საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა.

ჩვენებური აშშ-ის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ჩეხ სებასტიან კორდას დაუპირისპირდა, კორტების მასპინძელი კი ტრავმის გამო მეორე სეტში ქართველს დანებდა.

ამ წარმატებით ნიკოლოზმა 115 000$ უკვე გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუ ის შემდეგ წრესაც გაივლის, დამატებითი 65 000$-ს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა და მეორე წრეში ტიტულოვანი პაბლო კარენო ბუსტას ნაცვლად მაქსიმ კრესის დაუპირისპირდება.

24 წლის კრესიმ ნამდვილი სასწაული მოახდინა და რეიტინგში 151-ე პოზიციაზე მყოფმა, სეტებში ანგარიშით 0:2-დან კარენო ბუსტას თამაში შემოუტრიალა.

ეს კი ჩვენთვის ბრწყინვალე ამბავია. თანაც კრესიმ კორტზე 3:32 საათი გაატარა, ძალიან დაიღალა... ჩვენებურს კი ბრძოლა არც დასჭირვებია.

ჩვენებური ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია და წესით, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, წლევანდელი ამერიკის ღია პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდია. ჯამური თანხა 57,5 მილიონია, რომელიც სხვადასხვა მოთამაშეზე გადანაწილდება, გამარჯვებული კი, არც მეტი და არც ნაკლები, 2 500 000$-ს მიიღებს.

დათო
… პირველ წრეში 75000$, მეირეში 115000$, მესამეშო 180000$ და ა.შ.!!! კრესის -ბუსტას თამაშისთვის ალბათ არ გიყურებიათ, თორემ ამას არ დაწერდით!!! კრესი დაფრინავდა, პლუს პირველი ჩაწოდება მაღალი პროცენტით, თავისი ეისებით!!! ორი მატჩ პოინტიგადაარჩინა ტაიბრეიკზე!!! წარმატება ნიკას!!!
odala
ზორბეგ, მეორე წრეში თამაშში ყველა ვარიანტში აიღებს რაღაცას, მოიგებს თუ წააგებს და ეგ თანხა როგორც ჩანს $65,000-ია, მაგრამ ამათ უწერიათ თუ მაგ წრესაც (მეორე წრეს) გაივლისო, რაც მოგებას ნიშნავს და მოგებაში და მესამე წრეში გასვლაში $65K-ზე მეტი უნდა აიღოს.
ინკვიზიტორი
ეგ ნახევარზე გაყავი! ცოლი წილში უზის!
მ.მ
საკვალიფიკაციოზე 3 წრეა და ის თანხებიც ემატება
ზორბეგ
სწორედ წერია...115000$ უკვე გამოიმუშავა, თუ ხვალ მოიგებს 180000$ , თუ კიდევ 265000 და ა.შ
odala
რა საინტერესოა: მეორე წრეში ორჯერ ნაკლებს მიიღებს პირველთან შედარებით. არა და მთელი 'სტატიაც' თითქოს ამაზეა, მაგრამ ციფრი ვერ დაწერეს სწორად :(
ვაჟა მასწავლებელი
კარგი რა - აღარ მოგბეზრდათ ამ კაცის დათარსვა?
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ბლოკიუმ B12 - მიღების წესი და დოზირება უსაფრთხო გამოყენებისთვის
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "შტურმი" ავსტრიის თასიდან "ალტახმა" გამოაგდო
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - სოლანკეს "მორიელის" დარტყმით "ტოტენჰემმა" "არსენალს" საჩუქარი გაუკეთა
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] პენალტი მე-100 წუთზე, ბელინგემის ცრემლები და ორი გაძევება - "რეალის" დრამატული გამარჯვება მადრიდულ დერბიში
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
გრასია წავიდა - ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ