ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველი გოგონა მსოფლიო ჩემპიონის პრესტიჟული ქამრისთვის იჩხუბებს!

ქართველი გოგონა მსოფლიო ჩემპიონის პრესტიჟული ქამრისთვის იჩხუბებს!

სულ მალე თანამედროვე ქართული პროფესიონალური კრივისათვის უმნიშვნელოვანესი ჯახი შედგება - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ქალი მოკრივე, ელენე სიყმაშვილი, სუპერსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებს. ადგილობრივ მოკრივე სანა ტურუნენთან დაპირისპირებაში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ორი ვაკანტური ქამარი თამაშდება: GBU (გლობალური კრივის კავშირი) და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული IBF (საერთაშორისო კრივის ფედერაცია) ვერსიებით.

აღსანიშნავია, რომ ამ დონის ქამრისთვის ქართველი მოკრივეებიდან მხოლოდ ავთანდილ ხურციძეს უჩხუბია.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს სიყმაშვილი სანა ტურუნენთან 6-რაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში დამარცხდა, სპეციალისტთა შეფასებით, ამჟამად ქართველ მებრძოლს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაუფლების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

საბრძოლო განწყობა აქვს თავად ელენესაც, რომელიც სრული კონცენტრაციით ემზადება და მეტოქისთვის რევანშის აღებასთან ერთად საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრებით დაბრუნებასაც გეგმავს, რაც ქართული ქალთა კრივის ისტორიაში მართლაც რომ უდიდესი მიღწევა იქნება.

ელენემ Boxing Group Promotion-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდთან მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა:

"ეს ბრძოლა თითქმის 2 წელიწადია იგეგმება, თუმცა პანდემიის გამო უკვე 5-ჯერ გადაიდო და ახლა, როგორც იქნა, შედგება. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მოკრივისთვის, ამ ყველაფერმა მზადების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნა, მაგრამ რაც მთავარია, ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მაქვს შეგრძნება, რომ სრულად ვფლობ ჩემს სხეულს, რაც აქამდე არ მქონია. დღეში ორჯერადი დატვირთვებით ვვარჯიშობ და ყველა სრულად არის ჩართული ჩემი მზადების პროცესში, როგორც მწვრთნელი მინდია ნოზაძე, ასევე ჩემი მეგობარი მოკრივეები.

რაც შეეხება მეტოქეს, სანა ტურუნენს რინგზე 2019 წელს შევერკინე და დავმარცხდი. მიზეზთა გამო იმ ბრძოლას სათანადო მომზადების გარეშე შევხვდი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება იყო და არაფერი განსაკუთრებული არ შემოუთავაზებია მეტოქეს. უბრალოდ ის გაცილებით კარგად იყო ნავარჯიშები და საკუთარ კედლებში მეტი შემართებით იბრძოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სრულფასოვანი მზადება მაქვს გავლილი და ბრძოლის სულ სხვა სტილი მაქვს შემუშავებული. რა თქმა უნდა, მესმის, რომ მეტოქე სერიოზულია, ვიცი, რომ ისიც კარგად ემზადება და ჰგონია, რომ მომიგებს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ზუსტად ვიცი, რა შემიძლია და რას გავაკეთებ.

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, ბრძოლა რომ მის სამშობლოში ტარდება. მას ექნება პუბლიკისა და ადგილობრივი მსაჯების მხარდაჭერაც. ამიტომ ჩემთვის ჯობდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართულიყო ეს დაპირისპირება. ეს სერიოზული ფაქტორია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავიდე რინგზე და ყველას ჩემი უპირატესობა დავანახო. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ამიტომ ჩემმა მეტოქემ, თუ უნდა, საკუთარი სახლის ეზოში დადგას ის რინგი - მე ჩემს საქმეს გავაკეთებ!

რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლას წინ ახლავს ნერვიულობა და სტრესული ფონი. ვინც რაც უნდა მოიტყუოს, ყველა სპორტსმენს აქვს მღელვარება შეჯიბრების წინ და ეს ნორმალურია. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მაინც კარგი განწყობით შევხვდე ბრძოლას და ნეგატიური ენერგიები ახლოს არ მივიკარო. იყო შემთხვევები, როცა ჩემი წინა მარცხის მერე გარკვეულმა პიროვნებებმა ირონიულად მომიხსენიეს ან ჩემკენ თითის შვერა დაიწყეს. იმ მარცხს ჰქონდა თავისი მიზეზები, დროებითი მწვრთნელის მიერ არასწორად დაგეგმილი მზადების ციკლიდან დაწყებული, წონის კლების პროცესში დაშვებული შეცდომებით გაგრძელებული - რამაც სრულად გამომფიტა და ბრძოლისუუნაროდ მაქცია. ამ ყველაფრიდან კარგი გაკვეთილი მივიღე. ამიტომ ამ გამარჯვების მერე ჩასაფრებულ არაკეთილისმოსურნეებს ყველას სათითაოდ მოვიკითხავ და მათ მიერ ჩემკენ გამოშვერილ თითებსაც სათანადო ადგილს მივუჩენ!

ჩემს ყველა ბრძოლას და გამარჯვებას, პირველ რიგში, ჩემს შვილს, საბა ჩაჩანიძეს ვუძღვნი და მას ეკუთვნის. მინდა მისი გახარებული და გაბრწყინებული თვალები ვნახო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მის შემდეგ კი ჩემს მწვრთნელებს, ჩემს გუნდს, მეგობრებს და ყველა გულშემატკივარს, ვისაც ახარებს ჩემი და მთლიანად ქართული პროფესიონალური კრივის წარმატებები! მე გავალ რინგზე და მათთვის ვიომებ!“ - აცხადებს ელენე სიყმაშვილი.

10-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა ფინეთის ქალაქ სავონლინაში, 14 აგვისტოს შედგება. თუკი იქნება ბრძოლის ლაივ-რეჟიმში ჩვენების საშუალება, მას Boxing Group Promotion-ის "ფეისბუქის" გვერდი შეგვთავაზებს.

წყარო: Boxing Group Promotion

• ლალი

Warmatebebi

• თამრიკო

მაგარი ხარ! მიდი! გაიმარჯვე!!! ყოჩაღ!!!!!

• ლელა

წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ ელენეს-ველით საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ ახმიანებას!

• ჟორა

წარმატება, სამშობლო ელის შენს გამარჟვებას.

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა

კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა

"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს

პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა

პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს

"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე

შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება

ელენე სიყმაშვილი: მინდა გულშემატკივრები გავახარო და ჩემპიონის ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო

ქართველი პროფესიონალი მოკრივე ქალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს