ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების ნოემბრის თვეში 3 მატჩიან წაგებას პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.

"ადრე ნაკრების წაგების მერე ვბრაზდებოდით მაინც, გულშემატკივარი იგინებოდა, ჟურნალისტები კრიტიკულ წერილებს წერდნენ, ახლა კი ისე შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრების ცუდ თამაშს, რომ ჟურნალისტებს კრიტიკის წერა და გულშემატკივრებს გინებაც კი ეზარებათ.

გაბრაზებასაც კი აზრი აღარ აქვს. ახლა ხალხი ჩვენს ნაკრებზე უბრალოდ ღადაობს. ეს მათ თამაშზე უკვე ერთადერთი რეაქციაა. ნაკრებზე რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების თამაშს საერთოდ არც უყურებენ. წარმოიდგინე, ფეხბურთის გულშემატივარი ხარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების თამაში არ გაინტერესებს, რადგან მისგან არაფერს ელი, წინასწარ იცი ჩაისვრიან.

თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა ჩასვრა კი არაა (ვის არ ჩაუსვრია), არამედ ის რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ ჩასვრილის სუნი არც კი აწუხებთ.

გაზაფხულზე მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარებული თამაშების მერე ნაკრების შემორჩენილ გულშემატკივრებს შორის, ცოტა იმედი გაჩნდა. მაშინ რამდენიმე პოსტი დავწერე, სადაც მიუხედავად ნაკრების კარგი თამაშისა, სანიოლი გავაკრიტკე, რის გამოც კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ახლა ის ხალხი ალბათ თავად ლანძღავს ვილის, მაგრამ ახლა მას კრიტიკა კი არა გამხნევება და ფსიქოლოგთან სარეაბილატაციო კურსის გავლა უფრო სჭირდება.

ის ფეხბურთი, რაც ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში აჩვენა, მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. ნაკრების თავკაცის დამსახურება შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ არა ის, რაც კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთან ვიხილეთ. გავიმეორებ, ბევრჯერ თქმულა ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით: ასე ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მაშინაც კი არ უნდა ითამაშონ, მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყავდეთ, თორემ სანიოლს საკრიტიკო დიახაც ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს მის გაკიცხვას?

საქართველოს ნაკრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში იცვლებოდა თაობები, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი - ჩასვრისკენ მიდრეკილება. ყველა თაობა კარგად იწყებდა და ბოლოს მაინც ისვრიდა. ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი კი არა ერთი კარგი კუჭში შესაკრავი საშუალება სჭირდებათ, ან სჭირდებათ მწრთნელი, რომელიც ხელში მათრახს დაიჭერს და ისე აიძულებს სირბილს.

დიახ, გარდა ჩასვრილის მენტალიტეტისა, ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სწორედ სირბილია. არც ნიჭი და არც სხვა რამე, სირბილი. თანამედროვე ფეხბურთი არის მაღალი ტემპი და პრესინგი. ჩირის ფასი აქვს შენს ტექნიკას, თუ პრესინგის თამაში არ შეგიძლია. ამ თამაშების მერე ყველა ჩვენს დაცვას ლანძღავს, არადა თანამედროვე ფეხბურთში შენი კარის უსაფრთხოება იწყება მეტოქის საჯარიმოდან, დიახ, მეტოქისა და არა შენი. ყველა გუნდი სწორედ იქ ცდილობს უკვე ბურთის წართმევას. მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ერთადერთი, რომელიც ცენტრს საკუთარი ნებით თმობს. რატომ ხდება ასე? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ნაკრების მესვეურებმა და ფეხბურთელებმა უნდა უპასუხონ. მწვრნთელი არ თხოვს? როგორ დავიჯერო, რომ სანიოლმა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, არ იცის პრესინგის მნიშვნელობა? ეს ხომ გამორიცხულია? მაშინ რაშია საქმე? ქეცბაია ამბობს იმ ცნობილ ვიდეოში, რომ ქართველ ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და იმიტომ, თორემ ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებენო. იმის მერე კიდევ გამოიცვალა თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ ახალ თაობასაც იგივე პრობლემა აქვს? რატომ? რატომ არის ეს ჩვენთვის გადაულახავი პრობლემა? თუ ყველა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი დარბის, ჩვენ რა გვჭირს?

სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი: ნაკრებში ფეხბურთელები იმის მიხედვით შეარჩიოს, ვისაც სირბილი შეუძლია. ნაკრებში უნდა ხვდებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთი სირბილის ძალა შესწევს. აქ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი. მერე ხელში მათრახი დაიჭიროს და მოითხოვოს პრესინგის თამაში. ამან იქნებ რაღაც შედეგი გამოიღოს”.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 (კოსოვოსთან 0:1 და ესპანეთთან 0:4) წააგო, გუშინ, 8 სექტემბერს კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო.

• Mazzola

გერმანიაზე გამახსენდა... 2011-ში ვართ ქარხნის თანამშრომლები ასული მტირალას დაცულ ზონაში საქეიფოდ. მთის ძირას ერთი საოჯახო რესტორანია. მოკლედ შუა ქეიფში ვართ, დიდი მოწიწებით ვსვამთ ჩვენი უძველესი ისტორიისა და კულტურის სადღეგრძელოს. 90% მწეველია. ზოგი საფერფლეში აქრობს, ზოგი უკვე უფრო შეზარხოშებული ეზოში მოისვრის ჩამქრალ სიგარეტს. ამ დროს, ნაკრძალის ტურისტული ბილიკიდან გერმანელი ტურისტები ჩამოვიდნენ და სავახშმოდ იმ რესტორანში შემოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად კითხულობს, სანაგვე სად არიო. გავხედეთ და ფეხსაცმლის თასმებში ჰქონდა სიგარეტის ნამწვავები ჩამაგრებული! აი ეს იყო კულტურის გაკვეთილი იმ ერისგან, ვინაც მე-20 საუკუნეში ნაციზმი გადაიტანა. რომაელები მათ ბარბაროსებს ეძახდნენ. ეხლა ჩვენ გავხვდით ბარბაროსები, ამდენი იმპერიების ქვეშევრდომობით და სხვის ომში გმირობებით. თავისი ქვეყნისთვის თავდადება კი მხოლოდ თითო-ოროლა ბიჭებისთვის მიგვინდია! შინდისის ბიჭების შეგნების და თავდადების 10% რომ გვქონდეს ყველას, დღეს არც ნაც-ქოცები დაგვაჯდებოდა თავზე და არც აშშ-რუსეთის ტანდემი, ოსმალეთ-სპარსეთივით რომ გიგვლეჯდნენ სამშობლოს!

• რაღაცნაირი ერი

ნამუსი არ აწუხებთო ფეხბურთელებსო და განა აწუხებთ ამ ქვეყანაში ეგ ნამუსი?! აგერ,კარგა ხანია ვმუშაობ და რასაც ქვია წელი ვერ წამოვიწიე.ჩემი მეზობელი კი სოციალურად დაუცველთა სიაშია და 4 წევრიანი ოჯახი ყავს. ჩემი ხელფასი 1000 ლარია და ხელზე ვიღებ 800 ლარს. არაფრის კეთებაში 224 ლარს იღებს ჩემი მეზობელი ანუ ჩემი საშემოსავლოზე მეტს. ამაში ცუდი არაფერია,თუ ადამიანს უჭირს უნდა დავეხმაროთ,მაგრამ ჩემზე კარგად ცხოვრობენ,კარგი მანქანა,ჩაცმა,დასასვენებლად დადიან და ერთხელ არ შეუწუხებია ნამუსს რო უარი თქვას იმ სოციალურზე,საჭიროების არ ქონის გამო,მაგრამ ფული გაუმაზა სოც.აგენტს და აძლევენ,ესეც იღებს. ხოდა რამდენია ამ ქვეყანაში ასეთი და მსგავს ოჯახში გაზრდილი ბავშვს რა ნამუსს სთხოვთ,თუ გინდა ეს იყოს ფეხბურთელი და თუ გინდათ ეს იყოს იურისტი. ფეხბურთელები არიან ჩასვრილები,რადგან ქვეყანა არის ჩასვრილი და ნამუსიც არ აქვს ერსს. ერთხელ ლექტორმა მომიყვა,გერმანიაში ფერმის მეპატრონე სუპერმარკეტში რძეს ყიდულობდაო და მე ვკითხე,ამდენი ძროხის პატრონი რძეს რატო ყიდულობო? გერმანელს უთქვმას,მე მეხორცული ტიპის ფერმა მაქვსო და ის რძე ხბოს ეკუთვნისო. ენამოსწრებულად უკითხავს ჩემს ლექტორს,საიდან გაიგებს ხბო რძეს რო მოპარავო? იმას უთქვამს,მე მეცოდინება და ამ სუპერმარკეტის მეპატრონესო. ეხლა დაფიქრდით,სად არის გერმანია და სად ვართ ჩვენ. როცა რაღაც არ გეკუთვნის,რატო ეტენები იქ და რატო ცდილობ გამორჩენას. ჩვენ ვართ რაღაცნაირი ერი,გამორჩენას გამოკიდებული და ერთმანეთის ფეხებზე დაკიდების მოსურნე ერი. ფეხბურთელი კი სარკეა ამ ყველაფრის,თუ მახინჯია ადამიანი სარკე ვერ გაქცევს ულამაზესს ანგელოზად.

• 123

შერცხვენილი კი არა შეიძლება გაწითლდეს, ფულს ხო წაირებს რაც მთავარია და შერცხვენაც და დარცხვენაც სულაც არ გკიდია?

• ლევანი

თვითონ! საკუთარი მაგალითით დამტკიცა. რას ვიზამთ, ახლა ასაკი არარ შეეფერება, მუხლი არარ მოსდგამს, მაგრამ აგერ საზოგადოებრივი აქტიურობით ამტკიცებს ამას - "სიტყვით" აქტიურობს. პატიცემულმა აჯობებს ნახოს მეფე ერეკლეს ა სხვა ქართველ მეფეთა გადაწყვეტილებები და დარწმუნდება ეგ სენი ძველია და არ ახალი. ვიცით ეგ ბატონო მერაბ, ვხედავთ და ვხვდებით. თქვენ ის გვითხარით სად არიად ასეთი ქართველები, ჭკუის რიგებას კონკრეტულის თქმა სჯობს

• გუსანი

არაფერი ეშველება კოსმეტიკით, უნდა შეიცვალოს სტაფი, გადახალისდეს მაინც, ამ თაობას არაფერი ეშველება, მაგ. აბუჯანიას ვერ აუსწრაფებ აზროვნებას და მოძრაობას, უნდა მოიარონ ქვეყანა საჭირო ხალხმა, შეარჩიონ რეგიონების მიხედვით ფიზ. მონაცემების მიხედვით და მერე დაიწყონ მათთან მუშაობა, მშობლებთანაც საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგებიც ჩართონ, სწორი აღზრდი და მოტივაცია მენტალიტეტის გაჯანსაღებლად, სახელწიფომ, ფედერაციამ კონტროლი უნდა გაუწიოს, ასე მოხდა ბევრ ყვეყანაში და ამოქაჩეს დონე,

• ლევანი

მარტო საკუთარ თავს, რომ უსმენთ იმიტომ არის საქმე ცუდად. სხვასაც მოუსმინეთ და იქნებ მიხვიდეთ ჭეშმარიტებამდე. აგერ მოიცალა კაცმა თქვენთვის და გაგიზიარათ სიბრძნე. არანაკ;ებ იმისა, რასაც სხვა საზოგადო საჭირბოროტო საკითხებზე მუდმივად გიზიარებთ ეკრანიდან. თქვენთვის ამბობს, თორემ თვითო დიდი ხანია იციას, ამიტომ მოუსმინეთ ყურადღებით და სრულად გაითვალისწინეთ. თუ რამე ვერ გაიგეთ შეეხმიანეთ ფაისბუქზე და კითხეთ, უხერხული კი არ არი, არცოდნა - არცოდვაა. იმენ სიბრძნეს და სიახლეს მიიღებთ თქვენი თაობები ვერ დაამუშავებენ. თან უფასოდ, თეთრიც არ დაგეხარჯებათ.

• ბექა

ბრავო მერაბ ყველაფერი თქვი რაც სათქმელი იყო... ობიექტური შეფასებაა, რომელიც უნდა გაიაზრონ თორემ მალე გიბლარტარის დონეზე ჩამოვალთ, თორემ ლუქსემბურგი აგერ ვხედავთ რას თამაშობს უკვე და მოლდოვას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ყავს ...

• მე ქართველი ვარ.

არ გვინდა ბატონო ნაკრებში ეს ლეგიონერი ფეხბირთელები.თავი რომ მაგარი ტიპები ჰგონიათ და ნაკრებში გაბღენძილები დააბოტებენ. საქართველოს კლუბებში მოთამაშეებისგან შეიქმბას გუნდი და ამ სამარცხვინო ნაკრებს მაინც აჯობებს.

• zaza

ვითომ მაგის პასუხი არ იცოდე...))))

• zaza

კარგი რჩევაა და გავიზიარებდი კიდევაც, მაგრამ თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელი მაინც ურჩიე, ვისაც 90 წუთი სირბილი შეუძლია....)))))

• ჯიჯი

ფეხბურთის როგორც გაგებაში მე არ ვარ ისე უკეთ ვითამაშებდი მე მაგალითად. უფრო ჟინით ვირბენდი და ბურთს თუ ვერ ავართმევდი ფეხებს მაინც ჩავულეწავდი ვინმეს. სამივე შეხვედრას ვუყურე და სუ იმის შეგრძნება მქონდა რატომ არ მირბიან იქ, რატომ არ არის იქ არავინ და ასე შემდეგ. არც ერთი მოთამაშე თავის ადგილას არ იდგა, არ იდგა იმიტოომ რომ ვერ მოძრაობდნენ და ვერ ითვისებდნენ იმ ადგილს რაც ებარათ. ლიხტენშტეინი, ლუქსემბურდი, ფარერები და გიბრალტარიც კი უკვე ისე თამაშობენ რომ ყველასთვის უხერხული მეტოქე გახდა, ეს ჩვენ კი იმის მაგივრად რომ ვისწავლოთ თამაში, პირიქით გვავიწყდება და ყველას გარანტირებული ქულები მიაქვს. არ ვიცი რა დავუძახოამას. უბრალოდ სამარცხვინოა.

• Xx

ეს ვინაა ეს პაპსავიკი ვითომ სანიოლს აკრიტიკებს თან სანიოლი არაა არაფერ შუაში ვითომ!!! ტიპმა 5 დებიუტანტი შეყარა და 4 ოფიციალური დაუნი მარტო 1 კაცი იყო ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელი!!!!!!!!! ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში ამდენი დაუნი საიდან გამოძვრა ამას რომ ვერ ხედავენ

• რეზი

იშტოიანი გერმანიაში იყო 2დღის წინ გაისეირნა 6:0

• ამო

მართალს ბრძანებთ.

• გიორგი

ჩაგეთვალა სეროჟ! საღოლ ძმაო

• sergo

ერთი იშტოიანის ნაირი ფეხბურთელი არ დაიბადა ამ საქართველოში აბა რა უნდა გეშველოთ

• კოკო

გვეშველება რამე?

• sddd

ბიჭო, ნეტა იყონ ისეთები ერთ კვადრატში ბურთი არ დაგანახონ, საერთოდ არ დავკარგავდით ბურთს უაზროდ.

• ჟორა გაბრიჭიძე

სანიოლი არაფერ შუაშია. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებიან, ე. ი. ფეხბურთელებად არ ვარგიან. ერთად-ერთი ის ფეხბურთელები თამაშობენ ძირითადში, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატიდან არიან გამოძახებულები, რა სიძლიერის ეროვნული ჩემპიონტიც გვაქვს კი იცით. იმის იძულებული რომ გახდება ნაკრების მწვრთნელი, სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახოს, რა შედეგი უნდა მოსთხოვო?

• ლევანი

ესენი საიდან ამოძვრნენ? ეს, სანაია და მისნაირები, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრის საკითხებში ხომ არიან სუპერ ექსპერტები, ახლა აქ მოინდომეს ლექციების კითხვა. წაით ბიძია "ტელევიზორში" ან "სახში", ან "ბუკეტში" იქ წაიკითხეთ ლექციები, იქ არის თქვენი აუდიტორია დრევლი

• გეგი

მეტის ღირსები ხართ ტქვენ პროფესორებო მარტლა.

• შოკირებული გულშემატკივარი

ამისთვისაც მადლობა რო გაბედეთ და თქვით და ისიც გეთქვათ ბარემ ამათ სირბილი ვინ შეიძლება ასწავლოს თორე ბავშვების მშობლები ასეთ მწვრთნელს ვერ პოულობენ

• კ ო მ ბ ლ ე

მიჭირს ამის დაწერა მარა, სანამ ფედერაციის მაფია ცოცხლობს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შედეგი? დიდი ფული, ღარიბი გუნდები და ღატაკი ფეხბურთელები... აი შედეგი! მართლა შედეგი თუ გვინდა, სულ ათი დოლარი დაჯდება. „ჭხ“ და ფედერაციის თავკაცი არარ არის, მერე ნახეთ ნაკრების თამაში... არ ითამაშებენ? „ჭხ“ და სეიცვლებიან, შეუცვლელი არავინ არ არის, გარდა ქვილითაიასი...

• გეგი

თქცენ თუ ამისგან დასკვნა ვერ გამოიტანეთ რაც დავწერე მაშინ მეტი ღისები ხართ არაფერი გეშველებათ არასდროს.ვაუ თვქნე პატრონბს მართლა.პაკაააა.

რატომ უნდა გამოიძახო აწი რომელიმე ვინც ბოლო სამი თამაში ითამაშა, არ უნდა გამოიძახო, გამოიძახებ ჩამოვა, ნამუსი არ შეაწუხებს, აბსოლუტურად ახალი გუნდია დასაარსებელი, ნამუსიანი ბიჭებით მინიმუმ და მერე........

• tngh

რჩევების მიცემას და კომენტარების წერას სჯობს საქართველოს პირველობის თამაშებზე იაროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაცია მაინც გავუჩინოთ, რომ ვინმეს აინტერესებს მათი თამაში და ჭეშმარიტად გულშემატკივრობს...

• ბათუმი

მართალია მერაბი.. ეროვნულ ნაკრებში როცა გიძახებენ მოედანზე ცეცხლი უნდა დაანთო და იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. ესპანეთმა უფრო მეტი ჯარიმა აიღო-ეს ნიშნავს რომ არ ვიბრძოდით, წაქცევაც არ შეგვიძლია როცა გვჭირდება...

• სტალინი

მთავარია ტატუ გქონდეს ძალიან ბევრი , მაგის გაკეთებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ ვიდრე ვარჯიშზე, მერე ან კოსა უნდა გქონდეს თავზე ან იმხელა თმა და წვერი გქონდეს, რომ წესიერად ვეღარ იყურებოდე, რაც არა ჩანს აღარ მინდა მაგაზე საერთოდ საუბარი............

• llcl

90 წუთი კი არა და ჯერ რასაც დარბიან იმასაც სირვილი არ ჰქვია, დაიჯღვარკებიან ზომბებივით, მერე ჰიმნზე რომ დგანან რას ჰგვანან, რაღაცნაირი ბეჩავები, საცოდავი სახით, არავითარი ნაპერწკალი, ჟინი, ბრაზი მათ თვალებში, ტრუსებზე ფულს რაღას ვხარჯავთ, პამპერსები შევუღებოთ და ისე ვათამაშოთ, უფრო მოხერხებული იქნება მაგათთვის

• ასეა ეს

ჩვენს ნაკრებს გვარდიოლაც ვერ უშველის,ვინც ბურთს ფეხი დაკრა ყველა ფეხბურთელი გახდა.ესენი უნდა ათამაშო ხარაგაულის ჩხერიმელაში ანსაჩხერის ჩიხურაში.ასეა ეს

• 123

მანუჩარას ცხენი კი არა, ჯორი ჯობია ამათ შეგნებით

• rezi

სწორია წერასაც აზრი არ ააქვს რაა..

• Emigranti

მწვრთნელი, თან უცხოელი დაბალი ღობე ნახეთ თუ მიზეზს შეგნებულად არიდებთ თვალს!?!?! ვისი მოყვანილია ეგ მწვრთნელი, ვინ აფათურებს ხელებს ნაკრების დაკომპლექტებაში, ფეხბურთი სულ ცალ ფეხზე კიდიათ თორემ წესით ფედერაციის პრეზიდენტს ერთი წუთით არ უნდა ეცალოს მაჟორიტარობისთვის. ფულს ხიკავენ ორივე ხელით …!

• ყოჩაღ

ქართული სკოლა გაქვს დხმთავრებული?

• გია

საქარველოში არ არის ისეთი ფეხბურთელი რომელსაც 90 წუთი შეუძლია ირბინოს

• ბაჯო

sanioli kiara dvalishvili yavelashvilebi ayeneben sastavs

• ATP 16

ერთ რამეს გეტყვი მერაბ ბატონო , და თუ მართლა გული შეგტკივა სპორტზე , გააკეთეთ გადაცემა მთელი საქართველოს მაშტაბით , ბავშვთა სექციებში რა სიტუაციაა , რამდენი აქვს ხელფასი ბავშვთა მწვრთნელებს , კომპეტენცია , უფლებები , შეიხედე სპორტ სკოლებში , მკვდარი სულებით გადავსებული დირექცია , თითო ხელმძღვანელს 20 კაცის პირადი ნომრებით , ხელფასი 9-10 ლარზე აზდის , მწვეთნელის ხელფასი 300 ლარია . ხომ გქვიათ ჟურნალისტი და გტკივათ საკუთარი ქვეყნის მომავალი , ამოიღეთ აბა ხმა , დაუპიისპირდი იმ მანკიერ წრეს , რომელიც საქუთარი ქვეყნის მომავალს სჭამს . და კიდევ , სანამ მწვრთნელზე ისაუბრებ , ისაუბრე იმ კლანის არსებობაზე , რომელიც ნებისმიერ სპორტის სახეობას სპობს საქართველოში , მაგრამ ვერ იზავ მაგას და გეტყვი რატომაც , ბევრი ნაცნობ მეგობრები გეყოლება მანაც და არ ჯობია ისევ სანიოლი ვლანძღოთ , დღეს თუ არა ხვალ აქ აღარ იქნება . იმ შენ ნაცნობ-მეგობრებთან კიდევ , მოგიწევს მთელი ცხოვრება . ასე რომ ეგ შენი ფარსი გულისტკივილი შენთვისვე შეინახე . ერთი წვეთი პატრიოტიზმი არ გაგაჩნიათ , განვლილმა 30 წელმა დაამტკიცა ეგ .

• გიო

ვეთახმები აბოალიტურად სამწუხაროა რომ ის ხალხი ვინც უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე ამას პოლიტიკური გადაცემის ჟურნალისტი წერს ის ხალხი ვისაც უფრო უნდა შესტკიოდეს გული ვინც უფრო კარგად იცის ქართული ფეხბურთი დუმს ვეტერანები მწვრთნელები სპორტული ჟურნალისტები მათი აბსოლიტური უმრავლესობა გატრუნულები არიან კოჭს უგორებენ ფედერაციას იქ ვინმეს რამე არ ეწყინოს რომ ამათ რამე პრობლემა არ შექმნათ სანამ ასე გატრუნულები ვიქნებით არაფერი შეიცვლება

მანუჩარა სხენის ამბავი არ გაგიგიათ, სადაც მათრახს ურტყავთ უნაგრდება ის ადგილი და ეჩვევიან, მაგათ როცა ღირსება არა აქვთ და ნაკრები რას ნიშნავს როცა არ იციან, დამთავრებულია ყველაფერი, ესეთია საქონელი მაგალითად

• ფსიუუ

ეხლა შენ ის დასკვნა გამოიტანე რომ.ამან სანიოლი გააკრიტიკა?

• ქუთაისელი

1000%გეფანხმები მარა ვინ განოიძახოს ქართველი ფეხბურთელი და სირბილი შეუთავსებელია ეგენი არიან პიჟონრბიი ტატუები პრიჩოსკა პედიკიურ მანიკიური ბმვ. მაგ ენის მაქსიმუმი ,,,, განავალს თავისი სუნიიი არასდროს არ შეაწუხებს.... სანამ თავმოყვარრ ფეხბურთელიი არ გამოჩნდება მანამდე არაფერი არ გვეშველება,,, ამათ გინდ წინ უქენი გინდ უკან ერთია მაგათვის

• გიონატ

ეგეთ მწვრთნელს, რომელიც ხელში მათრახს აიღებს და არბენიბებს ამაყი ქართველი ფეხბურთელი ვერ გუობს (ყველასთან წაგებას აიტანს მაგრამ მათრახს როგორ იკადრებს), გაიხსენეთ ქეცბაია, რომელსაც ბოლოს თითქმის ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა, მოკლედ იმდენი ქნეს ქართულმა კლუბებმა და ნაკრებმა, რომ პირადად მე მთლიანად ფეხბურთი მომაძულეს

• w

მათრახი არ გამოვა ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩათვლიან. სირბილს ნიშადურიც უშველის მაგრამ ბურთი რომ დარჩებათ უკან იმას რა ეშველება.

• kaxa

მომეწონა, მაგრამ წერე და დაიზეპირე თუ გინდა. ფედერაცია დუმს, პროკურატურა დუმს, მთავრობა დუმს. ვის მივმართოთ იქნებ ეგეც დაგეწერა

• გეგი

აუუ ახლა ამან დაიწყო პროფესორობა.ჯერ ერთი სენს საქმეს მიხედე რაც მისახედი გაქვს(იმაზე აღარაფერს ვამბობ როგორ ართმევ ტავს) და მეორეც,ყველა პროფესორები რატმ გამოხვალთ ხოლმე?სანიოლი კი არა გვარდიოლა მოურინიო და კლოპი ზიდანთან ერთად აღებული რომ მოუყვანო ამათ მიანც არაფერი ეშველებაათ,არარი არაა ვინ უნდა ათამაშო ვინ ხალხო გაიგეთ ეს რა და ვინც არის ისინიც ვაი იმ ყოფნას მართღლა.რა ქნას ბოლო ბოლო მქწვრთნელმა?ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს ფედერაციამ არის ის რომ უცხოელს არ უხადოს ამხელა თანხა და ისევ აქაური მწვრთნელი დანიშნოს გაცილებით ნაკლები ანაზრაურებით.

• ჯი ჯი ჯი

1000 პროცენტიანი რჩევაა მერაბ. ვინც მეტს დარბის შედეგიც აქვს. მესხი არა გვყავს. მესი ხავი და ინიესტა ნახეტ რამდენს დარბოდნენ. ამათმა ბურთი არ იციან და სირბილიც არ უნდათ.

• beqa

მათრახი არუშველის ამათ უფრო ძლიერია რამე საჭირო. მწვრთნელიც აზრზე არაა ფაქტია ვერაა ტაკტიკურად განსწავლული!

სანიოლი: "კვარა" საქართველოში ათასჯერ უფრო მეტია, ვიდრე ზიდანი საფრანგეთში

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში

"ბაიერნში" გადავიდეს თუ "კვარასთან" კონკურენცია გააგრძელოს - ბარკოლა არჩევანის წინაშე

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

"გიჟი ვარ და გცემ" - აჩერბი პსჟ-ს ფანს დაემუქრა

ლუის ენრიკე: შედეგი კანონზომიერია - უნდა მოვუმატოთ

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა

გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა

ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა

"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე

"პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ" - "ბოტაფოგოს" მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა

კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს

[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ