ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

<p>პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.</p><p>„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.</p><p>მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.</p><p>ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.</p><p><p><br></p>

  • სოსო

    თუ მაგ ფრანჩიზაში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ახალგაზრდობა და რამდენიმე უფრო გამოცდილი ბიჭი ითამაშებს,რატომაც არა?ძალიანაც კარგად განვითარდებიან.არა მგონია მათი მეორე ლიგა,ჩვენ დიდ 10 ზე,საგრძნობლად ძლიერი არ იყოს.იქიდან კი,უფრო ძლიერ ლიგებშიც გაეხსნებათ გზა.საფრანგეთთან ერთად,ეს ინგლისურ ენოვან ქვეყნებშიც გაგვიკვალავს გზას და მათ სტილთანაც უკეთ იქნებიან შეგუებულნი.წყალბურთში საქართველოს ბავშვთა ნაკრები,ხან რუსეთში,ხანაც უკრაინაში ვათამაშეთ და დღეს უკვე მშვენიერი შევსება მოვიდა, ეროვნულ ნაკრებში.

  • გლახუნა

    გვჭირდება - ეროვნულ ჩემპიონატში დ ი დ ი ფინანსების ჩადება ( მისთვის დავაინტერესოთ მილიონერები,როგორც ქართველები, ისე დასავლელი - შეღავათიანი კანონმდეობით) და - ,,დიდი 10,,- ის გადაქცევა ერთ- ერთ ძლიერ კონკურენტულ - პრესტიჟულ ტურნირად თანამედროვე რაგბში - მოწვეული ფრანგი, ბრიტანელი ...სპეციალისტების, მოთამაშეების (ოკეანეთიდანაც)...მოკლედ მინიმალური ხელფასი რომ - 4000 - 5000 ე უ რ ო მაინც რომ იყოს + ყველა სასწავლო დაწესებულება- სკოლებში - ფიზ- მომზადება- რაგბის შეტანა ( ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობებებიც) და მერწმუნეთ - მსოფლიო ელიტის მყარი წევრი- ერთ - ერთი ლ ი დ ე რ ი შევიქმნებით...დაახლოებით 10 წელიწადში.

  • გლახუნა

    რა, რომ ამოიღეთ ჩემი კომენტი - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო არ უნდა შევქმნათ , მით უმეტეს დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემით,მით ორიენტირებული მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე, რომ სპორტი, კონკრეტულად რაგბი ახალგაზრდობის დასაქმების ერთ- ერთ ძირითად საშუალებად იქცეს ... - თუ არსებულ - რუსულ გუბერბიან უნდა დავრჩეთ (?!)... უკვე აფრიკის სიღარაკე, უპერსპექტივობამდე მისული ,თან უპერსპექტივი(?!)

  • სებასტიან ჩაბალი

    დიდი დონის გუნდის კლასი სწორედ ბოლო წუთებზე ვლინდება უმრავლეს შემთხვევაში,ნებისმიერ გეიმისას.თავისართლება კი წაგებისას კი უთავბოლოდ შეიძლება.ვიმეორებდი და ეხლაც ვამბობ, თუ გვსურს მსოფლიო გუნდების ათეულში დავიმკვიდროთ ადგილი, გვესაჭიროება მილტონ ჰეიგზე არანაკლები ავსტრალიელი ან ახალზელანდიელი ქოაჩი და საჩქაროდაც,თუ არადა ადგილზე გუნდის ადგილზე ტკეპნას აუცილებლად მოჰყვება უკან ხევა გუნდის სიძლიერისა და აი მაშინ კი უკვე გვიანი იქნება წინსვლაზე ფიქრიც კი....

  • გლახუნა

    დავით 67- რას ბჟუტურობ, რას მებჟუტურებით ... თან აზზრზე რომ არა ხართ, აზზრზე...გეტყობათ - ნაც- ბის მოძულეებს რუსეთიდან რომ კომენტობთ,ბჟუტურობთ დს სახელმწიფო საქართველო- რუსულ გუბერნიად გვიქციეთ,ანუ მტერ- რუსეთზე ბოლომდე ჩამოკიდებულ- დამოკიდრბული გახადეთ და მით უკვე აფრიკის სიღატაკე- უპერსპექტივობანდე მიიყვანეთ...კ ა რ გ ა დ უნდა წაიკითხო(თ),იაზროვნო(თ),გაიაზრო(თ) და კომენტი მერე წერეთ...- ცნობისათვის- რომ არა სწორად იმ პროგრესული დასავლეთის ( ასე რომ გძულთ და გეზიზღებათ - რუსული მენტალიტეტის ქართველებს, ანუ მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ანტი - სახელმწიფო ძალებს) უდიდესი მხარდაჭერა ( ამ შემთხვევაში კონკრრტულად საფრანგეთის)...დღეს საქართველო რუმინეთი - რუსეთოს დონეზე თუ იქნებოდა ...

  • დავით 67

    გლახუნას! ე.ი შენი გაგებით მსოფლიო ჩემპიონს თუ ეთამაშები, თავიდანვე წაგებული უნდა გახვიდე არა ან უნდა აქონ წაგებისთვის ხომ? ვინც კრიტიკულად გამოთქვამს აზრს ის საქართველოს მტრები არიან.გენაცვალე ნაცურ გაგებაში!

  • სოსო

    ადმინ,შავ სიაში ჩამწერეთ?აფერუმ!ძალიან მაგრები ყოფილხართ.ჩემი კომენტარები უხამსობას შეიცავს თქვენი ზოგიერთი სტატიასავით,შეურაცხყოფას,ძალადობისაკენ მოწოდებას თუ სიძულვილის ენას,ზოგიერთი პოსტერის მსგავსად?ან იქნებ რეკლამას ვეწევი,კომერციული სახისას?აბა რატომ მბლოკავთ წარამარა?

  • tngh

    შესანიშნავი თამაში იყო... წინ უფრო დიდი ბძოლებია...

  • სტალინი

    მაისაშვილს დიდი მადლობა, რაც არ შეუძლია იმაზე მეტს აკეთებს ამდენი ხანია, მაგრამ ძალიან მაგარი მწვრთნელი გვჭირდება მაგარი ბიჭებისთვის, თუნდაც სახალხო ფონდი შევქმნათ მწვრთნელის დაქირავებისთვის

  • გლახუნა

    ჯერ - ეროვნული ჩემპიონატი გ ა ხ ა დ ე კონკურენტული,სერიოზული ფინანსები ჩაიდოს ( საქართველოს ჩემპიონატში- ,,დიდი 10-ს,, მოთამაშეებს რომ მინიმალური ხელფასი-4000-5000- ევრო მაინც რომ ქონდეს, ქვედა ლიგას-მინიმუმ 2000-3000...თავისი მოწვეული ძლიერი ფიზ-ტაქტიკური მომზადების მწვრთნელებით საფრანგეთიდამ,ბრიტანეთიდან, ზელანდია-ავსრალიიდან...მოწვეული მოთამაშეებით)...მაგრამ მისთვის ეკო-კა უნდა ავაღორძინოთ, სტრა-გიული ეკო-ური პროექტები განახორციელო, მოქალაქეები ფინანსურად,სოციალურად გავაძლიეროთ, რომ რაგბის მოყვარულების დ ი დ არმიას 30 ეუროც არ ენანებოდეს ერო-ლი ჩემპიონატებს დაესწონ და ა.შ. და ა.შ. ანუ თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე, ორიენტირებული პროგესსა და წარმატებაზე-სახელმწიფო შევქმნათ და მთელმა ე რ მ ა- ეს დ ა ვ ი დ ო თ მიზნად- იდეად , მისთვის- 4 წელიწადშიც კი ვ ც ვ ა ლ ო თ ხელისუფლებები, სანამ ... - ა რ დაბლოკოთ ახლა (ს ი ბ რ ი ყ ვ ი თ- პოლიტიკა და სპორტი სხვადასვაა არის-ო(?!))- აქ ვინც ჩვენ ბიჭებს აკრიტიკებს- შ ე გ ნ ე ბ უ ლ ი მტრები არიან ქართველი ერის-საქართველოს... -არ გეგონოთ უვიცი და რაგბის არ მცოდნეები იყვნენ-არ იცოდნენ რომ მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებით ეს ღატაკი, უიმედო და უპერსპექტივო ქვეყნის შვილები ფინანსურად ღატაკი ეროვნული ჩემპიონატით და-მაინც როგორ თამაშობენ - ბოღმა არჩობთ, ყველაფერში რომ სურთ ქართველთა ნიჭი, შემართება, მამაცი, შემოქმედებითი ბუნება ჩაახრჩონ და უსუსურების განცდა გაამძაფრონ - ერის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე ზემოქმედება მოახდინონ...მეტი-არაფერი.

  • აბა რა იყო

    ეს იყო ბრძოლა. რა არ იყო ბრძოლა დღეს ვნახეთ, 102-0 წააგო ტონგამ ზელანდიასთან. ტონგა რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოგვრჩება :)

  • გლახუნა

    თამაში იყო, ბრძოლა იყო ...მსოფლიო ჩემპიონებთან, მაგრამ თავიდანვე შეცდომა იყო-ლ ე ლ ო ზ ე უნდა ითამაშოთ ბიჭებო, თავიდანვე ...უნდა აგრძნობინო-მოწინააღმდეგეს,რომ ბრძოლისათვის მ ზ ა დ ხართ-,, ეშვების თუ დასატეხად,,...ჯარიმებით თამაში ნიშნავს- რომ თავს არიდებთ, მოგებისათვის- ა რ იბრძვით, რაც მოწინააღმდეგეს დ ი დ ფისიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს-ეს დ ი დ ზედმეტ ენერგიას და... მოკლედ- 2 ლელო მაინც უნდა დადოთ ბიჭებო მომავალ თამაშში, რაც შესაძლებელია. ისე, ფიზიკურად ამ ახალგაზრდა ბიჭების კიდევ უფრო გაძლიერება-მომზადება- გამძლავრება (საფრანგეთთან ერთად ბრიტანეთი-ინგლისშიც გაგზავნა- სხვა დისციპლინაა) და საქართველოს რაგბის მსოფლიო ელიტაში -ეს ბიჭები შეიყვანენ (მერწმუნეთ- იტალია -ასე ვ ე რ ეთამაშება ვერც აფრიკას და ვერც... და მ ო ვ ი წ ვ ი ო თ თბილისში-კატეგორიულად)

  • შოთა

    ზოგიერთის კომენტარმა გამაოცა. 18-20 წლის ბიჭებს როგორ უნდა მოსთხოვო მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს მოუგეო?! მომწიფთებიან ბიჭები და 3-4 წელიწადში მოვა მაგათი დროც! მადლობა ბიჭებს! პ.ს. მაისაშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ უფრო მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი კარგი იქნებოდა.

  • გიორგი

    ჩვენი ნაკრების რაგბისტების უმრავლესობა 22 წლამდე ბიჭებო არიან. კიდევ მოუმატებენ, ასეთი დონის თამაშები თუ გვექნება სისტემატიურად და ჩვენც გავტეხავთ აუცილებლად ნავსს. მაგრამ ჯერ უნდა მოვუმატოთ ინდივიდუალურად და გუნდურადაც. თორემ ეს ბიჭები არ იყვნენ U20 ნაკრებში არგენტინას, ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიას და ფიჯის რომ მოუგეს?! მოდი გთხოვთ ყველას, ნუ დავუკარგავთ მონდომებას და შრომას და თავდადებას. პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი, როცა სამხრეთ აფრიკა იმათ ნახევარზე კიდევ ერთხელ დავაჯარიმეთ და იმათმა რაგბისტმა იმედგაცრუებულმა თავი როგორ გააქნია და გამოაქნია… მე რა მგონია იცით, რომ თბილისში შეიძლება შოტლანდია დავაყირავოთ

  • თოკო

    უაზრო მოთხოვნებში ვიგულისხმე სამხრეთ აფრიკის, ინგლისის, შოტლანდიის და ასეთი გუნდების დამარცხებას რო ითხოვენ, აი მაგას. ეს არის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უაზრო უსაფუძვლო მოთხოვნა. რომი ერთ დღეში არ აშენებულა და პრობლემა აქ ის არის რომ ვერა და ვერ დადეს პირბელი აგურები ჩვენებმა. ამისთვის კიდევ რაც საჭიროა კი ვთქვი

  • გიორგი

    რა უაზრო მოთხოვნები? ფრაჩაიზს და კარგ მწვრთნელს გვპირდება კავშირის ყველა პრეზიდენტი, მარამ არაფერს აკეთებენ. რომ გვპირდებიან, მაშინ არ იციან, რომ ამას ფული სჭირდება? მერე წუწუნებენ ფული არ გვაქვსო! გასაყრელია სულ ყველა, მაგრამ წესიერი შემცვლელიც არსადაა.

  • gocha

    რა იყო ბრძოლა? თავის დაცვა? მოგვიგებენ კლასით გვაჯობებენ მარა, მოლს რო ვერ დააყენებ მთელი თამაში , და უჯარიმოდ მოწინაგმდეგეს ვერ ჩაუშლი ეგაა საწყენი, არაფერი თამაში ეგ არ იყო, პატარაა აჩქარება და ან ლელო იყო ან ვჯარიმდებოდით,წინა თაობა აგებდა მარაა მოლით და შერკინებით მაინც გვახარებდა ხოლმე,აქ კი რავი რაა,

  • გიორგი

    მწვრთელი გვჭირდება, მწვრთნელი! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ყოჩაღ!!!

  • ჩინგისხანი

    მართალი ხარ 1000000%

  • თოკო

    გუნდი 200 ბოჭვას რომ აკეთებს ერთ თამაშში და 35 წუთამდე მსოფლიოს პირველ გუნდს უგებს ნიშნავს რომ იბრძოლა. ამ დიდ ანგარიშებს კიდევ შეეჩვიეთ, რაგბია ბოლოსდაბოლოს.

  • Labirinti..

    Vinc mogebas eloda im nakrebtan sasaciloa an tanabar tamahs...sul sxva donea.eg igivea argentinastan an braziliastan mostxovo tanabari tamahi pexburthi..mosamayebelia tavistavad .magram ararealirs veravis ber motxov

  • Gio

    ძალა კი არა ტვინი ხნავს აღმართს. პირველ ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა დაწინაურების საშუალება მოგვცა.მერე რა დაგვემართა, ავყევით მოწინააღმდეგის თამაშს.

  • კოკო

    გაასიმბინეს ახალი ტერმინია?

  • ანესთეზეოლოგი

    ძალა არა ტოროლა, ჩვენ ვიმშვიდოთ თავი მასეთი მიზეზებით. ყველამ ვიცით საქართველო ვისთანაა ლიდერი და ვისთან აუტსაიდერი მაგრამ როდემდე უნდა "გვხნავდეს" სხვისი ძალა, როდემდე? როდისღა უნდა მოვუგოთ ვინმე ჩვენზე ძლიერს ან რეიტინგში წინ მყოფს თუნდაც ერთი თამაში? უზარმაზარი დრო გავიდა და უამრავი თაობა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ დაახლოებით ჩვენი დონის ან უფრო სუსტ მეტოქეებს ვუგებთ...

  • დიმა

    დასანანია ასეთი პოტენციალის გუნდს "სამხრეთ აფრიკელების" დონის მწრთვნელი რომ ვერ ეღირსა! ფედერაცია, "ლარისუ ივანოვნუ ხატიმ"!:)

  • თოკო

    სულ ასეთი თამაშები რომ ქონდეს ყველა ჩვენს მორაგბეს სისტემატიურად ამათ დონეზე მივალთ. აი პრობლემა ეგაა რო არ მუშაობს ამაზე არავინ, კრიტიკაც აუცილებელია, მაგრამ არსაიდან მოაქვს ხალხს ეს უაზრო მოთხოვნები. ჩვენი ლიგა არის სამოყვარულო, აქამდე რომ მივედით ეგაც სასწაულია იმდენად სასაცილო ჩემპიონატი გვაქვს დიდი 10. რუსები როგორ გჯობნიან რამდენი ინგლისური და უელსური კლუბი დაამარცხეს მაგათმა ენისეიმ. რა გახდა ერთი გუნდი პრო 14-ში რო გაუშვათ, ეს ფრანჩიზა იძახეთ და რეალურად რა ხეირი სამხრეთ აფრიკის მეორე ლიგაში თუ უნდა ათამაშოთ თან ისე რო პირველში გადასვლის უფლება არ ქონდეს... რაც არ უნდა იყოს 35 წუთის მანძილზე ვიგებდით და ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი იყო. ბრძოლაში დავმარცხდით.

  • გიორგი

    მაგრები ხართ ბიჭებო ✌️

  • ***

    სათაურია ისეთი გეგონება თანაბარი თამაში იყო, ბრძოლაში კი არ დამარცხდა, გადაგვიარეს, რაც მოსალოდნელიც იყო. არაუშავს, იმედია მეორე თამაშს უკეთესად ჩავატარებთ და დიდ გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან

შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ

მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

ცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"

"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია - გამოწვევა მიღებულია