საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია სომხეთთან. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოს იყო თბილისში მიმდინარე ფიბას ევროჩელენჯში პირველი მატჩის მოგებასთან, თუმცა გამოცდილების უქონლობამ ბოლო წუთებზე თითქმის მოგებული შეხვედრა წააგებინა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სომხებმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 60:58.

შეხვედრის დასრულებამდე 105 წამი რჩებოდა, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ელისაბედ ხიმშიაშვილმა ორქულიანი მეტოქის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, ჩვენიანები 58:52 დააწინაურა და სამწუხაროდ, საჯარიმო ააცილა. დარჩენილ დროში ქართველმა გოგონებმა შეცდომები დაუშვეს, ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს, სომხებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში გაათანაბრეს და ქართველების ორფაზიანი შეტევაც მოიგერიეს. ჩვენს მეზობლებს შესატევად 6 წამი დარჩათ, რას წუთშესვენების შემდეგ საზრიანად გამოიყენეს და ანი მკრტჩიანმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში 10 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლიკა კვირკველია. ნატალი ჩუტკერაშვილმა 20 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ანა ნამგალაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მესამე ტურის მეორე მატჩში ტურნირის ფავორიტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 72:46 გაანადგურა ალბანეთის ნაკრები. 12 აგვისტოს ჩელენჯერზე დასვენებაა, ბოლოსწინა ტურში კი, 13 აგვისტოს, მალტა ალბანეთს შეხვდება, ჩრდილოეთი მაკედონია – სომხეთს.

GBF.GE

სოსო
სომეხი სხვის კალათში არაფერს ჩააგდებსო და ანდე!ისეთი გაჭირვებულები გვნახეს,რომ ჩაგვიგდეს.გასული საუკუნის 70-იან წლებში,თბილისის დინამოს თამაში ჰქონდა ვილნიუსში,სტატიბას წინააღმდეგ და ბოლო წუთების რადიორეპორტაჟის მოსასმენად დავჯექი.ჩაირთონ რეპორტაჟი და ნიგზარ ჯუღელმა გვახარა,მეგობრებო,დღეს დინამომ გაიმარჯვა.მართალია ძირითადი დროის ამოწურვამდე 35 წამია დარჩენილი,მაგრამ 7 ქულას ვიგებთ და ბურთიც ჩვენია..მაშინ სამქულიანი ტყორცნები არ არსებობდა და ისიც დარწმუნებული იყო გამარჯვებაში,მაგრამ დინამომ მოახერხა ამ თამაშის წაგება.ბურთს შემოტანისასვე ჰკარგავდნენ ეტყობა და ეს მაშინ ჩვენთვის სიახლე იყო.ცხონებული ნუგზარ ჯუღელის ხმა,ასეთი ნირწამხდარი,მეორედ მხოლოდ ერევანში, რეზო ჩელებაძემ ცარიელ კარს რომ ბურთი ააცდინა და ბატონი ნუგზარი წინდაწინ ყვიროდა არის! არისო!აი მხოლოდ მაშინ მაქვს მოსმენილი.დინამო იმწელს საპრიზო ადგილისთვის იბრძოდა და მგონი აიღო კიდეც,მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვემარჯვებოდა მოგებული ბრძოლის წაგება.ასე მოხდა ოლიმპიადაზეც და არც გოგონებმა უღალატეს ქართულ სენს.
ჰაჰა
ეგრე. თავიდანვე უნდა მიეჩვიონ ბოლო წამებზე წაგებას. თორე მერე ოლიმპიადაზე თავი მოგვეჭრება.
დიმა
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ განზრახ წააგეს.
კოტე ბრეგვაძე
ასაკობრივ გუნდებს პატრონი არ ჰყავს? დარჩა ვინმე, ვისთანაც არ წავაგეთ?
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს