ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე "ნეფთჩისთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, შეუტიეს კიდეც, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 23-ე წუთზე მიზანსაც უწიეს, როდესაც მეკარე კვასხვაძე კარიდან გამოსვლისას შეცდა და ალესკეროვმა ბურთი თავზე გადაუგდო. ამის შემდეგ „დინამომ“ უფრო სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყო და მეკარე მამედოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. როგორც იტყვიან, გოლი მწიფდებოდა და მარუშიჩმა შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე გაბედავას შეეძლო "დინამო" წინ გაყვანა, მაგრამ შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ცხადაძის შეგირდები კვლავ მოწინააღმდეგეზე უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ მორიგი შეცდომა დაუშვეს და ისევ დაისაჯნენ - ხარაბაძემ უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოში მაჰმუდოვი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მაჰმუდოვის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი კვასხვაძემ არათუ მოიგერია, არამედ ბურთი დაიჭირა, მაგრამ არბიტრმა ჩათვალა, რომ ჩვენმა გოლკიპერმა დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი, ხელახლა შეასრულებინა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი "დაზარალებულს" და აზერბაიჯანული გუნდი ისევ დაწინაურდა. 68-ე წუთზე ცხადაძემ შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კუციასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე ახვლედიანი და ქავთარაძე შეუშვა, მერე ხარაბაძე მორჩილაძით, ხოლო სპორკსლედე ოსეით შეცვალა.

"დინამოს" ანგარიშის გათანაბრება ზედ საფინალო სასტვენის წინ შეეძლო, მაგრამ ქარდავას თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სამწუხაროდ, 1:2 წავაგეთ. წავაგეთ არწასაგები მატჩი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში გაიმართება და თუ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებენ და შეტევაშიც უკეთ გაირჯებიან, დინამოელებს "ნეფთჩის" ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, რომელიც რა თქმა უნდა, შემცირდა, თუმცა მაინც არსებობს.

თბილისი.“დინამო არენა“

დინამო (თბ) - ნეფთჩი 1:2

გოლები: 0:1 ალესკეროვი (23), 1:1 მარუშიჩი (36), 1:2 მაჰმუდოვი (57, პენ)

დინამო: კვასხვაძე, სპორკსლედე (ოსეი 83), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 73), რადინი, ქარდავა, კუცია (ახვლედიანი 68), გაბედავა (ქავთარაძე 68), მარუშიჩი

ნეფთჩი: მამედოვი, ჩელიქი, მბოჯი, სტანკოვიჩი, არამიში, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრენი (აბასოვი 90), ლავალი (ბულუდოვი 86), მეზა კოლი (ნაჯაფოვი 88), ალესკეროვი

ერიჰაა
ნეფტჩიმ მოიგო, მაგრამ ჟურნალისტები და ფანები აკრიტიკებენ, მწვრთნელი თავს იმართლებს. დინამომ წააგო, სამაგიეროდ ტრენერიც და ჟურნალისტებიც იმედიანად არიან. არ მიყვარს პათოსი, მაგრამ იქნებ სწორად ასეთი ხასიათი რომ აქვთ აზერებს იმიტომაც დაიბრუნეს ყარაბახი?
ნერვებდაწყვეტილი
რა გამოცდილებას გულისხმობ, პოლონეთის აუტსაიდერში სკამზე ჯდომაში და ეროვნულ ლიგაში ჯახირში რომ დააგროვა? ეს ვითომ გამოცდილება არ ყოფნის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსაც კი?
ნერვებდაწყვეტილი
რა გამოცდილებას გულისხმობ ნეტავ, რამე დიდ გუნდში და დიდ ტურნირებზე აქვს ნათამაშები? პოლონეთის აუტსაიდერში სკამზე ჯდომა ან მთელი კარიერის ეროვნულ ლიგაში გატარება ფაქტია რომ არ ყოფნის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსაც კი!
სვანსკი
დღევანდელი ფედერაციისა და ცხადაძის ,,ბაგაჟით,,აბა რააა სათითაოდ არიან გასაყრელები ყველანი.

კომენტარების მცირე რაოდენობაც იმაზე მიუთითებს რომ ამოუყვანეთ უკვე გულშემატკივარს ყელში თქვენი სხვადასხვა სტილში წაგებებით ყველაფერი თქვე საცოდავებო!!! ნეფთჩისაც ასიამოვნეთ, ვინ იქნება შემდეგი?!
გიზოგ
2:0-ი? ეს ანგარიში ნამდვილათ მისაღებია, დიდი პროგრესი იქნება 6:1-თან შედარებით.
გაიოზი
კაცი, თუ ამას კაცი ჰქვია, მისი თამაშიდან გამომდინარე 70 წუთამდე მინდორზე იყო და თავზე ხელის წაშენის მეტი ვერაფერი გააკეთა და რატომ გამოცვალაო. ფეხბურთის ფანიც ასეთი უნდა.
გულშემატკივარი
თუ მარტო გამოცდილებაზე, მაშინ ჩელებაძიბისთვის გვეთხოვა დახმარება, იქნებ უარი არ ეთქვა.
გიზოგ
გაბედავა საერთოდ იყო დასაყენებელი? და საერთოდ როდისღა უნდა ისწავლოს ფეხბურთის თამაში სამარცხვინო და მეტი არაფერი.
რატი
ან ევროზე რო თამაშობენ ის არაა ფეხბურთი, ან რასაც ჩვენები(სრამარტო დინამო) ის არის სსვა რამ? აბა ორივე ფეხბურთია?
xx
ენა რო არ გგქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
Lasha
სულ ჩვენ რომ ვაგებთ არწასაგებ მატჩებს, ხომ შეიძლება, ერთხელ არმოსაგები მოვიგოთ?!
davit
ar vici televizorshi mainc ar uyureben fexburts.reebs aketeben saertod
გენა
ბაქოში 3:0 წაგება გარანტირებულია. ნეფთში იაქ სხვანაირად ითამაშებს
Რაგბის ფანი
მძულს "დინამო თბილისი" და ყოველ წელს უფრო მძულდება ქვეყნის შემარცხვენელი!
თემო
დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელს,კახი ცხადაძეს,ძაან გვაინტერესებს რატო გაგყავს მეორე ტაიმის 65 ან 75 წუთზე გიორგი გაბედავა ? დღეს ნეფთისთან მაგის გამოცდილების იმედი გვქონდა , რატო აკეთებთ ამას? რომ შეიყვანე ახალგაზრდა ფეხბურთელი გაამწვავა რამე , ზუსტად ორჯერ მიიღო ბურთი.
თავადი
აშკარა პროგრესს განვიცდით, განმეორებითი თამაში 2:0. აბა ეხლა დავაბრალოთ კახა ცხადაძეს ან მსაჯს ან საერთოდ უიღბლობას
ნკ
პროგრესი აშკარაა 6-1 მერე 2-1 წავაგეთ!!! ნელ ნელა ფრეებსაც მივეჩვევით და მერე მოგებებსაც დავიწყებთ შიგა და შიგ!!! ძნელია ამაზე სერიოზულად გააკეთო კომენტარი
ILIA
არ გაგვიმართლა. ბაქოში შეიძლება მოგება.
roma
გუნდმა მოგვიგო დგომით და იძახით შანსი გვაქვსო? დჰ
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ოფიციალურად: "დინამო"-"ნეფთჩის" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უეფამ ევროტურნირებზე უდიდესი ცვლილება მოახდინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
"ნეფტჩის" ყოფილი ფეხბურთელი: "დინამო" კარგი გუნდია და ბაქოელებს გამარჯვება გაუჭირდებათ
თბილისის "დინამო" "ნეფთჩის" სჯაბნის, მაგრამ ჯერ ვერ უგებს
"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"ოლიმპიაკოსის" მწვრთნელი თბილისშია - ის "დინამოსა" და "ნეფთჩის" მატჩს დაესწრება