რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "რუბინი" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩის წინ კლუბის საიტთან კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"იმედია, ჩვენ ყველა ფეხბურთელის მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში მოყვანას მოვახერხებთ. ახლა უფრო მოთამაშეთა აღდგენით ვართ დაკავებული, რომლებიც ნაკრებებიდან დაბრუნდნენ და ყველაზე გვიან ითამაშეს - ინ ბომი და კვარაცხელია".

"ლოკოს" მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი გადააყენეს და მის ნაცვლად გერმანელი მარკუს გისდოლი დანიშნეს. სლუცკიმ თქვა, რომ სხვა გუნდის ამბებს არ განიხილავს, თუმცა ეს შეხვედრისთვის მათ მომზადებას ართულებს, გისდოლი კი კლასიკური გერმანელი სპეციალისტია, რომლის გუნდები საკმაოდ აგრესიულად თამაშობენ.

მატჩს მცირე პრევიუ sportsdaily-მ მიუძღვნა:

ხვიჩა გისდოლს "ლოკომოტივში" დებიუტს გაუფუჭებს. რა მოხდება მე-11 ტურში

"ლოკომოტივი" მარკუს გისდოლის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჩაატარებს. უნდა ველოდოთ, რომ "რკინიგზელთა" თამაში უფრო მარტივი და ტაქტიკურად პროგნოზირებადი გახდება, მაგრამ ამავ დროს მეტად შემტევი და აგრესიული. ზედიზედ სამი მარცხისა და სლუცკის გუნდის მდგომარეობის გათვალისწინებით, "რუბინს" გაუჭირდება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ტურში ჩავარდნისათვის გამოსწორდება - თავის ყოფილ გუნდს დაამწუხრებს და მასპინძლებს წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარება".

კვარაცხელიას თაობაზე БИЗНЕС Online-ს ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ ისაუბრა:

"ჩემთვის ცხადი იყო, რომ ხვიჩას ასეთი ჩავარდნა ექნებოდა. არ მინდა წინასწარმეტყველი ვიყო, თუმცა ჯერ კიდევ მაისში ვამბობდი, რომ ხვიჩა უნდა წასულიყო. მას უკვე სულში ეჯდა, რომ წავიდა. უკან დაბრუნება მისთვის რთული იყო. რამდენადაც ვიცი, ხვიჩა იმათ შორის ორად იყოფოდა, რომ მისთვის დარჩენა იყო საჭირო (რუბინში) და რასაც მამა ეუბნებოდა. მამა კი ეუბნებოდა, რომ წასვლა მართებდა.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ყველანი დითირამბებს უმღეროდნენ, ამბობდნენ, რომ ის მსოფლიოს ყველა კლუბს სურდა. ასეთ კლუბებს ასახელებდნენ! "იუვენტუსსაც" და "ტოტენჰემსაც"! ეს ხომ "სახურავს ხდის".

"რუბინისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

tngh
ხვიჩაზე უარყოფითად იმოქმედა სატრანსფერო პერიოდში გავრცელებულმა ჭორებმა და ზოგიერთი ჟურნალისტის გადამეტებულმა მოლოდინებმა. იმედია, ჩაწყნარდა ის აურზაური და ალიაქოთი, რაც მის გარშემო იყო.ხვიჩა ივარჯიშებს "რუბინში" და წარმატებით ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.
ფ
რომელი ვოვა ხარ ბრატ? პუტინი თუ პეტროსიანი?
vova
აბა რა ხდება მილანში არ მიდის ეს ყაზანის პროვინციელი მობურთავე,მილანში რას იზამ მცველებს ვერ მოისყიდიან და თმის გასწორებას რომ არ გაცლიან,სამგოლნახევარი გააქვს სეზონში მაგრამ ოცდაათამდე ადის თმის ჰასწორებაში….
სტალინი
ხვიჩა დროა დაამტკიცო, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს, აი ესაა მთავარი, რისი იმედიც მთელ საქართველოს აქვს. ქართველების ჯიგარში ზიხარ და იჯდები ყოველთვის. აბა შენ იცი, შეუბერე......................
Herbst
რეალურად არაადეკვატური ქებაც ცუდია, ადამიანი მუდამ სტრესშია, რომ ამდენ გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუოს და ეს უარესია. ეს წინასწარი მოლოდინებიც ასევე, ამ თამაშში ასე იზამს და ისე იზამს, სისულელეა ამის წერა. ამ ბიჭის მიმართ რომ თავიდანვე ადეკვატური რეაქცია ყოფილიყო გულშემატკივრის, მასზე ამხელა წნეხი არ იქნებოდა. შეხედე როგორც ნიჭიერ 20 წლის ბიჭს, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს და განვითარება სჭირდება. რა საჭირო იყო მისთვის საქართველოს იმედის და გადამრჩენელის ძახილი, თვითონ მსგავსზე არაფერზე უფრიქრია, ნაკრების ლიდერი ხარო რომ უთხრეს გადაცემაში, თქვა , რომ როცა კანკავა და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები არიან ნაკრებში 19 წლის ბიჭი ვერ იფიქრებს რომ ლიდერიაო. არასოდეს არ ჰქონია მას არც ლიდერობაზე პრეტენზია და არც ერის გადამრჩენელი ჰგონებია თავი. ძალიან ძნელია, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ ხარ და ტყუილად მოდის ამხელა წნეხი, ბულინგი და ლანძღვა. იგივე შემიძლია ვთქვა მის სატრანსფერო ფასზე. ტრანსფერმარკეტმა დაადო 18 მილიონი და თვითონ რა შუაშია ამ ყველაფერთან. მას შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევენ. ერთი ორი ცუდად ჩატარებული თამაში და პრესა ისე ატრიალებს ამას, თითქოს მისთვის ყველაფერი დასრულდა. გავიხსენოთ დიდი ფეხბურთელები 20 წლის ასაკში, რამდენი ცუდი თამაში ექნებათ ჩატარებული. რატომ ჰყავს ასეთი პრესა, რომ ლამის ჩაქრობას და კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებენ ყოველი ცუდი თამაშის მერე. რამდენი ფეხბურთელი საერთოდ 22 ,23 ან 25 წლის ასაკში შეამჩნიეს და წაიყვანეს დიდმა გუნდებმა. რუსებიც და ქართველებიც იმაზე მუშაობენ, რომ ამ ბიჭმა მოტივაცია დაკარგოს. ვერ ვხდები როდის მოასწრო ასეთ პატარა ასაკში ამდენი ჰეითერის მოგროვება. ან რატომ არის მის მიმართ ამხელა წნეხი? მაგის ასაკის ფეხბურთელები თამაშობებ მშვიდად და ცდილობენ განვითარებას , ამას კიდე ყოველ ჩაგდებულ თამაშს კატასტროფად უთვლიან.
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ღურწკაია: "ლოკომოტივს" 15 მილიონად ხვიჩას დაბრუნება არ უღირს
აგენტი ღურწკაია: კვარაცხელია 15 მილიონზე მეტი ღირს - კიკნაძემ სრული უსუსურობა აჩვენა
ღურწკაია: "რუბინმა" ხვიჩა 18 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე 25 მილიონი ეღირება
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელია ტოპ-კლუბისთვის მზად არ არის და "რუბინში" დარჩენა ურჩევნია" - აგენტი მიზეზს განმარტავს
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება..." - საფეხბურთო აგენტი ალაპარაკდა...
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
თემურ ღურწკაია: ლეგიონერებს უყვართ რუსეთი - მათ მთავრობები აშანტაჟებენ
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა