ჯოლი ლებლანკი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯოლი პორიე, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი გახლავთ. მიმზიდველი ლამაზმანი UFC-ის მებრძოლის, დასტინ პორიეს მეუღლეა, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც კონორ მაკგრეგორს მის მეუღლესთან დამარცხების შემდეგ შუათითი პირდაპირ ოქტაგონზევე აჩვენა. დიახ, ჯოლი ის ქალბატონი გახლავთ, რომელთან ერთადაც დასტინმა მთელი კარიერა გაიარა. სწორედ მისი მხარში დგომით დაიწყო ახალგაზრდა ათლეტმა ჩავარდნებიდან მწვერვალამდე მიმავალი ურთულესი გზა, დღეს კი ჯოლი მისი არა მხოლოდ მეუღლე, არამედ შვილების შესანიშნავი დედა და ძლიერი ქალბატონი არის.. სწორედ მისი მოტივაცია აძლევს დასტინს იმის ძალას, რომ არ დანებდეს, ერთხელ მაინც ან თუნდაც კონკრეტულ მომენტში ყურები არ ჩამოყაროს. ზოგადად თქმულა, ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.

მებრძოლი თავის მომავალ მეუღლეს 14 წლის ასაკში შეხვდა, თინეიჯერები ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობდნენ, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი 3 წელი ერთად ცხოვრობდნენ, რის შემდეგაც ამდენივე წლის გასვლის შემდეგ დაოჯახების გადაწყვეტილება მიიღეს. იმ დროს დასტინი პერსპექტიული, მაგრამ უცნობი სპორტსმენი გახლდათ.

"დიდი ხნის წინ მე მანქანაც კი არ მყავდა. ჩემს მეუღლეს აწონვებზე დავყავდი, ღამეს განადგურებულ სასტუმროებში ვათენებდით, მეორე დღეს კი საბრძოლველად გავდიოდი" - განაცხადა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა ყევლაფერი სულ მალე შეიცვალა და დასტინის საბრძოლო კარიერაში ნელ-ნელა სინათლემ შემოაღწია, 2010 წელს პორიემ მიწვევა WEC-დან (UFC-ის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული წვეულება) მიიღო. დასტინს მხოლოდ და მხოლოდ 1 წელი დასჭირდა იმისთვის, რათა საკუთარი თავი წარმოეჩინა და MMA-ს ყველაზე ძლიერი ორგანიზაციის მებრძოლი გამხდარიყო. UFC-ის ეგიდით გამართული შეხვედრები პორიესთვის შესანიშნავად დაიწყო, ამერიკელმა მებრძოლმა სტარტზევე 4 ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი დამარცხდა, თუმცა ამას მისთვის ფინანსური ზიანი არ მიუყენებია - შესანიშნავად მოგებულ შეხვედრებთან ერთად, დასტინის შემოსავალმა საგრძნობლად იმატა, მაგრამ სიხარული მუდმივი როდისაა?! მებრძოლი მორალურად განადგურდა... როგორც ის ამბობს, 2012 წელს ჩონ ჩან სუნგთან დამარცხებას საკუთარ თავს დღემდე ვერ პატიობს... ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც კარიერის სტარტზე თითოეულ შანსს ეჭიდები, შესანიშნავად იგებ, თუმცა ყველაზე დიდ მომენტს ხელიდან უშვებ...

რა თქმა უნდა, მისი მეუღლე უმალვე გვერდში აღმოჩნდა და მებრძოლს დეპრესიისა და უმოტივაციობის ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა. დასტინი ჯოლისთან ერთად ვარჯიშზე ხელჩაკიდებული მიდიოდა. მებრძოლი გრძნობდა, თუ რამდენს ნიშნავდა მისი თანამესაყდრისთვის მეუღლის წარმატება. შეუძლებელი იყო დასტინი დანებებოდა, შეუძლებელი იყო ანთებული თვალებით წარმატებისკენ სვლა შეეჩერებინა და ათლეტმა გადაწყვიტა, ამერიკის საუკეთესო გუნდთან ემუშავა. ამ აზრის შემდეგ ჩემპიონის ტიტულისკენ სვლა დაიწყო. ეს გახლდათ გზა, რომელიც ია-ვარდით სულაც არ ყოფილა მოფენილი, ყველანაირ წინააღმდეგობას კი წყვილი ერთად, ხელჩაკიდებული ხვდებოდა.

სწორედ ტიტულისკენ მიმავალ ბილიკზე მებრძოლმა შეძლო და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო - კაბუ სვანსონი, კონორ მაკგრეგორი, მაიკლ ჯონსონი დაამარცხა... დიახ, ის სწორ მომენტში გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჯასტინ გეიჯი, ედი ალვარეზი, ენტონი პეტისი და მაქს ჰალოვეი.

და სადამდე მივედით? ერთ დროს სიღარიბესა და უსახსრობაში მცხოვრები მებრძოლი UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ აღმოჩნდა.

"როდესაც ჩემს მეუღლესთან ერთად სასტუმროში საჩემპიონო ქამრით დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო სიზმარში ვიყავი. დიახ, მაქს ჰალოვეისთან ბრძოლის წინ მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ჯოლი გვერდით მედგა... ვხედავდი იმას, თუ როგორ ივიწყებდა საკუთარ ოცნებებს და მეხმარებოდა მე... დიახ, მე ვხედავდი ყველაფერს, ბრძოლის შემდეგ კი მითხრა: "მე შენ გითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - ციტირებს მებრძოლის სიტყვებს BT Sport-ი.

პორიეს ცხოვრებასა და წარმატებაში გაწეულ როლზე დაუფარავად ისაუბრა ჯოლიმ:

"მე დასტინს წლების წინ ვუთხარი, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა, მისთვის საჩემპიონო ტიტული უბრალოდ დროსთან იყო დაკავშირებული. როდესაც ჩემს მეუღლეს დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა შესთავაზეს, მივედი მასთან და ვუთხარი: "მე შენ გითხარი, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა, გამოიყენე ეს შანსი და წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთე".

რაც ყველაზე მთავარია, მებრძოლის მეუღლე ხშირად ახსენებდა მას, რომ ის საუკეთესო იყო, მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო და სწორედ ასე იცვლებოდა ეკლიანი გზა ია-ვარდით...

რატომღაც, როდესაც დასტინი ოქტაგონზე შეაბიჯებს, ჯოლი თვალებს ხუჭავს და უჭირს ყურება... რთულია, როდესაც მისი ოჯახის წევრი და შვილების მამა იბრძვის. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ მის ცხოვრებაში არსებული საუკეთესო ადამიანი დაინახოს, თუ როგორ განიცდის ტკივილს...

საინტერესოა, რომ ორ ძლიერ ადამიანს არც რომანტიკა ავიწყდება. დასტინსა და ჯოლის დიდხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2016 წლის აგვისტოში, ქალიშვილი შეეძინათ, რაზედაც ათლეტმა მას მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა უწოდა.

2017 წელს კი ქალიშვილის დაბადებით შთაგონებულმა პორიემ (მისი მეუღლის დახმარებით) საქველმოქმედო ორგანიზაცია "ბრძოლა სიკეთისთვის" შექმნა. იდეის არსი მარტივია: დასტინი ჩატარებული ბრძოლის შემდეგ უნიფორმას ყიდის და თანხას იმ ადამიანებს უგზავნის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი დახმარება კონკრეტული ამერიკული სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა მიიღეს. პორიემ შეძლო და მათ დიდი სიხარული აჩუქა... სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე აარონ ჰილსაც (ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც თავის ტვინის სერიოზული დაავადებით გარდაიცვალა) პორიემ თავისი ეკიპირება და დიდი ოდენობით თანხა გადასცა, რათა ვაჟკაცის გადარჩენა მოხერხებულიყო, თუმცა კონსტრუქციიდან გადმოვარდნის შემდეგ მისი ტვინი სერიოზულად დაზიანდა და ექიმების დიდი ძალისხმევისდა მიუხედავად, აარონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ბიჭის ოცნება ორგანიზაციის შემუშავება და ხალხის დახმარება იყო...

"ჩვენ შევქმნით საიტს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს დავეხმარებით, ეს ხომ აარონის ოცნება იყო" - განაცხადა ESPN-თან პორიემ.

ამ დიდებულ იდეას, რა თქმა უნდა, მებრძოლებიც გამოეხმაურნენ და მონაწილეობაც მიიღეს. მაგალითად, ხაბიბმა ორგანიზაციას ის მაისური გადასცა, რომლითაც პორიეს წინააღმდეგ ბრძოლისას გამოვიდა... მთელი მსოფლიო იმავეს ელოდა კონორ მაკგრეგორისგან, რომელსაც დახმარების სიტყვა პორიესთვის უკვე მიცემული ჰქონდა, თუმცა ორგანიზაციას ირლანდიელი მებრძოლის არც მაისური და არც სპორტული ინვენტარი არ მიუღია, რის შემდეგაც დასტინი იძულებული გახდა, ეს უსიამოვნო ფაქტი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გამოექვეყნებინა... სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი... მაშინ ჩამოყალიბდა ის ზიზღი და დამარცხების ჟინი, რომელიც ამერიკელ მებრძოლს კონორთან აქვს...

ეს ის გზაა, რომელსაც ყველა წარმატებული მებრძოლი გადის, მათ უკან კი ძლიერი ქალბატონები დგანან, რომლებიც საჭირო დროს სწორ ადგილას იმყოფებიან და შრომისა და იმედგაცრუებისგან განადგურებულ კაცებს ახალ ძალასა და ენერგიას აძლევენ. დიახ, სწორედ ასეთია დასტინისა და ჯოლის ისტორიაც.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
"არ დაგავიწყდეთ, რომ..." - არმან ცარუკიანი ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას გამოეხმაურა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
კადიროვი და კანდელაკი ხაბიბს პრაქტიკულად ეხვეწებიან, დაბრუნდიო - საუბარი კოლოსალურ თანხებზეა
ხაბიბი თოფურიას ბრძოლიდან ჩახსნას გამოეხმაურა
"ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს" - მაკგრეგორის პროგნოზი
"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა
"თუ თქვენ მათ პატივს არ სცემთ, მაშინ მე..." - ხაბიბმა წამყვან ორგანიზაციებს მიმართა
შესაძლოა ხაბიბი ოქტაგონს დაუბრუნდეს, ჩეჩენმა ჯეიკ პოლი ორგანიზაციაში მიიწვია
"კონორი მეორედ ვერ აღზევდება, ის "რეალი" არ არის" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ
"პატარა სულელო, თავს წაგაცლი... " - რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?
"არაფერი მახსოვს..." - ხაბიბმა კონორთან გამარჯვების შემდეგ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა [VIDEO]