ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს, რაც სპორტსმენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე.

გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

რაღა დაგიმალოთ და, უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული, ირბინე ენის წაგდებამდე, არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რა ვიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება, რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია.

ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის, მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს, ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით, თქვენი ავთანდილ ხურციძე." - დაწერა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, ხურციძე 2017 წელს დააპატიმრეს და 2018 წელს ამერიკულმა სასამართლომ რეკეტში მონაწილეობის მიღებასა და კრიმინალურ სინდიკატთან კავშირის გამო 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად "ჩაქუჩა" 42 წლისაა.

ლევანს
რაღა ფაქტები უნდა დადოს, თქვენ ამერიკის სასამართლო უბნის ბირჟა ხომ არ გგონიათ, რომ მტკიცებულებების გარეშე, ალალ მართალი კაცი 10 წლით ციხეში გაეშვა? სასამართლოს განაჩენზე მეტი მტკიცებულება რა გნებავთ?
სენაკელი
ვულოცავ თავისუფლებას-უკვე ზრდასრული პიროვნებაა თავის საქმე თვითონ იცის...
Inga maisuradze
ეს თავის ცოლთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა, დაუმეგობდნენ ქართველ გოგოს, მოტყუებით ფული ისესხეს მისგან, ისარგებლეს მისი სიალალით და შემდეგ გაუჩინარდნენ... მშრომელი ადამიანის ნაშრომს ასე ვინც დაეპატრონება...
სოსო
ეს დისლაიქები რას ნიშნავს?რა,უნდა მესურვებინა რაიმე გააფუჭე,ვინმე გააუბედურე და შენი თავიც დაიღუპე თქო?რომ წაიკითხავთ,აზრი ვერ უნდა გამოიტანოთ?ეეჰ!
ვახო...
წარმატებები ავთოს...
ლაშა
ამის უდანაშაულიბის არ მჯერა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან შენი მოქალაქის ესე დაკიდება არის ძალიან ცუდი. 5 წელი კიდე საკმარისია და კარგია, რომ უშვებენ.
ჰალკის წარმატებაზე რატომ არ წერთ??!!
ლევანი
ზუსტია თქვენი ინფორმაცია? ფაქტები და სახელები თუ შეიძლება, გამკეთებელმა დააშავა და დამბრალებელმა კიდევ ათასჯერ მეტი, დადეთ ფაქტები.
niko
იმედია თავის ცოდვებს მოინანიებს ალალად. პირადად მივა და ბოდიშს მოუხდის იმ ქართველ ხალხს ვინც დაატერორა, სცემა უმოწყალოდ, ფული გამოსძალა, ვითომ და ვაი ქურდ რაჟდენა შულაიას ცუმბუშობის პერიოდში. ერთ უჯრედიანია და უტვინო. მსოფლიო ჩემპიონობას რომ ვიღაც ვითომ ქურდის მონობას გადააყოლებ, საკუთარი ხალხი, ქართველები ვინც პატივს სცემდა, დაატერორა, გაძარცვა, სცემა, ბიზნესი დაუნგრია.. წასულიყო აბა იტალიელებისთვის,ირლანდიელებისთვის, რუსებისთვის ანდ ჩინელებისთვის წაერთვა და გაქაჩვოდა ნახავდა რას უზამდნენ. თქვენ კიდევ ვაი ჟურნალისტებო რეკლამას უკეთებთ, იმის მაგივრად რომ ზუსტად მისცეთ ინფორმაცია ასეთ საშინელ ადამიანებზე რომ სხვებიც მეორიდნონ. ამ ცხოველისგან ადამიანი აღარ გამოვა. პიტბული სისხლის გემოს რომ გაიგებს იმას ვეღარაფერი გამოასწორებს. Gამოვიდეს სახალხოდ და აღიაროს რაც ჩაიდინა და ბოდიში მოუხადოს ყველას ბრუკლინის ემიგრაციას განსაკუთრებით... და თუ მართლა იჩხუბა და გადაუხადეს ის ფული იმათ გადაურიცხოს ვისაც წაართვა და გააუბედურა.
გორა
გილოცავ და წარმატებები იმედი არასდროს დაგეკარგოს
სოსო
გილოცავ ავთო,განთავისუფლებას.იმედია აღარაფერი შეგეშლება და უკან არ შებრუნდები.ხომ იცი,ახლა "მუშკაზე"იქნები,ყოველწამიერად.გისურვებ კარიერის ნორმალურად და წარმატებით გაგრძელებას.
buxrika
გილოცაავ ძალიან გამიხარდაა.წარმატებები მჯერა რო ქამარს მოიპოვეებ
ჩეკისტი
ავთო, განიხარდა რომ მრთავდება შენი პატიმრობა, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი, ქვეყანა სადაც შენ სასჯელს იხდი ყველაფერზე "capable of anything"! ფრთხილად ავთო, დარჩენილ 8 დღეში რამე არ გაგიჩალიჩონ!
ჟორა
რა ვიცი, ღარიბაშვილი იძახის გლდანის ციხე მსოფლიოში სამაგალითოაო( ალბათ წინასწარ ემზადება)
კორნელი
-ხურციძე სვეშჩამი. გილოცავთ, წარმატებები.
ჟორა გაბრიჭიძე
დიდ წარმატებას და სურვილების ასრულებას ვუსურვებ ქართველ ვაჟკაცს. ასეთი ციხე რომ საქართველოში იყოს სიკვდილამდე არ გამოვიდოდი გარეთ. სამწუხაროდ ასე მოიქცეოდა ნახევარი საქართველო.
ლუკა
გილოცავ ჩაქუჩ გამოსვლას! მაგრამ რაღაც არ გეტყობა რომ ჭკუა ისწავლე. ისე საუბრობ რომ ციხეში კი არა, ოლიმპიურ სოფელში იჯექი 5 წელი. იმედია ქურდულ სამყაროსთან აღარ გექნება საერთო "პროექტები". წარმატებებს გისურვებ სპორტში!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
ძალიან კარგი ამბავი - შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე მალე გაათავისუფლონ [PHOTO]
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს