7 ნოემბრის გამთენიისას სუპერსაშუალო წონით კატეგორიაში ერთმანეთს მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი კალებ პლანტი და კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსუბუქწონოსანი კანელო ალვარესი დაუპირისპირდნენ - მექსიკელმა მოიგო...

ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა - "წითურმა" ნოკაუტით გაიმარჯვა და ისტორიაში მე-6 მოკრივე გახდა, რომელმაც დივიზიონში ყველა ქამარი მოიგო. აქამდე იგივე მიღწევა ბერნანდ ჰოპკინსს, ჯერმეინ ტეილორს, ტერენს კროუფორდს, ალეკსანდრ უსიკსა და ჯოშ ტეილორს ჰქონდათ.

ამერიკელმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საულ ალვარესი არ აგებს... ერთხელ წააგო და ისიც მეივეზერთან. ალბათ განმეორებითი მატჩი შედგება, ფავორიტი კი ისევ კანელო იქნება.

მიუხედავად მარცხისა, კალებ პლანტი კრივის ისტორიაში დარჩება და რა ვიცით, იქნებ მექსიკელზე 2 წლით უმცროსმა 29 წლის მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ისევ მოიპოვოს.

თუმცა კალებმა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქამარი უკვე მოიგო, დანარჩენი სპორტის ნაწილია, ის ქამარი კი - მისი სულის...

ამერიკელს ამ დონის ბრძოლა, შესაძლოა, ვერც ჩაეტარებინა, რომ არა ქალიშვილი ალია, რომელიც ძალზე იშვიათი დაავადებით დაიღუპა. გოგონას გარდაცვალებიდან 1 თვეში პლანტის დედა პოლიციელმა ჩაცხრილა. მოკლედ, მოკრივემ ძალიან რთული გზა განვლო...

ახლა კალებ პლანტი შეძლებული, მსოფლიოში ცნობილი კაცია, მაგრამ სრულ სიღარიბეში გაიზარდა, მის ოჯახს საკუთარი სახლიც არ ჰქონდა. დედა, ბეთი, ნარკოდამოკიდებული იყო. მამა, რიჩი პლანტი ხვდებოდა, რომ შვილი ქუჩისთვის არ უნდა დაეთმო და როგორც შეძლო, ეზოში რინგის მსგავსი რაღაც მოაწყო და შვილის პირველი მწვრთნელიც თვითონვე იყო. 12 წლის ასაკში კი ნამდვილ დარბაზში მოხვდა და მოყვარულებს შორის წარმატებით იბრძოდა.

20 წლისას ოლიმპიადაზე წასვლის რეალურის შანსები ჰქონდა, მაგრამ პლანტი მამა გახდა - 19 წლის კარმან ჟან ბრისკო-ლიმ გოგონა გაუჩინა. ბავშვის დაბადებისთანავე ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ უთხრეს - გოგონას ჰიდროლაზის (ფერმენტი) დეფიციტი ჰქონდა...

ალბათ, არც გაგიგონიათ, მსგავსი დაავადება სამყაროში მხოლოდ 20-ჯერ გამოვლინდა...

"თვითონ ჭამას ვერ ახერხებდა, ზონდით ვაჭმევდით. მისი მცირე გაცინებაც კი მახარებდა. გავიღვიძებდი, სპორტდარბაზში მივდიოდი, ვივარჯიშებდი და შვილთან კლინიკაში ვბრუნდებოდი."

ალიას ავადმყოფობის გამო კალების მეგობარმა გოგონამ სამსახური მიატოვა, პლანტი კი ბოლომდე იხარჯებოდა, რათა პროფესიონალებში გადასულიყო და ფული გამოემუშავებინა, რადგან ძალიან ბევრი ეხარჯებოდათ.

"უბრალოდ, ვალდებული ვიყავი მევარჯიშა და შემდეგ რინგზე მებრძოლა. ერთხელ, სახლში დაბრუნებისას, გულის შეტევა მქონდა. თითქოს ნებისმიერი დღე ბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო. ბრძოლის წინ მხოლოდ შვილზე ვფიქრობდი, მოწინააღდეგეების სახელებიც არ მაინტერესებდა. მოგების შემდეგ კი კამერაში ხელოვნურად ვიცინოდი..."

2015 წლის დასაწყისში საწვრთნელ ბანაკში მიდიოდა, რადგან მორიგი ბრძოლისთვის მომზადება სჭირდებოდა. მაგრამ წასვლამდე ექიმებმა დაიბარეს.

"ექიმებმა პირდაპირ მითხრეს: "მისტერ პლანტ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავარჯიშო ბანაკში არ უნდა გაემგზავროთ, რადგან ვიცით, თქვენი შვილი უახლოეს დღეებში გარდაიცვლება. უმჯობესია ბრძოლა გააუქმოთ.

სწორედ იმ დღეს, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ალიას შევპირდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი. 29 იანვარს, 10:55 საათზე გარდაიცვალა", - თქვა კალებმა.

1 თვეში პოლიციამ დანით შეიარაღებული დედამისი ჩაცხრილა... ბეთ პლანტს რამდენჯერმე მოუწოდეს, დანა დაეგდო, მაგრამ... აღსანიშნავია, რომ კალებ პლანტმა ბრძოლა მაინც არ გადადო - დედის გარდაცვალებიდან 1 კვირაში ლას-ვეგასში იჩხუბა და დანიელ ჰენრი პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

2019 წლის 13 იანვარს აუტსაიდერმა კალებ პლანტმა ხოსე უსკატეგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. შემდეგ შვილის საფლავზე მივიდა და ქამარი მიიტანა...

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

nika
რა საინტერესო ისტორიაა! ნეტავ ყველას შეეძლოს ტრაგედიიდან ასე გამოსვლა...
Milani
Sulit yofila zlieri pirvel rigshi. Is meqsikeli mokrive ver gavixsene pakiaos sparing partniori rom iyo, deportacia rom eloda tu chempioni ar gaxdeboda. Shvilebma mtxoves xom moigeb am brzolaso. Ai filmistvis gamodgeboda iseti istoria iyo.
მკითხველი
შვილის ისტორიამ ამატირა , რა დაუნდობელია ცხოვრება

უბედური ბავშვი და გმირი მამა.
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
რუსი კომენტატორი თუთბერიძის ქალიშვილზე: საქართველო აირჩიე - მოითმინე
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
ხაბიბმა საუკეთესო მოკრივე დაასახელა
ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-ი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს
"შენც ნაძირალა ხარ! ჯერ რაღაცას წერ და..." - ალვარესმა აგუეროს უპასუხა, რომელმაც მესი დაიცვა
შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე აქ ყოფილიყო - საუნდერსი კანელოს ბრძოლაზე თითქმის შეუთანხმდა