველებს დღეს ცხუმელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში “დინამო” დაძაბულ ბრძოლაში – 86:84 (სტატისტიკა) დაამარცხეს და ტიტულის დაცვის უფლება მოიპოვეს.

ცხუმ-აფხაზეთი სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია. 2 წლის წინ, როცა ეს გუნდი “დელტას” სახელით გამოდიოდა, ფინალურ სერიაში “ქუთაისი” დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. კლუბმა სახელი “ცხუმ-აფხაზეთით” შეიცვალა და წინა სეზონში ეს გუნდი სუპერლიგის აუტსაიდერი იყო, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პანდემიის გამო სუპერლიგა შეწყდა. პანდემიის გამო გაუქმებული სეზონის შემდეგ ცხუმელებმა შემადგენლობა გააძლიერეს და შედეგიც სახეზეა – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი კვლავ სუპერლიგის ფინალშია და ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

ნახევარფინალის გადამწყვეტი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა წინა წრეში “ქუთაისი” დაამარცხა და ეს კლუბი ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად დატოვა საუკეთესო ოთხეულის მიღმა. დინამოელებმა ცხუმ-აფხაზეთსაც სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს და სერიის წაგებით დაწყების შემდეგ საერთო ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტ მატჩში კი, დღეს ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა. ცხუმელები უმეტესწილად იგებდნენ, მეორე პერიოდში 12 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე დინამომ მოახერხა და ბოლო პერიოდში დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდი 69:68 იგებდა.

გადამწყვეტ წუთებში ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა ყველაფერი ჩადეს. გამოსარჩევია ახალგაზრდა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილისა და გამოცდილი გიორგი შარაბიძის შედეგიანი თამაში, რომლებსაც ზურგს ტანმორჩილი ამერიკელი გამთამაშებელი, ტაილერ გრინი უმაგრებდა. ბოლო წუთებზე ცხუმელებმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და ის ტაქტიკური საჯარიმოები, რომლებიც დინამოელებმა დროისა და ქულების მოსაგებად აიღეს, უნაკლოდ შეასრულეს. შესაბამისად, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდიც გამარჯვებამდე მივიდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ცხუმ-აფხაზეთს სტატისტიკით გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. 15-15 ქულა სამმა კალათბურთელმა – შარაბიძემ, ჩეჩელაშვილიმა და გრინმა დააგროვეს. 12 ქულა და 11 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა, 12 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზე. დინამოში 30 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 19 ქულა და 10 მოხსნა ალონზო უოკერის, ხოლო 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ტაილერ უილიამსის ანგარიშზეა.

რუსთავსა და ცხუმ-აფხაზეთს შორის ფინალური სერია 3 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა ქვემოქართლელებს აქვთ. სერიის პირველი და მეორე მატჩები 23 და 24 მაისს რუსთავში გაიმართება. მესამე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე 27 მაისს უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 შეხვედრა თბილისში 28 მაისს, ხოლო მე-5 მატჩი – 30-ში რუსთავში გაიმართება.

მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელშიც კაკტუსი დინამოს შეხვდება, 25 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

GBF.GE

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო