"ბორჯღალოსნები" ნოემბერში საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა, 14 წლის შემდეგ პირველად ეთამაშება.

ისტორიული შეხვედრა 14 ნოემბერს ბორდოში, „სტად მატმუტ-ატლანტიკზე“ გაიმართება. ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან საფრანგეთი ერთადერთია, რომელთანაც მსოფლიო თასს მიღმა ჯერ არ გვითამაშია.

2021 წლის ექვსი ერის მეორეადგილოსანი საქართველომდე „სტად ფრანსეზე“ არგენტინას, 6 ნოემბერს ეთამაშება, ხოლო ჩვენ შემდეგ, 20 ნოემბერს, „ოლ ბლექსს“ დაუხვდება.

"ბორჯღალოსნები" „ლე ბლეს“ ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში, მარსელში 58 695 მაყურებლის წინაშე ეთამაშა და მასპინძლებმა 64:7 იმარჯვეს. ქართველთაგან ერთადერთი საპასუხო ლელო ზვიად მაისურაძემ, 72-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მახო ურჯუკაშვილმა გარდასახვა შეასრულა.

მანამდე, 2001 წელს, თბილისში საფრანგეთის უნივერსიტეტების ნაკრებს დავუხვდით და 24:20 ვძლიეთ, ხოლო 2018 წლის მაისში "ფრანგ ბარბაროსებს" დავუხვდით და 16:15 გავიმარჯვეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში ქართველი ლეგიონერები მრავლად თამაშობენ, "ბორჯღალოსნებს" შინაურ გარემოში მოუწევს თამაში. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რაგბის კავშირთან და ფრანგულ კლუბებთან საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს და ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებს ადგილობრივ კლუბებთან, ასევე, მათ 20-წლამდელთა ნაკრებთან არაერთი ამხანაგური მატჩი გაუმართავს, მათ შორის, თბილისშიც (20-წლამდელებს).

„საფრანგეთის რაგბის კავშირთან კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა 2023 წლის მსოფლიო თასის საფრანგეთში ჩატარებას, იცით, რომ მათი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ჩვენს 20-წლამდელებს ყოველწლიურად აქვთ თამაშები და ესეც ამ ურთიერთობის ნაწილია. ამ ყველაფერს დაემატა, რომ წელს პირველად, საფრანგეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან პირველად გავმართავთ ტესტ-მატჩს ბორდოში“ – ამბობს რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე და განაგრძობს:

„ეროვნული ნაკრებების დონეზე მათთან მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია. მომავალი ტესტი უმნიშვნელოვანესია, რასაც ისიც ემატება, რომ ფრანგულ კლუბებში უამრავი ქართველი მორაგბე თამაშობს და საფრანგეთი ჩვენი მოთამაშეებისთვის მთავარი სარაგბო ბაზარია. ამ მორაგბეებისთვის და ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნის, ესაა თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და სერიოზული გამოცდილება“.

ხურციძემ ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" კიდევ ორი მაღალი დონის თამაში ექნება:

„ნოემბერში კიდევ ორი მაღალი დონის ტესტი გვექნება და ამის შესახებ გულშემატკივრებს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ. ეს თამაშები საქართველოში ჩატარდება“.

rugby.ge

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ეს ვინ თქვა?!" - მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ