საფინა-ბერულავას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში პეკინი-2022-ის ლიცენზია მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები ობერსდორფში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე - Nebelhorn Trophy თამაშდება.

საქართველო წყვილებში და სპორტულ ცეკვებშია წარმოდგენილი. წყვილებში ოლიმპიური საგზურის მისაღებად საჭირო იყო საუკეთესო სამეულში მოხვედრა, რაც კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეძლო კიდეც, სპორტულ ცეკვებში კი ოლიმპიურ ლიცენზიებისთვის ოთხეულში მოსახვედრად მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას სპორტული წყვილი აგრძელებს ბრძოლას.

წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები ბელარუს, ჩინელ და ესპანელ წყვილებთან ერთად ობერსდორფის ტურნირის ფავორიტებს შორის იყვნენ, რაც მოკლე პროგრამაშივე გამოჩნდა კიდეც. საფინა-ბერულავას წყვილი სავალდებულო, იგივე მოკლე პროგრამაში 66.46 ქულით საუკეთესო იყო, თავისუფალ პროგრამაში 111.70 ქულით - მესამე. ორივე პროგრამის ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა178.16 ქულა დაიმსახურეს და მესამე ადგილით ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს.

ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი კაზაკოვა-რევიას წყვილი. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამაში 66.95 ქულით მეხუთე შედეგი ჰქონდათ და ლიცენზიის მისაღებად მდგომარეობა ერთი საფეხურით უნდა გაიუმჯობესონ.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა