ფეხბურთიეროვნული ნაკრები
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]
20:42/12-10-2021
+-
00:00 / 00:00

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“

კოსოვო - საქართველო 1:2

გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
82
გიო
(1)
/
Dislike(2)
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მეტი შეგიძლიათ და მეტს უნდა მივაღწიოთ ერთად
11:58:18 AM 10/14/2021
გამოხმაურება(0)
ლევან მაღლაკელიძე
(1)
/
Dislike(1)
კანკავა არ იყო და მოვიგეთ. ფაქტია. გიორბელიძეს კიდე, ლობჟანიძემ გაუკეთა პასი და არა წიტაიშვილმა. ასე მახსოვს.
6:22:46 PM 10/13/2021
გამოხმაურება(2)
სოსო
Dislike(1)
/
Dislike(1)
საყრდენების ზონიდან მეტოქის თავდამსხმელებმა უამრავი პასი, დაუბრკოლებლად მიიღეს საჯარიმოში.კანკავა რომ ყოფილიყო,ეს ვერ მოხდებოდა.თუმცა მათი შემცვლელების სისწრაფე,საგრძნობლად მაღალია და ნახევარდაცვა უფრო მობილურად გამოიყურებოდა.მიუხედავად ამისა,ჯაბა ჯერაც შეუცვლელია ჩვენ საყრდენ ზონაში.ნეტავი კიდევ მოგვცა მისი თვისებების სხვა ფეხბურთელი.ცოტა უფრო სწრაფი თუ იქნება,კიდევ უკეთესი,მაგრამ ჯაბასნაირი და უფრო ახალგაზრდა,ძალიან გვჭირდება
6:47:21 AM 10/14/2021
Kankava(C).
Dislike(1)
/
Dislike(3)
კანკავა თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს და უფრო მეტსაც აკეთებს. სხვებს რაც მოეთხოვებათ იმას ვერ აკეთებენ და ამან რა ქნას რამდენნაირად გარდაიქმნას ეხლა. კანკავა აუცილებელია და დასანანი ისაა კიდე 2-3 ეგეთი რომ არ გვყავს. ამ მოგების მერე თუ ვინმეს თავში ეგეთი გენიალური დასკვნა მოუვიდოდა, ჯობდა ეგ თამაში საერთოდ წაგვეგო და ბოლომდე გავფარჩაკებულიყავით.
12:12:29 AM 10/14/2021
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2