დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ტიტები” გახდა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალის საიუბილეო, მე-20 გათამაშების ფინალში ტიტულის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” დაამარცხა. იმერულმა კლუბმა დადიანის მემორიალი შარშან მოიგო და ახლაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა “ტიტებმა” ფინალური შეხვედრა ისე კარგად ითამაშეს, ქუთაისელებს შანსი არ დაუტოვეს – 94:85.

“არ მოველოდი, თუ ამ ტურნირს მოვიგებდით, განსაკუთრებით, პირველი მატჩის შემდეგ” – განაცხადა ფინალური მატჩის შემდეგ “ტიტების” მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ლეჟავამ. მისმა გუნდმა დადიანის მემორიალის სადებიუტო შეხვედრა “ვერასთან” დათმო და ჯგუფში ჩარჩენის ზღვარზე იყო, თუმცა შემდეგ ლეჟავას გუნდმა მიჯრით 3 შეხვედრა მოიგო, რომელთაგან მესამე ფინალური, საჩემპიონო იყო. “ტიტები” განუწყვეტლივ პროგრესირებდა, ყოველი მომდევნო შეხვედრა წინაზე უკეთესი, გამართული და გააზრებული იყო. სწორედ ამის წყალობით მიაღწია ამ გუნდმა წარმატებას და არსებობის ისტორიაში დუდუ დადიანის თასს პირველად შესწვდა.

შემადგენლობის მხრივ უპირატესობას ტიტები არ ფლობდა. ქუთაისელებს ლეგიონერებიც კარგი ჰყავს და ქართველი მოთამაშეებიც. ტიტების წარმატების იარაღი ლეგიონერთა შეთამაშება, ერთმანეთთან სწრაფი ადაპტაცია იყო. ჯორდან რობერტსონი, რომელიც ფინალისა და მთლიანად ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მატჩში საშუალოდ 26.3 ქულას აგროვებდა. მან ფინალურ შეხვედრაში 29 ქულა მიითვალა და გამარჯვებაში თანაგუნდელ ლეგიონერებთან ერთად ლომის წილი დაიდო. მასთან ერთად შეხვედრის ბედის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჯევიონ ოგუნიემი გახლდათ – ცენტრი, რომელმაც ქუთაისელთა სამწამიანში გაილაღა და ტიტებს ფარქვეშ სოლიდური უპირატესობა დაუბევა. პერიმეტრზე რობერტსონთან ერთად ისააკ ასრატი ირჯებოდა უბადლოდ და ქუთაისელებს გასაქანი არ ჰქონდათ.

მატჩის მესამე პერიოდში ტიტების უპირატესობამ 15 ქულას გადააჭარბა, რაც გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი იყო. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს. მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. რობერტსონის 29 ქულის კვალზე ოგუნიემიმ 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 18 ქულა ასრატის ანგარიშზე დაგროვდა, ზაურ ჯანელიძე გამარჯვებულებს 13 ქულით შეეხიდა. “ქუთაისში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მოიერი, ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 15 ქულა, 8 პასი, 3 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა, რაც იმერულ კლუბში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ჯორდან რობერტსონი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. გამარჯვებული გუნდის კაპიტან აკაკი ლომოურს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილმა, სანდრო დადიანმა გადასცა.

GBF.GE

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ