სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ მიპყრობილი.

SPORTALL.GE "კვარას" აგენტ მამუკა ჯუღელს დაუკავშირდა.

"ტოტემჰემი" და "ნაპოლი"

"როგორც "ტოტემჰემის", ასევე "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. თუმცა საკითხები ბოლომდე შეთანხმებული არაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რუბინი" ხვიჩას ტრანსფერს ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს, მაგრამ მას Transfeemarkt-ზე აქვს თავისი ფასი, ეს მისმა მსურველმა კლუბებმა იციან და ვისაც კვარაცხელიას გადაბირება სურს, მისი გადახდა მოუწევს. თუკი კლუბებს შორის მოლაპარაკება არ ჩაიშალა, კვარაცხელია გუნდს რამდენიმე დღეში შეიცვლის. ასე თუ ვერ მოხდება, ხვიჩა "რუბინს" დეკემბერში აუცილებლად დატოვებს.

მოლაპარაკებებში უამრავი დეტალია, რომელთა აფიშირების უფლება მხოლოდ კლუბებს აქვთ. იმას გეტყვით, რომ თავდაპირველად საუბარი 20 მილიონ ევროზე იყო, თუმცა შემდეგ ამ თანხამ დაიკლო."

ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება

"კვარაცხელიას "კრილიასთან" მატჩში კუნთში ჩაარტყეს და ამის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ახლა მას სამკურნალო პროგრამა აქვს, რომელიც ჯერ ვერ დასრულდება. შესაბამისად, კვარაცხელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუკი კლუბს არ შეიცვლის, 12 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაშს შეძლებს."

რაც უნდათ წერონ...

"უკვე შევეჩვიე იმას, რომ ჩემ მიმართ აგრესია აქვთ, ადამიანები უბრალოდ სხედან და წერენ იმას, რის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ. ჩვენზე მეტად არავის სურს, ხვიჩამ ტოპ-კლუბში ითამაშოს და ეს ასეც მოხდება, ამისთვის ყველაფერი კეთდება. "ტოტენჰემი" თუ "ნაპოლი" მაინც ტრამპლინია. კვარაცხელიამ ისეთ გრანდში უნდა ითამაშოს, როგორიც "რეალია".

jigari
კი დღეს დგას და მორჩით ამ რიჟა ბაზარს - ქართული ფეხბურთი ერთ კაცზე არ უნდა იდგეს(არ დგას). ჯერ ეს ერთი ზოგადად არ უნდა იდგეს, მარა ეს საქართველოს მსგავს ნაკრებებზე და გუნდებზე არ მიდის - კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი რო გვეყოლება რამდენიმე სხვა პოზიციებზეც მაშინ უნდა მასეთი ბაზარი. და მერე მეორე, მაშინაც ამბობდით მაკედონიასთან ნოემბერში რო მერე რა კვარას გარეშედაც მოვიგებთო და ვნახეთ რაც ვქენით, და მარტშიც ვნახეთ რაც ვქენით როცა მთელმა ნაკრებმა სამ თამაშში სამი გოლი გავიტანეთ - ერთი საკუთარში და ორი სხვისაში - ვისი გოლები იყო ხო არ გახსოვთ და ვის წინააღმდეგ(და კიდე ის შეცვლაზე რო მოვუგეთ მაკედონიას, ვისი გოლით ეგეც ხო არ გახსოვთ)? ფაქტია რო დღეს შემსრულებელი და არაცარიელ კარში შემგდები, რომლის იმედზეც იქნები ძლიერი გუნდების წინააღმდეგ არის კვარაცხელია და მორჩით ამ უაზრობებს კვარაცხელიას როლის შემცირებისთვის რო აფრქვევთ და რამე სხვანაირად გააპრავეთ ის უმსგავსობა რაც ეხა მოხდა (12ში წარმატებებს ვუსურვებ რუბინს, ამოისუნთქავენ ალბათ...)
სოსო
ინგლისში სათამაშოდ ვერ გადახვალ,თუ ნაკრებში თამაშების 75% არ გაქვს ჩატარებული.ასე იყო და მგონი არ შეცვლილა.ასე რომ ნაკრებში უთამაშებლობა,პირიქით,კონტრაქტის დადების აკრძალვად შეიძლება დაუჯდეს.
სოსო
იქნებ იმიტომ არ იღებენ ხმას ახლობლები,რომ იციან საქმის ვითარება და ენდობიან იმ ხალხს,ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ?ხვიჩას მამა ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მწვრთნელია.ასე რომ ადვილად ვერავინ მოატყუებს და რას აკეთებენ,კარგად ესმის.ჩვენ შეიძლება ყველაფერი ვიფიქროთ და ვიეჭვოთ,მაგრამ მათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ და დასკვნებიც იქიდან გამოაქვთ.
11
რაც უფრო მალე მოშორება ჯუღელს, მით უკეთესი ხვიჩასთვის. თუ არ მოშორება, დაინგრევს კარიერას.
რატი
უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, ნუთუ ქართული ფეხბურთი კვარაცხელიაზე დგას? ნუ არ მოდის! და რა? ეროვნული ტრაგედიაა? გავაგრძელოთ რა ცხოვრება და ვისაუბროთ იმ ჯიგრებზე ვინც დღეს ვარჯუშობს თბილ.ზღვაზე.
jigari
შენ თუ რაციოს კვინტენსენცია ხარ, მაშინ გვითხარი 12ში როგორ თამაშობს რუბინში როცა 4 დღით ადრე ტრვამის მომიზეზებით არ თამაშობს ნაკრებში?
ვახო
ვკითხულობ კომენტარებს და უმეტესობა ხართ აბსოლიტური ფანტაზიორები და კონსპიროლოგები.
rigiti
ნაპოლი, ტოტენჰემი ტრამპლინიაო? ნუთუ ნაკრებიც? ისე მესის და რონალდოს არ პატიობენ ნაკრებში თავის დაზოგვას. რუბინში გატანილი გოლებით კი არა ნაკრებში გატანილი გოლების წყალობით მოექცა ყურადღების ცენტრში. ნუ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ გადაუწყვიტეს საქმე.
XXX
ნაკრები აღარ აინტერესებთ?
Rogor
ვინ, ხვიჩა კვარაცხელია იტკივებს ფეხს და არ უნდა თავის გამოჩენა ნაკრებში??? მითუმეტეს ისედაც ყველამ დაინახა სანამ ესპანეთს არ გაუტანა მანამდე არავინ დაინტერესდა ევროპაში საერთოდ არ აინტერესებთ რუსეთის ჩემპიონატი. ესპანეთს რო გაუტანა და საბერძნეთს ზედ მიაყოლა მაშინ ხომ კარგი იყო მაშინაც ფეხს იტკიებდა ბიჭი??? მაგრამ რუსებმა ეგ რომ ნახეს მწარედ ინანეს (ხვიჩას ნაკრებში გამოშვება) ეგ მწარე "შეცდომა" და გადაწყვიტეს მეორედ აღარ დაუშვან მაგის გამეორება, ეხლა კიდე ესპანეთს გოლი რომ გაუტანოს მსოფლიო აალაპარაკოს არ უნდათ მაგის გამეორება. არც ის არის შემთხვევითი ზუსტად მაკედონიასთან თამაშის წინ რომ დაუდგინდა ის ვირუსი, მეთოდები უამრავია პრობლემა არ არის რამის გაჩალიჩება
კახა ქ.
ამას 20მლნ რო დაადეს,მაშინ იყო ყველაფერი იასნი.12 სექტემბერს თუ უნდა ითამაშოს რუბინში,ე.ი.დარჩენილა და ეგაა.ფანჯარა აგვისტოში არ იკეტება?თუ ამისთვის ფორტოჩკას ტოვებენ.ძალიან აამწუხაროა.
კახა ქ.
აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი სამწუხაროდ და ეს უნდა ვაღიაროთ.მე ჯუღელის წინააღმდეგი არა ვარ,არ ვიცნობ რომ რამე მალაპარაკებდეს,ბევრ ფეხბურთელს დაეხმარა როგორც ვიცი ,მაგრამ ყოფილი საიუზის ფარგლებში,მაგრამ აი ევროპის რა გითხრათ.აი თქვენ რომ მაგარი გუნდის პრეზიდენტი იყოთ ვის უფრო დაუჯდებოდით სასაუბროდ--მენდეშს,რაიოლას და ა.შ. თუ ჯუღელს.საწყენად ნამდვილად არ ვიძახი.დიდ გუნდებთან ცოტა სხვა მიდგომაა,სხვა რაღაცწებია როგორც მე ვიცი,ვიდრე რუბინთან,როტორთან და ა.შ.(არანაირ შეურაცყოფას არ ვაყენებ ამ გუნდებს,არც მიფიქრია).
jigari
ასიანი ხარ
ზაზა
დაიწყო ნაკრების თამაშები და დაეწყოთ ,,ტრავმები,,. რამდენი აიტკივებს ფეხებს ახლა გამოჩნდება

ბოტების და სპეც-ტროლების საშუალებით განსაკუთრებით
dato!!!
ეგ ზღაპარი ბებიაშენს მოუყევი
ILIA
გაიხარე, ლევან! ) ჩემის სათქმელი თქვი.
გიო
ჯუღელი რო გვაბოლებდა “პრიდლაჟენიები” მაქ მთელი ევროპიდან და მომავალ სეზონში ტოპში იქნება ხვიჩაო აბა სადაა ტოპი აფერისტია ეგ კაცი ლაპრაკზეც არ ეტყობა მაგას რამე დაეჯერება?
ზურა222
ხოო ამას წინათ პუტინს მოუწვევია უშიშროების საბჭოს სხდომა და დაავალა ვალერი გაზაევს და სხვა თავის აგენტებს-კვარაცხელია დაჩაგრეთ როგორმე თორემ ევროპაში რომ წავა იქ ნატოს გენერლებს შეხვდება და მოსთხოვს საქართველოში ნატოს ჯარების შეყვანასო ! DD
Expert.
არაფერი განსაკუთრებული. მუშაობს აგენტურა.
რუსეთის დედაც
vax-vax ,ასპროცენტიანი ხარ!!!
ILIA
ხვიჩა, ძამიკო, საქართველოში გაღმერთებიდან სიძულვილამდე მხოლოს ერთი ნაბიჯია. იცოდე ეს!
qomagi
რას სად ვკითხულობ, აქამდე რო არ გამოვიდა ტრანსფერი რის გამოშეილავეს თავი ყოდვისგან? რო დაიმტვრა მაგიტო. რამდენი ტრავმა მიიღო უკვე? და საერთოდ ნაკრების თამაშის წინ ტკივდებათ ყველაფერი განსაკუთრებით რუსეთში მოთამაშე ქართველებს და რატო?
vax-vax
ამასწინათ მე ვთქვი, რომ ხვიჩას ნაკრებში არ ათამაშებენ. ახლა ვაცხადებ! არსადაც არ გადადის.ამ ბიჭის გაფუჭება აქვთ რუსებს გეგმაში, საფეხბურთო აგენტებს კი მხოლოდ თავისი ჯიბე აინტერესებთ(ჯუღელი არ მყავს მხედველობაში)
დაგოიმებული გულშემატკივარი
ვაა, მართლა კაცო? ხელფასს როგორ გიხდიან რატო ხარ გაბრაზებული
roliko
კვარაცხელია გაჭიმული იდგა რუსეთის ჰიმნზე და რატომ ჩამოვა ნაკრებში?რომ კითხო რუსეთი ოკუპანტი არის თუ არა უარს იტყვის…
რიგითი მკითხველი
ბოტი ხარ. წერე რამდენიც გინდა მაინც შეგისრულებთ
აჩი**
ნუგზარ არ გეზარება ეს ტყუილი ლაპარაკი? არაფრის გამკეთებელი არ ხარ ტყუილად ქედმაღლურად ლაპარაკობ
ზურა222
ხვიჩას და მამამისს მივმართავ დროზე შეეშვით ჯუღელს და მოიქეცით ისე როგორც ნაღდ ფეხბურთელებს და ნაღდ კაცებს შეეფერება ! თორემ მართლაც სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია ! და ისე არ გამოვიდეს რომ ფედერაცია თუ არა ხალხი მოითხოვს ხვიჩას ნაკრებიდან სამუდამოდ მოკვეთას და სამუდამო დისკვალიფიკაციას ! და მერე მოგიწევთ ისეთ "გუნდში" თამაში ვიზეც არ ვრცელდება ფიფა-უეფას სანქციები სადღაც ნორილსკის ან სევეროდვინსკის სამოყვარულო გუნდში 1 ჭიქა ჩაის საფასურად @@
აჩი***
ნუგზარ ნუღარ ქაქანებ ტყუილად, შენ არ შეგიძლია რუსეთის გარეთ გაყიდო ვინმე,
п
აუ კაი რა, რა პონტია ეე?!
ზურა222
მე დარწმუნებული ვარ რომ რუბინი აქ არაფერ შუაშია და ჯუღელი მამაძაღლობს რაღაცას @ რა აზრი აქვს რუბინისთვის ხვიჩას დამალვას და ნაკრებსი არ გამოშვებას თუ რუბინშიც არ ითამაშებს ? ჯუღელი თავის ძმაკაც საიმანოვთან (რუსტიკას რომ ეძახის) რაღაცას ხლართავენ ფულს ათეთრებენ ამ რაღაცა უაზრო "ტრანსფერებით" ჯერ იყო და არაფრის მაქნისი ხაკშაბანოვიჩი იყიდეს ვითომ 6 მილონ (!!) ევროდ და მაგაზე ბევრად უკეთესი მაკაროვი გაყიდეს ! ცოტა ადრე იგნატიევი იყიდეს 5 მილიონად საერთოდ ფეხბურთის გაგებაში რომ არაა ! ეხლაა და ვიღაცა მონსერატ ტალბი იყიდეს 4 მილიონად ! ეხლა ვუყურებ კრასნოდარ რუბინს და მაგ ტალბის თავმოყვარე მწვრთნელი დუბლებშიც არ ათამაშებს ორივე გაშვებული გოლი მაგის ბრალია ! ხვიჩას რაც შეეხება მართლა თეთრი ძაფებით არის აქ ყველაფერი შეკერილი და თუ მართლას დარჩება ჯუღელთან მოუწევს კარიერის გაგრძელება ჯერ სადღაც ურალში ან როტორში (ჯუღელის გუნდში) და ვლადივოსტოკის ლუჩში დამთავრება @ და მთავარი უბედურება აქ ისაა რომ ხვიჩXას ახლოვლებიც არიან ჩართული ამ თამაშსი @ ასე თუ არაა რატომ არაფერს ამბობს მამამისი და რატომ არ ერევა საქმეში ?? ან ჩვენი ფედერაცია ავიღოთ ნორმალური ქვეყნის ნორმალური ფედერაცია აქამდე ათჯერ ჩაერეოდა და გაარკვევდა სიმართლეს მაგრამ რომელია აქ ნორმალური ? მე ერთადერთი სლუცკის იმედი მაქვს--პირში მთქმელი კაცია (მაგიტომაც გააგდეს ამ 10 წლის წინ რუსეთიდან) და მალე ამოუვა ყელში ეს მაფიოზობა და ყველაფერ სიმართლეს იტყვის !
gori
ჯუღელმა თავისი ყაიდის გახადა. უკვე აღარაის აინტერესებს ამ როჟების სიცრუეები. სურვილიც აღარ მაქვს მის თამაშს ვუყურო...........................
kaxa
საერთოდ გააფუჭეს ეს კაცი, მალე მისი თამაშის ყურებაც აღარავის მოუნდება
ცოტა იუმორიც გავრიოთ.
ხვიჩას უთქვია, კოვიდი შემეყარაო, რა დროს ნაკრებში თამაშიაო.
ვოოტ
და რა გამოდის, ხვიჩას ტრავმა უნდა გვიხაროდეს?!... იმიტომ, რომ თუ ტრავმა არ აქვს, ფიქრიც არ მინდა... და კიდევ გამოდის,რომ კვარაცხელიას გარემოცვაში ერთადერთი წესიერი კაცი ისევ სლუცკი გამოდგა, რომელმაც პატიოსნად განაცხადა - ხვიჩაზე რაც არ უნდა ვთქვა, სიმართლე არ იქნებაო... კი, ბატონო, ჰქონდეს ტრავმა, მაგრამ პატივი დაგვდოს და დაგველაპარაკოს, ლაპარაკი ხომ მაინც შეუძლია?!... სხვანაირად სხვა სუნი უდის ამ ყველაფერს და სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია...
dudu
თუ კვარას ზამთარში მაინც უნდა უკეთეს გუნდში გადასვლა, სანაკრებო თამაშებში უნდა ანახის თავი და არა რუსეთის ლიგაში. ახლა კვარას სადმე გადასვლა ზღაპარია!!!
გაბრაზებული გულშემატკივარი.
რონალდოს უყვარს მანჩესტერი, ხოლო ჯუღელს და კვარაცხელიას არ უყვართ საქართველოს ნაკრები თავის გულშემატკივარიანად... რამდენჯერ უნდა გვიღალატოთ, ეხლა გინდა რუბინში ითამაშე და გინდა ალაშკერტში, ვინღა გიყურებს...დავაი რაა...
ლაშა
წინა სანაკრებო ხომ გაიმაზა ტრანსფერის გამო 3 თვის წინ. ახლა კიდევ იგივე მიზეზი. კუნთში ჩაარტყეს, ეგ იმას მოუყევით ვინც არ უყურებს და არ აინტერესებს.
არაგველი
გულისამრევი სიტუაციაა.ტფუ.
*გიორგი
აბა ტრამვა მოგონილიაო,ამ საიტზე ერთი ამბავი იყო ატეხილი, ტოტენჰემში გადავიდა და მაგიტომ არ არის განაცხადშიო,ზღაპრების გჯერათ.
ზვიადი
აქ მართლაც რაღაც ვერაა ისე... ყვეაფერი საეჭვოა... მაინცდამაინც როცა ნაკრებს სჭირდება, მაშინ როგორ იმტვრევიან ფეხბურთელები? საკითხავი აი ეს არის... ოდესმე გვეღირსება ნორმალური შემადგენლობა?
ოპტიმუს
რას იზამ, ყველა კანკავა ვერ იქნება. თუ შეგიძლია და არ თამაშობ შეგირცხვა ახალგაზრდა წვერ-ულვაში... ეეჰ, ჯიგარი აღარ არი, ჯიგარი!!! რაც ალხანა ის ჩალხანა, რაც ქვეყანა ის პატრიოტიზმი.
გია
საერთოდ ქართველებს, ყველა კაი თვისებებთან ერთად, ერთი ძალიან ცუდი თვისება გვაქვს, ერთბაშად ავყვებით ემოციებს, მერე გადავდივართ აჟიტირებულ მდგომარეობაში და რომ იტყვიან, ვეღარ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, კარგა ხანი. ასე დაგვემართა ხვიჩას ამბავშიც: სიხარულის ყიჟინა და მერე ლოდინი, ლოდინი უსასრულოდ. რა ვიცი ვნახოთ, იმედი არ დავკარგოთ, მეტი რაღა დაგვრჩენია.
სოსო
წინა ნაკრების თამაშებზე აი ეს ესაა იყიდება ტრავმა არ მიიღოსო მერე ტრავმირებულს აღარ იყიდიანო, ეხლა ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს, ბარემ აუკრძალეთ ნაკრებში თამაში რააა საერთო... და გულშემატკივარი ხვიჩას ელოდებაააააა
თემო.
ოოო, რაღაც ძალიან ცუდად, ხომ არ ემთხვევა ხვიჩას "ტრავმიანობა" საქ. ნაკრების თამაშებს? თქვენ რას იტყვით ძმებო?
ირაკლი
ტოტენჰემი თუ ნაპოლი მაინც ტრამპლინიაო,, ვაახ..
Bs
ჯუღელმა დიდი როლი ითამაშა ხვიჩას გადასვლაში საქართველოდან ჯერ სპარტაკში და განსაკუთრებით შემდეგ რუბინში, რამაც ხელი დიდად შეუწყო ხვიჩას გახსნა-ათამაშებას, ანუ ხვიჩას დღევანდელ ჯერ კიდევ წარმატებულ კარიერაში მისი ამაგი უდავოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს ის აფერხებს ხვიჩას წინსვლას! რადგან გრანდების და დიდი კუშის ძებნაში ბიჭი ძაან მარტივად შეიძლება დარჩეს იქ სადაც არის და გაიმეოროს ასათიანის-ჯანაშიას-ანანიძის-კვიკველიას და კიდევ არაერთის ბედი და ამაში დამნაშავე იქნება სწორედ ჯუღელი!!! სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ხვიჩა თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში, სადაც ითამაშებს და გამოჩნდება. თუ ჯუღელმა ეს ვერ მოახერხა უნდა გაწყვიტოს მასთან როგორც აგენტთან კონტრაქტი და ეს ჯუღელს უნდა აუხსნას ახლავე. რომ თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოაგვარებს ტრანსფერს მერე არ ეწყინოს! რა თქმა უნდა ხვიჩას დაემუქრებიან და სკამზეც დასვავევნ, მაგრამ უნდა აიტანოს თორე დამთავრდება ყველაფერი ისე როგორც იმ ,,კინოში" რომელიც უკვე ბევრჯერ ვნახეთ
ირაკლი ქუთაისელი
ასპროცენტიან!!! რაც არ უნდა დიდ გუნდში იყოს ჩვენთვის მაინც ნაკრებია მთავარი.
jango
არაა საჭირო ლეგიონერები ნაკრებში, სანიოლმა 8 გამოიძახა ლიგიდან, გაისად 20-ს გამოიძახებს, ხვდება ის კაცი რომ ქართველი ლეგიონერი ქართული ნაკრებიწ მხოლოდ დამღუპველია საბოლოო ჯამში.
ბაჩი
როდის დატანჯა ერთი კვარაცტრავმამ,სად კითხულობთ ასეთებს,პირველად აქვს ტიპს ტრავმა იმდენს ურახუნებენ და ამ ერთხელ მაინც მიეცით უფლება ტრავმა ქონდეს
ჰაჰა
კარგით რა ხალხო. როგორც კი თქვეს კვარამ კლუბში ტრამვის გამო არ ითამაშაო, ეგრევე გავშიფრეთ რაშიც იყო საქმე. თქვენ თვითონ მიხვდით, რა ვიგონებ? აქ წერდით. ჰოდა, მარცხნივ ვინ გვეყოლება ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ჩაკვეც არ არის ფორმაში. საერთოდ ვფიქრობ, რომ ჯობია ჩაკვემ დაისვენოს. მომავალისთვის უკეთესია. პ.ს. ისე ჩაკვეც და კვარაც პატრიოტები არიან. მე არ მგონია მაგათგან ნაკრების იგნორი. უფრო სხვებს აქვთ მოსაკითხი.
ვალენსია რუსთავი
აიკრძალოს კანონით ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების რუსეთში გახსვისება თუნდაც იჯარით... ჯუღელი მუღელი არ ვიცი მე...მოკლედ რააა.... მარე ფასს ადებენ და აღარავინ ყიდულობს. რუსეთის ჯგრო ლიგას ისედაც ქაჩავენ. ხოდა აიკრძალოსსსსსსსსრა ვერ გაიგეთ. მტერია ეგ ქვეყანა ჩვენი. არადა ხვიჩას გოლზე მინდოდა დამედო კაი ფული. ვიცოდი რო გაიტანდა. ჯუღელოოოო. იდი კ ჩორტუ უფრო უარესს გეტყოდი მარა დაბლოკავენ
წადი თქვენი
ყველაზე გულდასაწყვეტი იცით რა არის? ახალგაზრდა ბიჭს ტყუილებში რომ ასწავლიან ცხოვრებას. გამოდი შვილო და თქვი სიმართლე, როგორ გაგიჩალიჩეს უცბად კორონა მაკედონიასთან. ეგეთი რა ტრამვა აგკიდა ჯუღელმა, რომ ზუსტად რუბინის თამაშისთვის იქნები მძად და არა ნაკრებისათვის. ტრამვა შენ კი არა. შენს გამყიდველებს აქვთ თავში. თუ ნაკრებს არ გამოადგებით, ვის რა ჩემს ფეხებად გვინდა თქვენი რეალი, რუბინი თუ ტოტენჰემი? ფული გექნებათ, ხალხის პატივისცემა - არა!
mamuka09ze
შენ ძალიან ნიჭიერი და მართლა პერსპექტიული ფეხბურთელი ხარ, ძმაო ხვიჩა, მაგრამ ასე ხალხის ნამდვილ სიყვარულს ვერ მოიპოვებ!
ჭკუის კოლოქვიუმი
კოსოვოსთან თამაშის გამო ამხობს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანას? ამდენ ხალხს ძალით აინფიცირებენ, რომ ნაკრებმა თამაში არ მოიგოს და კვარაცხელიამ არ ითამაშოს? ეს არის ლოგიკა და ის რომ მსოფლიო კოვიდს ებრძვის და კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ინახევენ ეს არის აბსურდი? :))))))))
კვარასტი
ნუ დაესიეთ რა ხვიჩას! დღე დღეზე წყდება 20 წლის ბიჭის კარიერის უმნიშვნელოვანესი საკთხი და ვაცალოთ. არც რუბინში უთამაშია ბოლო თამაში. დაალეწეს ბიჭს ფეხები რუსეთის ჩემპიონატში! მცირე ტრავმა აქვს და უნდა მოირჩინოს. არ არის საჭირო ეხლა გარისკვა. თუ გადავა სხვა კლუბში, სამედიცინო შემოწმებაც ხომ უნდა გაიაროს? 100% ით უნდა იყოს მზად!
არტ
კვარაცხელიას უცნაური დაინფიცირება ზედ მაკედონიასთან მატჩის წინ საეჭვო კი იყო მაგრამ არ დავუშვით რომ რაღაც უსინდისობასთან გვქონდა საქმე. მაგრამ რაც ახლა ხდება მარტო სულელი დაიჯერებს რომ ასე ზაკაზად მიიღო ტრამვა თან ისეთი რომ მალევე მორჩება და რუბინი არ დააზარალებს. ნაკრებს კი კისერი უტეხია არა? თან არც ტრანსფერთანაა კავშირში რადგან სატრანსფერო ფანჯარა 31-ში იხურება. კვარა ძალიან უყვარხარ ხალხს საქართველოში და გაუფრთხილდი ამ სიყვარულს და დაიმახსოვრე- დეზერტირების და აფერისტების სიყვარული არ არსებობს.
misha
რით ვერ დაასრულა პერეგავორები? იგრავოი პრაქტიკა ხომ აქვს..თაღლითია ჯუღელი
Vasili
კიდევ ერთს დავამატებ, გამოდის რომ ნაკრებში თამაში უბრალოდ სივისთვუს ჭირდებათ, არის იქ მითითებული რომ ნაკრების წევრია და ა ბატონო ნათამაშებიც აქ, და გოლიც გაუტანია, ესეც სატრანსფერო ფას აწევს, და მორჩა, მეტი ეხლ ზედმეტი სირბილი და ჰიმნი და იგი აგი , აღარა საჭირო , ეხლა მაყუთი უნდა მაფიოზა ძიებს! / ხვიჩა მენანება ძალიან! იმედია სასტიკად ვცდები! თუ ვცდები ჩემი ხელით დავუნთებ სანთელს ჯუღელს კვირას ეკლესიაში! მეტი რა ვქნა!?
romandro
ანუ 12 სექტემბრამდე არუნდაითამაშოს ხვიჩამ...(უკვე გადაწყვეტილი იქნება ტრანსფერის საკითხი და ტრავმა არექნება)მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე მილიონზე და ნაკრებში თამაშის უფლებას ჯერ არავინმიცემს...და ტოპლიგა თუ გახერხდა მერე ალბათ წელიწადში სამი თამაშის უფლება თუ დართეს ნაკრებში ისიც მაგარია...წესად იქნება სანაკრებო თამაშის წინა განცხადება... (ტრავმა და სამწუხაროდ ვერდაეხმარება ნაკრებს)...ჩვენს დასაბოლებლად...
Vasili
მემგონი წინასწარმეტყველი ვხდები თუ რა მჭირს ვეღარ გავიგე, ასე სიცოცხლეში ყველაფერი წინასწარ მეთქვას და ასწრულებოდეს მე არ მახსოვს, კუში მაინც ქონოდა რამე , რამეს მაინც მოვიგებდი.// თან ისიც გამოვიცანი , სანაკრებო პაუზის მერე ითამაშებს თქო და აა კაცი, იგივეა! წერს 12 სექტემბერს კრილიას წინააღმდეგ ითამაშებსო.// დეჯავუა! , სულ ასე ხდება!! ამ ბიჭს მგონი საკუთარი თავი თვითონ აღარ ეკუთვნის, ამის ბედი უკვე ვიღაც მაფიოზა ხალხია ბედშია, რომლებსაც კაი მაყუთის შოვნა უნდა, სულ ფეხებზე კიდიათ ნაკრებიც და ხვიჩას ამბიციებიც დაღუპავენ ამ ბიჭს! გავა დრო და ილაპარაკებს ამ შავ დღეებზე, მაგრამ გვიანი იქნება მერე, ეხლა საკმარისი გამბედაობა არ აქ და არც ასაკით არის ისე დაღვინებული, გულწრფელია , მიმდობი და ამის პატიოსნებით სარგებლობენ! რა 20 მილიონი? ნაპოლი თუ ეპატიჟება გაყიდე 10-15 მილიონის სანაცვლოდ, სულ უფასოდ გაქ ნაპოვნი ეს ფეხბურთელი , თან არაფრისგან! / ერთ სეზონია რაც გამოჩნდა 20 მილიონს ვინ გადაიხდის , შანსი არაა, თან ქართული პასპორტის მქონე ფეხბურთელში, თან რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელში, ჭ-კლასის ლიგააა ბოლობოლო! ( ნუ ჩვენ ჭ -ს მერე ვართ , ბაზარი არაა) // მართალი ითქვა კომენტარებში , სანიოლი მაინც ძირითადად გუნდურ პტინციპს უნდა დაეყრდნოს და არა ესე, ფაიფურის და ერთჯერად მარგალიტებს, რადგან არასოდეს გვადგებოდა ესეთი ტიპის ფეხბურთელები, საჭირო დროს გვაკლდა ყოველთვის ყველა, აბსოლიტურად, არცელაძით დაწყებული კვარაცხელიათი დამთავრებული, ხელში მარტო დვალიშვილი, რაზმაძე, ქემოკლიძე, და ა.შ. ესენი გვრჩებოდნენ და რაც შეეძლოთ ჯიგარს დებდნენ! მარტო ჯიგარი კიდე რა ბედენაააა.?!
მეველე
რა აზრი აქვს მის ტალანტს, თუ საკუთარი ქვეყნისთვის არ იყენებს? ერთადერთი რამ შეუძლია და ისიც სხვისთვის
ამი
სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ნაკრებს კვლავ ვერ გამოადგება. ასეთი გადამწყვეტი მატჩები 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ესე იგი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთანაც აღარაფერი გვესქმება. უკვე მეორედ ხდება, რომ სამშობლოსათვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისათვის ხვიჩამ ვერ მოახერხა თავის გაფრთხილება. ძალიან გვატკინე გული ხვიჩა. ამ ეტაპზე მაგრად გაგვიცრუვე იმედები. დასანანია.
ოთო
რასაც ვუყურებ ის ჩანს რომ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ბიჭი ნაკრებისთვის არ არის, რაც ძალიან ცუდია მისთვის. არ მახსოვს მაგრამ 10-12 დღის წინ სადღაც წავიკითხე ზუსტად ეს სცენარი ( ნაკრებში ვერ ითამაშებს და შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებსო და ასეც ხდება). მოკლედ ჩვენი ნაკრების ძალა ისევ გუნდურ თამაშში და ოთარ კიტეიშვილშია რასაც ვუყურებ. ვიცი მასაც ტრავმა აქვს, მაგრამ ნაკრებში თამაშის შანსსზე უარს არასდროს ამბობს. აე ვადარებ მაგრამ ჩანს ვის როგორ შესტკივა გული ნაკრებზე და ქვეყანაზე. ჯობდა ეს ხვიჩას თავად ეთქვა ვიდრე ჯუღელის ენით გაგვეგო
Zura
ძალიან სამწუხაროა რომ ეს ბიჭი თაროზე შემოდებულ გასაყიდ ნივთად იქცა. ეს პირდაპირ ჯუღელის ბრალია. ნორმალური აგენტი( მაგარ აგენტზე არ ვამბობ) აქამდე მოახერხებდა რამეს თან ცოდოა ხვიჩა პატარა ბიჭია და უკვე თავისი თავი მას არ ეკუთვნის ბაზრის ბაჭიასავითაა. თავმოყვარე და თავის თავში დაჯერებული ბიჭები ამ ასაკში უკვე სერიოზულ კლუბებში არიან და თავს წარმოაჩენენ. რუსეთი კლავს საერთოდ ყველას და ყველაფერს . ყველა ჩვენი ფეხბურთელი რუსეთში გაფუჭდა 100% ასევე ყველა კალათბურთელი თოკოს ჩათვლით . ბიღას ახსოვს შენგელია? ცსკა ყველას მაგრად კიდია და ეზიზღება რუსეთშიც კი. ხოდა ასეა მწარეა მაგრამ სიმართლეა.
ზაზა
მაკედონისთან არ იყო ტრამვა აქვსო მერე ჰოლანდიასთან არ იყო ისევ ტრანვა აქვსო ახლა არ ჩამოდის ისევ ტრანვა აქვსო ყველა ტრამვა როგორ არის ასეთი მითიური და ვერავინ გაიგო სად დაემართა ფეხბურთელს ეს ტრანვა ამათ ბოდიში და ქართველი გულშემატკივარი არიფები გონიათ დუ რახდებაა?
gio
მე არ მჯერა იმის რომ კვარაცხელიას ახლა ტრამვა აქვს მე მგონია რომ ეს არის ჩვეულებრივი აფიორა აგენტის და კლუბის დირექტორის ნაჩალიჩარი თემა რომ სანაკრებო თამაშებს ააცილონ კვარაცხელია იქ არის საფრთხე კოვიდის არი საფრთხე ტრამვის ზედმეტი გადაღლის და აქედან გამომდინარე კლუბს ურჩევნია ფეხბურთელი ჰყავდეს თავისთან ვიდრე ნაკრებში გამოუშვას მე ასე ვფიქრობ და ნურავის ნუ ეწყინება პს ფეხბურთელი რომელმაც თვითნაც იცის რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და ის არ არის რიგითი ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის იმდენს მაინც უნდა აცნობიერებდეს რომ მინიმუმ ეს არ არის სწორი საქციელი და არ ეკადრება და ზოგ ზოგიერთებს პასუხიც უნდა გასცეს ისე როგორც საჭიროა მე არ მახსენდება 1 თაამაშიც კი რომელიც რონალდოს ჩაეგდოს ნაკრებში გინდა გერმანია ესპანეთან გინდა სან მარინოსთან ყველგან ჩადის ის კაცი დღემდე მიუხედავად იმისა რომ 1 მილიარდი უდევს ბანკში საეთოდ არ სჭირდება დაღლა ლიხტენშტეინთან.
კაპლანი
ყველაზე მაგარი ისაა, ხვიჩას რუბინში დარჩენის ნამიოკს რო აგდებს პახოდუ: ისა, თუ ეხა ვერა, მაშინ დეცემბერში უეჭველი გადავა... და ისა თუ არ გადავა, მაშინ 12ში ითამაშებს რუბინში... ბიჭო აი 12ში თუ თამაშობს რუბინში, მაშინ 5-12მდე სატურნის ეტლი შედის იუპიტერში და თავისი ხოდით უქრება კუნთის ტკივილი თუ რახდება
გელა
ჩაკვეტაძის აგენტები ათი თავით მირჩევნია ჯუღელს ჩაკვეტაძეს ხელი ტრამვებმა შეუშალეს თორე ჩაკვეტაძის აგენტებმა მოაწყეს იარემჩუკი ბენფიკაში და გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ტრანსფერში და ევროპაში მუშაობს ის ხალხი მთავარია ჩაკვე ფორმაში შევიდეს და მის მიმართ დაბრუნდება ინტერესი რაც შეეხება ჯუღელს ერთი კაცი მანახეთ მისი აგენტობის კარიერაში რომელიც მაგან ევროპის ტოპ ჩემპიონატში ან ტოპების მერე რომ მოდის ისეთ ჩემპიონატში მოაწყოო ერთი კაცი არადა ყოველთვის ნიჭიერი ბიჭები ჰყავდა მაგას თუ არსებობს ვინმე მე ვიტყვი რომ მაგარი აგენტიათქოო მარა არ არსებობს მასეთი ფეხბურთელი მე პიროვნულად რამე ნეგატიური კიარ მაქვს მაგ ადამიანის მიმართ პირადი შუღლი მაგრამ სად ევროპა და სად ჯუღელი
Tornike
ხო ისე რუბინის ტვიტერ გვერდზე წერია, კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გავუშვითო და სამკურნალო პროგრამა აქ უტარდება? თუ საგგულშემატკივროდ ჩამოვიდა
Levani
გუშინ ის 10 წუთი ჩაკვეტაძეს ბოლომდე შევციცინებდი-ვინმემ ფეხში არ ჩაარტყასთქო,მერე შტურმზე გადავრთე და ისევე კიტეიშვილს სანამ არ შეცვალეს-ასეა სულ ხვიჩაზეც- რუბინის შედეგი სულ არ მაინტერესებს,იმიტო ვუყურებ გული მისკდება ვინმემ არ დაამტვრიოს და ასეა სხვა გულშემატკივრებიც და შენ გამოგვივხადო ასე-კუნთში ჩაარტყეს და ა.შ. გრანდში დეკემბერში გადავა.. მიდი ერთი-ყელში ნუ ამოგვიყვან,მერე სადმე არ გადაგეყაროთ. სხვა აგენტს დაუთმე ვინც ინგლისური და გერმანული იცის-არ შეიძლება?მაინც და მაინც კვირკველიას ისტორია უნდა გაიმეოროთ? თუ ეს როტორში არ გადავა-მინიმუმ კრასნოდარი გარანტირებულია? და დღეს სადაა?რუბინი რაკუვმა გააგდო-რომელიც გუშინ ბოსელმა უჩაკვეტაძეო გენტმმ გაძუყნა.. რეალით ბებიაშენი დააბოლე.. ეს ორი სიტყვა ისწავლა ამან-გრანდი და რეალი და გაა...კა საქმე
პრიდლაჟენია
მამუკა მარტო გრანდებთან და ღვთისავართან აწარმოებს პერეგავორებს? ყოჩაღ ძმაო ამ ბიჭს.
ზურა
კვარაცხელიას თუ ტრამვა აქვს სწრაფ გამოჯამრთელებას ვუსურვებ რაც შეეხება ჯუღელს 16 წელია ფეხბურთს ვუყურებ უამრავმა ტალანტმა გაიარა ჯუღელის ხელში მაგრამ ერთი კაცი არ გაუშვია ევროპის ტოპ ჩემპიონატში ჯუღელს. კი რუსეთის ბაზარზე მუშაობს ფულს აშოვნინებს ფეხბურთელებს, მაგრამ ჯუღელთან პარტნიორობით არცერთ მის კლიენტს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია ვერავინ გაცდა უკრაინას და რუსეთის დონეს. კვარაცხელია ახალგაზრდა რაში აწყობს ჯუღელს კვარაცხელიას ევროპაში გაშვება? 20 წლის ბიჭია ერთი 10 წელი კიდე ითამაშებს მაღალ დონეზე ფეხბურთს და აშოვნინებს ჯუღელს მიონებს რუსეთის ორბიტიდან კვარაცხელია თუ გადავა ტოპ კლუბში იქ მერე თავი რომ გამოიჩინოს შეიძლება ტოპ აგენტებმა შეამჩნიონ მენდეშმა რაიოლამ და ამ კალიბრის აგენტებმა და შესთავაზონ თანამშრომლობა და ჯუღელს აწყობს ეგ? თვენ თვითნ დაფიქრდით რაიოლამ რომ შესთავაზოს ხვიჩას სამსახური ჯუღელის ადგილი ამ დროს სადაა?
დათა
კითხვა მაქვს ჟურნალისტთან, თუ ამბობს რო მისს ფასს თუ არ გადაიხდიან არ წავა, დეკემბერში აუცილებლად როგორ დატოვებს? დეკემბერში არ მოითხოვენ 18 მილიონს?

მეც იმ აზრზე ვარ, რომ ჯუღელის მსგავსი აგენტი კარგს ვერაფერს მოუტანს. დღე და ღამე ამ ბიჭის დიდ კლუბში გადასვლაზე იწერება და ამასობაში მისი მხოლოდ რუსეთში ფანჯარაგაჭრილი აგენტი ათას ,,პერეგავორზე,, ლაპარაკობს. იმედია ვცდები, მაგრამ აღდგომა და ხვალეო
Levani
არა ხარ შენ წესიერი კაცი ჯუღელო. დაუშვილი კი არ გყავდა ევროპაში წასაყვანი-ხვიჩა გყავდა,მაგრამ რუსულ ორბიტას ვერ ცდები.გრანდი-გრანდიო რო იძახის ზენიტში ცდილობს ალბათ გადაყვანას და ვერ ახერხებს. კინთში ჩაარტყეს არა ელენთაში ჩაყნოსეს. მოკლედ ამ ჯუღელთან არ ითანამშრომლოთ არავინ ქართველებო და ბათუმმაც თუ არ გაწყვიტა თანამშრომლობა ბათუმის ფანებიც არ მიხვიდეთ სტადიონზე
jigari
კაი რა ეგ სტალინი ბერიას ამბავია რასაც შენ წერ, ძაან კარგად წყვეტს ყველაფერს, რას ქვია ნაკრებში თამაში მინდოდეს, საქართველოს დახმარება მინდოდეს და ჯუღელი ან საიმანოვი გამაჩერებს? წინა ტრავმის დროს რო გაუვიდა სამკურნალო პერიოდი და არიქა სატრანსფეროდ ემზადება და მაგიტო ვერ ითამაშებსო ნიდერლანდების და რუმინეთის წინააღმდეგო? მაშინ როგორ იყო? იმის მერე გადავიდა სადმე? ზატო რუბინში ითამაშა. პირველ ათვლის წერტილად არ არის ნაკრები და ამაშია პრობლემა ქართველი ფეხბურთელების (ყველას არ ვგულისხმობ) და არა ჯუღელში და სხვებში (ეს ჩვენი სენია რო სხვებში, გარემოებებში ვეძებთ პრობლემებს)
პელე
სამწუხარო გადაწყვეტილება იყო, ქართველების პატივისცემა თუ გინდა სპორტსმენს, საქართველოსთვის მეტი უნდა გააკეთო, ასეთი საქციელი გულდასაწყვეტია გულშემატკვირებისთვის.
სსსს
თუ საქართველოს არ გამოადგება არც ერთ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მაგას წილში კი არ უზივართ, ყველაფერი საეჭვოა მის ირგვლივ.
ლექსო
ნაპოლი და გაპონი არ ვიცი,ნაკრებს ჭირდება და ითამაშოს!
სსსს
თუ საქართველოს არ გამოადგება არც ერთ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მაგას წილში კი არ უზივართ, ყველაფერი საეჭვოა მის ირგვლივ.
merabi-1960
როდესმე გვეღირსება, იმედი რომ არ გაგვიცრუვდეს? გაიხსენეთ შარშანდელი შემოდგომა, ჯერ ცარიელი ტრიბუნები ჩრდ. მაკედონიასთან, ჩაკვეტაძე ისედაც გვაკლდა, კვარაცხელიას დაინფიცირება ზედ გადამწყვეტი თამაშის წინ, ეხლა ისევ ცარიელი ტრიბუნები და ისევ კვარაცხელიას ტრავმის გამოცხადება. არ ვიცი რა ვიფიქრო. არ მითხრათ ახლა, სპორტიაო, ყველაფერი ხდებაო...
cheroeli
სამშობლო კი არ უნდა გამოიყენო.სამშობლოს შენ უნდა გამოადგე.
გლახო
ახლავე ამდენ სანაკრებო თამაშს რომ გამოტოვებ,რაღაზე უნდა ვილაპარაკო. მარტო სახელია ჩვენი!
ვახო
მადლობა ანთაძეს ინფორმაციისთვის, თორემ ყველგან ვარაუდები იწერება. ეს რუსული და ინგლისური საიტები ჩვენებზე უარესი მეზღაპრეები არიან. თანაც, გაცილებით. ამ ჯუღელს კიდევ რა გაუჭირეთ საქმე, ყველა მისი კლიენტი ფეხბურთელი მისი კმაყოფილია და აქ კომენტარის ავტორებს რატომ არ მოსწონთ? "ვიდზე" ვერ არისო - რატომ უნდა იყოს გარეგნულად მაინცდამაინც ალენ დელონის მსგავსი?
გივი
კვარაცხელია დაგღუპავს შენ ჯუღელი! ხალხის სიყვარულსაც დაკარგავ ასე ბიძიკო!
ბათუმი
იმედია ყველაფერს გააკეთებთ რომ გადავიდეს ტოპ ლიგაში-ახლა მთავარია ტოპ ლიგა, გრანდში შემდეგ გადავა როცა დაამტკიცებს უფრო მეტს. ძალიან ვნერვიულობთ ხვიჩას მომავალზე და ვიმედივნებთ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები მას...
კ ო მ ბ ლ ე
და თქვენ გგონიათ, რომ ხვიჩა რამეს წყვეტს? ის უკვე სხვისია და ყველაფერი მის პატრონის ხელშია, ნაკრების თამაშებიც და საკლუბოც.
ლევანი
აი ყოჩაღ, როორც იქნა გაცხადდა, რომ კვარაცხელია არ არის საქართველოსYთვის, არის ბიზნესისთვის. ჰო ახლა ნ დამეთანხმებით, აჰ ეგ რა თვიო, ეგ როგორო, - როგორ და აი ასე, არ თამაშობს საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპზე და ასე იქნება მომავალშიც. აგერმოესწრებით, ყველას ჯანმრთელობას და დიდხანს დიდხანს დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
ვვვ
მოდით, ი.ნ.ხ რაა! ნაკრებს თუ ვერასდროს დაეხმარება, თავის რჩენას რომ მოახერხებს, ეგ კი ვიცით. გაა...კეს საქმე!
ქომაგი
არადა რა იმედები გვქონდა ჯერ ჩაკვეტაძეზე, მერე კვარაზე და საბოლოოდ ოროვე ტრავმებმა დაჩაგრა, ნუ კვარა ტრავმებთან ერთად რუსებმა. მე ვფიქრობ ნაკრებში უნდა შეეგუონ რომ მნიშვნელოვან მომენტებში ეს ბიჭები არ გვეყოლება და არ უნდა ავაგოთ ოცნების კოშკები. იმედია სანიოლი გუნდურ თამაშს იპოვის და არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ 1 ან 2 კაცზე. ეს სულ ასე იყო კალაძეც ხშირად ნაკრებისთვის გადამწყვეტ მომენტში არ გვყავდა, არველაძეც და ბევრი მაშინდელი ლიდერი.
jigari
ვსიო დავკარგე წარმოდგენა ხვიჩაზეც რა, სულ ფეხებზე..., ყველას საქართველოს მატჩის წინ ტკივდება ყველაფერი ფუუუუუ...
[VIDEO] "კვარა" კუჩხი ბედინერი - ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა - კაკალიც არაო...
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება - ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი "სპორტინგის" ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს
U21 | რუმინეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ფორაუში
ინძაგი "ინტერიდან" "ალ ჰილალში" წავიდა
ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა - გუნდს თავდამსხმელი დაემატა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
პსჟ უკრაინელს ყიდულობს, რომელმაც ადრე რუსი საფონოვის გამო თქვა ტრანსფერზე უარი
მიბაძეთ პსჟ-ს - რაღა დროს დე ბრუინია
საბო: მხითარიანი ძლივს დადის - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია
ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება
დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რეკორდული გახდა
შენგელიას "ვირტუსი" უშანსოდ დამარცდა | "მილანომ" ნახევარფინალური სერია გაათანაბრა
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
"ხვიჩა არის ადამიანი, რომელსაც..." - რა თქვა მაკრონმა კვარაცხელიაზე?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა