Azerisport.com-მა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნეფთჩისთან" დაპირისპირებას შეეხო.

- გინდოდათ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე თქვენი მეტოქე "ნეფთჩი" ყოფილიყო?

- კარგია, რომ "ნეფთჩის" ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ორ კარგ შეხვედრას ვიხილავთ.

- გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა "დინამოს" შანსებზე... თქვენ რას იტყოდით?

- ჩემი აზრით, ამ წყვილში შანსები თანაბარია...

- რა უპირატესობა აქვს "დინამოს" ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

- არცერთ გუნდს არ აქვს რაიმე უპირატესობა. როგორც უკვე ვთქვი, შანსები თანაბარია.

- როდესაც საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კლუბები ქართულებზე უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ყოველთვის ახსენებენ კლუბის ბიუჯეტს... თქვენი აზრით, სწორედ ამიტომ აღწევენ აზერბაიჯანული კლუბები უფრო მეტ წარმატებას?

- კლუბში კარგი ფინანსური სიტუაცია უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა ჩემი გუნდის ყოველთვის მჯერა, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.

- იქნება თუ არა კატასტროფა "ნეფთჩისთან" მარცხი თქვენი გუნდისთვის?

- არა. ვფიქრობ, მთავარია, რომ გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

4
ეს კაცი არის უნამუსობის პიკი
Live
ამ კაცს ვინმემ აუხსენით ეს"დინამოა"!!!
ასევე
უნამუსოო...
jordan beli
ამ ადამიანის მესმის.დინამო მისთვის ქარვასლაა და იძახიან ფულის გასათეთრებლად სჭირდებაო... დიდი ხანია ვფიქრობ, ცხადაძემ რატო გარისკა და წყალს რატო ატანს რეპუტაციას,რომელიც ასე თუ ისე კარგი ჰქონდა
გადასარევი გიორგი
ანუ რამდენით ნული უნდა წააგოს ამ კაცმა და რამდენჯერ, რომ მისი წასვლის საკითხი დადგეს? ეს უსასრულო წრეა?? დინამო ჩამოიწერა სამუდამოდ?
გიორგი
ლამაზადაო? სახეზე აწერია რომ ტიპი რასაც გინდა იმას იტყვის, მაგისთვის მნიშვნელობა არა აქვს ნათქვამ სიტყვას, ცოტა მეტი გონებრივი შესაძლებლობები რომ ეტყობოდეს ვიტყოდი ცინიკოსია მეთქი მაგრამ არა აქვს, და უკეთესს რას ელით მისგან?
გულშემატკივარი
რომან დაგვანებე თავი რა...ლამაზი თამაშია ჭადრაკი წადი ითამაშე იქნებ ტვინი გაგეხსნას...ქარვასლად აქცია ტიპმა დინამო...დინამო ქართული ფეხბურთის სახეა,ბრენდია და შედეგი გვინდა,შედეგი... რას ვითხოვთ ასეთს ერთი კონფერსლიგის ჯგუფური ეტაპი რა გახდა,ჩემპიონთა ლიგას ან ევროპა ლიგას ხო არ გთხოვთ....ნეფთჩისთან ლამაზიო,მაგის მერე კაირატი/მაკაბი მანდაც ლამაზიო და მორჩა....ოლიმპიადა კი არ არის მთავარია მონაწილეობა...შეგვეშვი რა....
გიზოგ
ბატონო ფიფია, გეყოფად, ჩემპიონთა ლიგა ოლიმპიური თამაშები არ არის, რომ მხოლოდ მონაწილეობაა მთავარი. დინამო თბილისი ქვეყნის სახეა და მისი პრესტიჟია მის გარეთ, მაგრამ გადარდებს ან განაღვლებს ნეტავ ეს თქვენ?
გია
ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ამ კაცს დინამოს და საერთოდ ფეხბურთის მნიშვნელობა ქართველი ხალხისათვის არ ესმის და არც აინტერესებს. იგი ორიენტირებულია ფულის შოვნით და გამოსდის კიდეც, ჩვენ კი შორიდან ვუყურებთ ამ ,,ბიზნესს" და რა,,,,,
ზესტაფონელი
იმერეთში იციან თქმა:რავა იკრიჭები ყველის ვაჭარივითო.
ქომაგი
აბა რა, მთავარია მილიონებათ გაყიდოს ახალგაზრდა ფეღბურთელები. ეგ არ შემოაკდეს ყოველწლიურად, თორემ წაგება სამგურალთან, ბათუმთან და ა.შ. რა პრობლემაა. სირცხვილის გრძნობაც დაკარგეს მგონი... ასეთი უშანსოთ ევროტურნირებზე დინამო არასდროს ყოფილა...
ისიდორე
ეს კაცი მთლად დალაგებული არ მგონია იყოს.რა ლამაზ ფეხბურთზე საუბრობს
ქომაგი
წადი ბიჯო წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ნუ დაგვაწყვიტე ნერვი ბიჯოს
მერაბი
ამ კაცს რამედენ ხანს უნდა ვუყუროთ?!
dinamo
ეს არის დინამო თბილისი და არა თბილისის დინამო
ლადო
ყველა კომენტარს გულდასმით გადავხედე და ორი ძალიან კარგი მნიდა გამოვარჩიო! 1. კარგი და ლამაზი სანახაობრივი ფეხბურთით საქართველოს ჩემპიონატში დაგვატკბეთ, იქნებ მაყურებელს მოუნდეს შემტევი, ტექნიკური დინამოს ყურება და სულაც არ გვჭირდება უაზრო თამაშით 18-ედ როდის გახდებით ჩემპიონები! 2. ძალიან ცუდი თუ თქვენთვის წარსულში ლეგენდარული "დინამოს" არ იქნება ყოვლად უტრადიციო ნეფჩისთან მარცხი კატასტროფა! აი გულშემატკივრისთვის და ალბათ რიგითი საღად მოაზროვნე ქართველისთვის კი ნამდვილად იქნება ამიტომ თუ არ შეგიძლიათ დინამოს მოვლა წ ა ბ რ ძ ა ნ დ ი თ!!!!
aleksandre
დინამო ვაჭრის ხელშია და რას ელოდებით ამ კაცისგან არ მესმის, ასე იქნება მომნავალშიც სანამ ვინმე არ გამოგლეჭს ამ ჩვენ საყვარელ გუნდს ხელიდან!!!
თომა
გული მიკვდება რომ დინამო ამათ ხელშია. ხომ წარმოგიდგენიათ, ბაქოს ნეფთჩისთან რომ იმას იტყვის კაცი, მთავარია ლამაზად ვითამაშოთ და რომც წავაგოთ ტრაგედია ამაში არაფერიაო, რაღაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ.იმდენი ქნა ამ კაცმა,რომ დინამოსგან მხოლოდ სახელი და გვარიღა დარჩა.ძველი დინამოს თამაშების ვიდეოებს ვუყურებ და იმით ვითბოვ გულს, რა გუნდი, რა ხალხი.დღეს კი ვის ხელშია,ღმერთო ჩემო..და კიდევ იცით რაზე მწყდება გული? შველა რომ არსაიდან ჩანს.....
გია
ეჰ. მე მგონი ეს კაცი ამ ქვეყნად არ არის. აგვიხსნას მაგის ხელში რა პერსპექტივები გვაქვს?! ერთი აკადემია მუშაობს და ისიც დინამოს გარდა ყველა იყენებს , ხოლო ფეხბურთელები გარბიან?! ეჰ მეტი რა გითხრათ. უკვე წაგებულები ვართ
არდილეს
გეთანხმები. სხვა ინვესტორს, უცხოელს აღარ ვამბობ, ქართველსაც რომ არ შესტკივა ამ ოღრაშობაზე გული აი, ეგ მაგიჟებს!!!!!
შემაზიზღა დინამო
ზის ქერის ორმოში! ჭამს სვამს და ..ს! ერთ დღესაც ამოტივტივდება!
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო რომან, ლამაზი თამაშისათვის საქართველოს ჩემპიონატი გამოიყენეთ, სათასო შეხვედრები კი შედეგზე უნდა ითამაშოთ.
სოსო
უკანასკნელად რამდენი წლის წინ ითამაშა ლამაზად დინამომ,ახსოვს ვინმეს?ან რომ აცხადებს,მე მჯერაო,ჩვენც ხომ გვჯერა,რომ მას არ სჯერა და რატომ გვაჯერებს?

წადი!
ვოოტ
სათაურად უნდა დაგედოთ - ფიფია შანსებს თანაბრად აფასებს და ლამაზი კატასტროფის მოლოდინში უშშნოდ იღრიჯება...
ოთო
ძალიან ცუდია რომ დინამოს ესეთი ცუდი პრეზიდენტი ყავს...საერთოდ არ აინტერესებს გუნდი...სანამ ეს კაცი იქნება გასაგებია რომ დინამო გაძლიერება არ მოხდება
sssssssssss
ანუ კარგად ვითამაშეთ და მაინც წავაგეთ პრინციპს აწვება ფიფია !!!!!!!!!!!!!!!!
არ უყვარს არ სტკივა
მოკლედ, ამ კაცს არ უყვარს და არ სტკივა ქართული ფეხბურთის სირცხვილი. წმინდად როგორც ბიზნესს ისე უყურებს: აღზარდოს და გაყიდოს ახალგაზერდები (არა და მანდაც მაზავს. კვარაცხელია როგორ გაუშვა უკაპიკოდ) ვისი ბრალია? ყველასი. ვინც ამას საჯიჯგნად მიუგდი ფლაგმანი, ჩვენიც ვინც ამას ამ თავხედობას ვპატიობთ… სად სანიოლის განწყობა, ნამდვილი სპორტსმენის, ყველა თამაშზე რომ მოსაგებად გადის და სად ამისი. ტრგედია არ იქნება დინამოს გავარდნა, მთავარია მონაწილეობაო თუ რას იძახის ვერ გავიგე. ვაა…რა ვთქვა არ ვიცი
beqa
შენთვის კიარა ჩვენთვის არის კატასტროფა შენი....ან
მალხაზ ჯობავა
შე კაცო გაზიზინებული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და შენ გვიპირებ დინამოს და ნეფთჩის ლამაზი ფეხბურთით ჩვენს გაკვირვებას? შედეგი დადე ფიფია, შედეგი!
Master
კლაკსვიკთან 1-6 წაგება არ მიუღია ტრაგედიად და ნევთჩისთან წაგება ეწყინება ამას?წლიდან წლამდე მიზანმიმართულად ანგრევს და აქცევს გუნდს და მის პრესტიჟს.მომკითხავი კი არავინ ყავს.ვინაა ეს ბოროტი ფეოდალი,ვერავინ როგორ ვერ სთხოვს პასუხს.ან ცხადაძე როგორ გაება ამის ავანტიურაში.
Anti
შენი გადმოსახედიდან არ იქნება ნამდვილათ კატასტროფა, აბა გულშემატკივრების გადმოსახედიდან შეხედე. ფიფიას ხელში დინამოს მომავალი არ აქვს. ფეხებზე კიდია კლუბი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ელემენტარული სპორტული ჟინი და გამარჯვების სურვილი არ აქვს. მისი სიტყვებიდანაც ჩანს ეს ყველაფერი.
MT
გინება არ შეიძლება ხო?
dmx
უკვე ნერვებზე დაიწყო თამაში ამან
rezi
წადიიი რაა..მოკალი დინამო და
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ოფიციალურად: "დინამო"-"ნეფთჩის" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უეფამ ევროტურნირებზე უდიდესი ცვლილება მოახდინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
"ნეფტჩის" ყოფილი ფეხბურთელი: "დინამო" კარგი გუნდია და ბაქოელებს გამარჯვება გაუჭირდებათ
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]
თბილისის "დინამო" "ნეფთჩის" სჯაბნის, მაგრამ ჯერ ვერ უგებს
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"ოლიმპიაკოსის" მწვრთნელი თბილისშია - ის "დინამოსა" და "ნეფთჩის" მატჩს დაესწრება