ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოპოვებული აქვს, მაგრამ ტოკიოში ვერ მიდის, რადგან ქართულ მხარეს ოფიციალური განაცხადი არ გაუგზავნია.

"ძალიან სევდიანი ამბავია იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ჩემი ოცნება იყო. ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა.

ოლიმპიური თამაშები გამორჩეული მოვლენაა, წყვილთა თანრიგი კი სხვა სახეობების მსგავსად, ჩოგბურთშიც მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა ამაყობს, როდესაც რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი ჰყავს ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა არა.

არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ბრალია. ოფიციალურ პასუხსაც ვერავისგან ვიღებ. უბრალოდ, განაცხადი არ გააგზავნეს,"- დაწერა კალაშნიკოვამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უიმბლდონზე წყვილთა თანრიგის 1/8-ფინალი ითამაშა.

ცოტა ხნის წინ კი ოფიციალური განცხადება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ გაავრცელა:

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას , ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.

მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით , რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს , რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები."

ახლა კი ჯერი ოლიმპიურ კომიტეტზეა, სწორედ აღნიშნულმა ორგანომ უნდა განმარტოს, ვისი შეცდომის გამო დაკარგა საქართველომ 1 კუთვნილი ადგილი ოლიმპიადაზე და ჩოგბურთელს კი ოცნების ასრულების შრომით მოპოვებული შანსი წაართვეს.

Director.
დამალეთ ეს ქვეყანა. და თქვენც დაიმალეთ საერთოდ
ლუკა
ძალიან დასანანი და სამწუხარო ფაქტია.. ოლიმპიადაზე ვერ მოხვედრა მაშინ როცა სპორტსმენმა ლიცენზია მოიპოვა მართლაც დანაშაულის ტოლფასია..სასწრაფოდ უნდა მოიკვლიონ მიზეზები და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ყველამ ვისაც ეს ეხებოდა და არ ამ ვერ შეასრულა.ჩოგბურთის ფედერაციამ ფაქტია ხელები დაიბანა,ანუ მე არაფერ შუაში არ ვარო..ნაციონალებს ვერ დააბრალებენ-ესეც ფაქტია:).საინტერესოა ამ ყველაფერზე სეოკი რა განცხადებას დადებს.ვნახოთ..თუმცა ამ გოგოს რო უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს-ესეც ფაქტია
კოკო
ტურისტებად მიდიან ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები!მათი კვოტების რაოდენობა დამოკიდებულია თუ რამდენი სპორტსმენი აიღებს ლიცენზიას ფუნქციორებისათვის!!! ამიტომ გასაკვირია როგორ გამორჩათ განაცხადის გაგზავნა???
დათო
თითქმის ყველა კომენტარში რომ განიკითხავთ, იქნებ დაველოდოთ ერთი დღე მაინც
Simartle
ქვეყანა ბოსელს დაემსგავსა.

აბა აბა სანამ დორბლიანი არ მოვა არ გამოვა არაფერი
მომო
არ ჩაეძინათ... უბრალოდ არავინ ყავს პატრონი და დატოვეს ან სხვა რამე რაც ძალიან უყვართ არ მისცა... მე მაქვს შეხება კალათბურთთან და მეტრა ნახევარს ნახტომში 2008 წლიან ბავშვს ტენიან ყველგან და პერსეპექტიულ უპატრონო ბავშვებს გვერდზე წევენ... 205 სმ სიმაღლის 15 წლის ბავშვი მყავს და უპატრონობით მაგრა იჩაგრება
გოჩა
რა გაგიკვირდათ ყველგან ბარდაგია,არაპრფესიონალთა ბუმი.
კახა
ოთხ წელიწადში ერთხელ გაქვთ სამუშაო და ამასაც ვერ ასრულებთ ხეირიანად? თუ ეს სიმართლეა უნდა გააძევო სამსახურიდან გაპანღურებით ყველა ის პირი, უფროსიან-უმცროსიანად ვინც ეს ჩაიდინა! ეს მუქთახორები!
ბექა
სულ რაღაც 4 ათეული სპორცმენი მოხვდა ოლიმპიადაზე და მათი საბუთების ვერ მოაგვარეს უშეცთომოდ , სირცხვილია მეტი არაფერი,ამ სპორცმენს კი ჩაუყარეს შრომა წყალში
Musenbezi
ტურისტად თუ წავიდოდა თორე სხვა რას იზამდა?

სამარცხვინოები
საქართველო
ესეთი შეკითხვა მაქვს,როგორც ვიცი კალაშნიკოვა წყვილებში არის ძალიან კარგი,ერთეულში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა ოლიმპიადაზე. ეხლა ისმის შეკითხვა, თუ მეწყვილე სხვა ქვეყნის ჩოგბურთელია რომელი ქვეყნის სახელით უნდა გამოვიდნენ? ან თუ მეწყვილედ ქართველს აირჩევს ამ შემთხვევაში,ქართველს არ ექნება ლიცენზია და რა ხდება,აქვთ მაინც გამოსვლის უფლება?! მოკლედ ხვალ ორშაბათის და დიდი იმედი მაქვს,რომ ჩოგბურთის ფედერაცია და ოლიმპიური კომიტეტი გააკეთებენ ადექვატურ კომენტარს და აგვიხსნიან რატომ ვერ მოხვდა ეს გოგო ოლიმპიადაზე, ან თუ ვერ ახსნიან,თვითონ ჩაიხსნან და სხვას გადააბარონ პოსტი
Alika
Ara kompetenturobis zeimi raa,arundat sakutari uxeshi shecdomis agiareba.xoabaraa argamofenen sakutari samzareulodan ambebs sxva saxeobebis msgavsad,sadac saqmeebs qurduli gagebit agvareben chacucqulebi,es shemtxveva xaxaleishvilis shemtxvevas magonebsda arundat datmoba skamebis tore tavis ufrosian umcrosianad gasagdebebi xart yvela.raa amis pasuxiada chveni dziudoistebis gamosvlisasda zeimisas lomer jorjolians movkari tvali romelic dachraze iyo dacherili rogorc vicida amaze ratoargaamaxvilet yuradgeba jurnalistebma imaze ro wert vanda naram ra pozebshi gadaigo suratebi?!tu gamovida nakrebs rogor akareben?!
ქართველი
რა დაგემართათ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში!?...როგორც ჩანს ჩააეძინათ პასუხისმგებელ პირებს!!!...ან გამოასწორეთ ეს საწუხარი, ან იმ უპასუხისმგებლო პირს თუ პირთა ჯგუფს პასუხი აგებინეთ უმკაცრესად!!!....
12
ეს შეცდომა არ არის! რაშიც სხვას ადანაშაულებთ, იმას თქვენ აკეთებთ! აგეთ პასუხი!
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
სეოკ-ის აღმასკომი: წინასწარი გათვლებით ტოკიოში 35-37 სპორტსმენი გვეყოლება
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
მე ვარ სპონსორი, მწვრთნელი, ექიმი და ფსიქოლოგი... - ინტერვიუ სოფია შაფათავასთან
ოლიმპიური ნაკრების მედროშეები ცნობილია - ლიცენზიანტების სია
7.5 მლნ დოლარით მეტი - ავსტრალიის პირველობის საპრიზო ფონდი გაიზარდა