ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა "მილუოკი ბაქსმა", რომელმაც 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა, მორიგი საგამოფენო მატჩი ნიუ იორკში "ბრუკლინს ნეტსს" შეხვდა და 115:119 დამარცხდა.
ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. შეხვედრაში, რომელშიც ნბა-ს და შესაბამისად მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ახალგაზრდა ქართველმა ორმაგი დუბლი – 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მამუკელაშვილმა ამ ხმაურიანი შედეგის დაფიქსირება მოახერხა გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი და ბლეიკ გრიფინი თამაშობდნენ.
ამ სუპერვარსკვლავთაგან მამუკელაშვილს პეიოდულად უშუალოდ ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ უწევდა თამაში და სანდრომ თავი არც ერთ ეპიზოდში არ შეირცხვინა. მეტიც, მამუკელაშვილმა ყველა სათამაშო კომპონენტში გამოიჩინა თავი: შორიდანაც ჩააგდო, გარღვევებიც მიითვალა, ბურთიც მოხდენილად ჩატენა, ლამაზი პასიც გასცა და ფარზეც მაგრად იმუშავა – 11 მოხსნა ამის დასტურია. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის ბურთის ეფექტურად ჩატენვის დროს ბრუკლინელთა შემადგენლობაში მოედანზე იყო სამი სუპერვარსლვლავი: დიურანტი, ჰარდენი და გრიფინი.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:11 წუთი გაატარა. ამ დროში სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მის პასივში 4 დაკარგვა გახლდათ.
გთავაზობთ პერსონალურად "მამუს" გამორჩეულ ეპიზოდებს:
მამუკელაშვილი - ბრუკლინი
მილუოკიში ისევ არ ითამაშა იანის ადეტოკუმბომ, ხოლო საუკეთესო ისევ ჯორდან ნვორა გახლდათ , რომელმაც 30 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ბრუკლინში არასრული 24 წუთი ითამაშა კევინ დიურანტმა, რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბლეიკ გრიფინმა, რომელიც მამუკელაშვილის ამპლუის მოთამაშეა, 20 წუთში 3 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ჯეიმზ ჰარდენმა გამარჯვებულ ბრუკლინელებს 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შესძინა.
შემდეგ საგამოფენო მატჩს "მილუოკი" 10 ოქტომბერს, შინ "კლივლენდთან" გამართავს.
GBF
გიორგი
სრულიად გეთანხმები. ორივე იმედია.
ვაჟა მასწავლებელი
ნუ დაიწყებთ ახლა შედარებებს ბაზრობის გამყიდველივით! გოგას სხვა სკოლა აქვს გავლილი, მამუს სხვა. ორივე მაგარია და ჩვენი იმედია! აცალეთ ორივეს და ისიამოვნეთ მათი თამაშის ყურებით!
გიორგი
ვუყურე თამაშს. მე სტაჟიანი NBA-ს ფანი ვარ და თამამად ვიტყვი-სანდროს დონის ქართველი კალათბურთელი NBA-ში არ გვყოლია. აქვს ძალიან მაღალი საკალათბურთო ინტელექტი. კარგად კითხულობს თამაშს და რაც მთავარია სწორ კალათბურთს თამაშობს. ძალიან მაგარია- ფიზიკური კონდიციები არაჩვეულებრივი აქვს. სპორტული სითავხედე, რომელიც წლების შემდეგ მოდის-უკვე დიდი დოზით აქვს. აქვს პასის მაღალი კულტურა და ნორმალური ტყორცნა. მოსამატებელი აქვს დაცვა,მაგრამ მერწმუნეთ 2 წელიწადში დაცვაშიც უმაგრესი იქნება. წარმატებას ვუსურვებ.
giorgi janikashvili
რატომ ოცნება? სრულიად რეალური შანსი იქნება.მაგ იმედით ვცხოვრობ და აქედანვე ვემზადები საზეიმოდ.
ლევანი
ეგ ხომ კარგი ფდა მაგარი ამბები, მაგრამ მამუკელშვილს და ბითაძეს გამოუშვებენ ნაკრებში?
п
რა დროს გრიფინია, გრიფინის დრო წავიდა, ვინმე სხვას შეადარე
wellDone
მამუკელაშვილი, ბითაძე, შენგელია. ესენი ნაკრებში ერთად თუ ათამაშე ევრობასკეტის მოგებაზეც შეიძლება ოცნება! :)
ჟორა
ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაზე რაღაც კარგის იმედი უნდა ვიქონიოთ.
კუ კობსონი
xo aba shen gaicev finalisken da sxvebs ar ecleba.realisti ikavi cota da nu dafrinav sadgac
სოსო
ესეა,რა!სანდრო თავის ჩასაგდებს,ნებისმიერ გუნდთან ჩააგდებს.შეტევაში პრობლემები არ აქვს.მთავარი დაცვის გაუმჯობესება და საკვირველია მაგრამ, საჯარიმოების სტაბილური ტყორცნებია.ვიცი,ამასაც მალე ამოქაჩავს.
დიმო
მიხარია გიჟივით... ამაყი ვარ! მემგონი ევროპის ჩემპიონობისკენ გავიწევთ ასეთი აკრებით!
SILVERMARCS
ბითაძის რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ბიჭი, მამუკელაშვილი გამბედავია, საკმაოდ თავხედი და დიდ კალათბურთს ითამაშებს! 2-3 წლიწადში ბლეიკ გრიფინზე ნაკლები არ იქნება!
თენგაბი
ყოჩაღ და წარმატებები ჩვენს ლომს!
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამებზე - "ბრუკლინ ნეტსმა" '"მაიამი ჰიტი" დაამარცხა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
ლილარდმა ახალ გუნდს პირველივე თამაში მოაგებინა - დემიენის შედეგიანი დებიუტი "ბაქსის" რიგებში [VIDEO]
ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის 7 ქულა 5 წუთში - "სპურსი" "ბაქსთან" დამარცხდა
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | "ორლანდოს" სუპერსერია გრძელდება [VIDEO]
ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]
მარცხის გარეშე - "მილუოკი ბაქსი" NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ბითაძის 23 წუთი - "ორლანდო" "მილუოკისთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]