საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელში - ოლიმპიური ფიცის დადებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, მასში ხაზგასმული იქნება სოლიდარობის გამოხატულების მნიშვნელობა, ყურადღება დაეთმობა თანასწორობის საკითხს და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოხატვის დაუშვებლობას.

გარდა ამისა, ტოკიოში ფიცს დადებს ორი-ორი სხვადასხვა სქესის ათლეტი, მწვრთნელი და მსაჯი.

ამგვარი წამოწყების მიზანია ოლიმპიური თამაშების გენდერულად დაბალანსება. ეს მხოლოდ ერთ-ერთია IOC-ის და ტოკიო-2020-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც მიმართულია სპორტში ქალის მნიშვნელობის ასამაღლებლად, როგორც ამას მოითხოვს ოლიმპიური ქარტია.

ფიცის ახალი ფორმულირებები IOC-ის ათლეტთა კომისიის მიერ ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესიის საფუძველზეა მომზადებული და ამგვარად ჟღერს: "პირობას ვდებთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მივიღოთ ურთიერთპატივისცემის და წესების დაცვით, სამართლიანი თამაშების, ინკლუზიურობის და თანასწორობის იდეით განმსჭვალულებმა. სოლიდარულები ვართ და ვალდებულებას ვიღებთ დავკავდეთ სპორტით დოპინგის, თაღლითობის თუ რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი გუნდების ღირსებისთვის, ოლიმპიზმის ფუნდამენტური პრინციპებისადმი პატივისცემით და იმისთვის, რომ სპორტის მეშვეობით სამყარო უკეთესი გავხადოთ."

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ტოკიოს თამაშების გახსნაზე ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი მედროშით - ქალითა და კაცით.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ფიცი გაისმა ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ყველა ოლიმპიელის სახელით ფიცი ბელგიელმა წყალბურთელმა ვიქტორ ბუინმა დადო.

ოლიმპიური ფიცის ტექსტი ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა დაწერა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ბექაურმა ტრავმის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]
ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიადისთვის მზად არიან [PHOTOS]
საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიადაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
ლეგენდარული ფედერერი ოლიმპიური ოქროს უკანასკნელი შანსის გარეშე...
ბრაზილია - გერმანია: ოლიმპიადა მშვენიერი შეხვედრით იწყება
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]