საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო წელი კარგი განწყობით დაასრულა - ჩვენთვის ზედიზედ 3 გამარჯვება მარტივად მისაღწევი არასდროს ყოფილა. სამწუხარო ისაა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შედეგები მხოლოდ მომავლის რწმენას გვაძლევს. ცოტა ადრე გამოფხიზლების შემთხვევაში იმას მაინც მოვახერხებდით, სატურნირო ცხრილში ბევრი არაფრით გამორჩეული საბერძნეთის ნაკრებისთვისაც გვეჯობნა.

სტაბილურობის მნიშვნელობა

იმ ფონზე, რაც სექტემბრის შეხვედრებში ვნახეთ, რთულად დასაჯერებელია, რომ ამხანაგურ მატჩში ვილი სანიოლმა მოგებული შემადგენლობის დიდი ნაწილი არ დაასვენა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკრების წინ ფეხბურთელების ფორმას მნიშვნელობა ექნება, თუმცა მაინც გამოიკვეთა ბირთვი, რომელზე დაყრდნობასაც ფრანგი სპეციალისტი აპირებს. ბუნებრივია, ახალი ფეხბურთელების გამოცდაც მუდმივად ვერ მოხდება.

მთავარი პოზიტივი

ზოგჯერ მართლაც ვერიდებით, ჩვენი მოთამაშეები "ცაში ავიყვანოთ", რადგან ამის უარყოფითი მაგალითები გვახსოვს. დავით ვოლკოვის მიმართ გულშემატკივრებისა და მთავარი მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შემდეგ მის წარმატებულ თამაშსა და ნდობის გამართლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "ზირას" შემტევი თავიდანვე მონდომებული იყო და როცა ზურიკო დავითაშვილის კარგი პასი მიიღო, გოლად აქცია.

ქართველი ფორვარდების სტაბილური შედეგიანობა ძალიან გვჭირდება. ისე ჩანს, გიორგი ქვილითაიას, ნიკა კაჭარავას, ბუდუ ზივზივაძეს თუ სხვებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება დასჭირდებათ, რათა სანაკრებო შანსი დაიმსახურონ - სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გუნდში ბალანსს იცავს და ზედმეტად ბევრ შემტევს ვერ მიიწვევს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს - "სერენის" ფეხბურთელმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს და "ჯვაროსნებსაც" უფრო მეტად უნდა შეერწყას. ისე დაემთხვა, რაც სანიოლმა ახალ და წარმატებულ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, მას შემდეგ "ჟორჟს" ეროვნულ გუნდში აღარ უთამაშია.

რა გვაკლია?

როგორი კმაყოფილებიც უნდა ვიყოთ ბოლოდროინდელი შედეგებით, გარკვეულ ასპექტებზე დროული რეაგირება გვჭირდება, რათა მომავალში უფრო დიდ და სტაბილურ მიზნებს შევეჭიდოთ.

უზბეკეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, "ჯვაროსნებს" მეტოქის პრესინგისთვის თავის დაღწევა ისევ უჭირდა. გარდა ამისა, რგოლებს შორის კავშირი და შეტევების დაცვიდან ორგანიზებაზე უფრო სერიოზული მუშაობაა საჭირო. იყო ეპიზოდები, როცა შვედეთთან დაპირისპირებაში დაღლილი ჩვენი ნახევარდაცვა მეტოქის მოძრაობას ვერ უმკლავდებოდა, შემდეგ კი გურამ კაშიას მაღალი სათამაშო კლასი თავის სიტყვას ამბობდა. ნაკრების კაპიტანმა ამოსუნთქვის საშუალება არც "რომას" შემტევ შომურადოვს მისცა.

საკადრო რესურსი

ვსაუბრობთ სანიოლის გამოკვეთილ საკადრო პოლიტიკაზე, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებს ძალიან უნდა გამოადგეთ.

გიორგი მაკარიძემ მეკარეებში კონკურენცია უნდა გააძლიეროს (თანაც, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარის დაცვის საშუალება აღარ ეძლევა). ოთარ კაკაბაძის თამაშში მაინც იგრძნობა, რომ ის ამპლუით ფლანგელია. მართალია, 3 მცველით ასპარეზობისას შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნაკრებს კარგ ფორმაში მყოფი საბა კვირკველია ნამდვილად გამოადგება.

სანიოლი გვილია-კვეკვესკირის თამაშით კმაყოფილია, თუმცა აზიელებთან დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ მათ მოკლე ინტერვალში ორი თამაშის სტაბილურად გამართვა უჭირთ. მით უმეტეს, "ერთა ლიგა" ინტენსიური გრაფიკით იმართება. ამასობაში, გიორგი ჩაკვეტაძეც ჩვეულ ფორმაში უნდა შევიდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი გვაკლდა.

დისციპლინა

საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ზედმეტი გაფრთხილებები და დისკვალიფიკაციები თავიდან აირიდოს. ჩვენი რესურსი განუსაზღვრელი არაა, რასაც ზოგჯერ ტრავმებიც ემატება და ასეთ დროს ნებისმიერი მოთამაშის ჭარბი ყვითელი ბარათის გამო დანაკლისი შესაძლოა, გუნდზე ცუდად აისახოს. თუკი ჩვენს მატჩებს გადავხედავთ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.

ირაკლი აზაროვის მიმართ (რომელიც ცოტა გადაღლილი ჩანდა და შვედეთთან ბევრად უკეთ გამოიყურებოდა) სკაუტების დიდი ინტერესია და მისი ტრანსფერის მოლოდინში ვართ. გასაგებია ემოციები, ჟინი და მისი ასაკი, თუმცა მეტი თავშეკავება მართებდა. ამ თემაზე მოთამაშესთან ვილი სანიოლსაც უნდა ესაუბრა. ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს და ეს შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროსაც მოხდეს...

ხვიჩას ფაქტორი

უზბეკეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ საინტერესო ის იყო, კარგ ხასიათსა და ბოლო მატჩებში ადაპტირებული ტაქტიკით ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე როგორ ვითამაშებდით. გასაგებია, მეტოქე უფრო სუსტი იყო და გატანაც მოვახერხეთ, თუმცა ხვიჩას როლი საქართველოს ნაკრებში განუზომლად დიდია.

კარგია, როცა გყავს ლიდერი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, გამარჯვება მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან არ ასოცირდებოდეს. კვარაცხელიას ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვა - უზბეკეთთანაც შემოსვლიდან დაახლოებით 10 წუთი პასიური იყო, ბურთი ორჯერ მიიღო, თუმცა თამაში ვერ გაამწვავა. მის მიმართ დიდი ყურადღებაა და ზოგჯერ ამ ფაქტორის გამოყენება სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ. სხვათა შორის, ამ ფაქტორს "რუბინში" მთლად წარმატებით ვერ იყენებენ.

სანიოლის წელი

უკანასკნელი შედეგები ნამდვილად ვილი სანიოლის სამწვრთნელო უნარებს უკავშირდება - შემადგენლობისა და ტაქტიკის შერჩევა, მოთამაშეების შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვევა. ბევრი დრო დასჭირდა თუ ცოტა, ვილიმ ამას წარმატებით მიაღწია და ახლა მთავარი მისი გაგრძელებაა.

უნდა ვაღიაროთ, მარტის თამაშებში კმაყოფილება მეტწილად კვარაცხელიას კარგი ფორმისა და მწვრთნელის პირველი ეფექტის დამსახურება იყო. ამას სექტემბერში ძიება და ჩავარდნა მოჰყვა, წელი კი იმედისმომცემად დასრულდა. სანიოლიც უფრო გაიხსნა, კარგ ხასიათზეა, თავდაჯერება მოემატა და მოთამაშეებზეც უფრო გულწრფელად საუბრობს.

მთავარია, სულ წარსულსა და მომავლის გეგმებზე არ ვსაუბრობდეთ - მომდევნო წელსა და "ერთა ლიგაზე" თითოეული პოზიტივი შედეგებში აისახოს.

კირკიტა
კანკავა ჩამოვწერეთ?!
სოსო
კარგი სტატიაა!გმადლობ ღვთისავარ და ერთს გთხოვ:აქვე გუჯა კახაძის გამოხმაურებაა.ეს კაცი ისეთი სპეციალისტია,რომლის სიტყვასაც ნორმალურ ქვეყანაში კარგად მოისმენდნენ და გაითვალისწინებდნენ.ჩემი მეთოდით კახი კალაძეს და დავით მუჯირს ვავარჯიშებდი და შედეგით ძალიან კმაყოფილნი იყვნენო...რუსთავის ყოჩებსაც დაეხმარა.არ ჩანს ეს კაცი აფერისტი,მისი ვიდეოებიც მაქვს ნანახი.იქნებ შეხვდე,აიღო ინტერვიუ.ვიღაცამ თუ არ უბიძგა,ჩვენთან არავინ დაიძვრება,ეს ხომ კარგად იცი.ლაპარაკშიც გამოჩნდება რა სურს,რა შეუძლია.უჭკუო ბიჭი არ ხარ და იქნებ ქართულ სპორტს სასარგებლო საქმე გაუკეთო,ჩვენ ხომ მუდამ სწორად სირბილის და ამით გამოწვეული ტრავმების პრობლემა გვაქვს.დაელაპარაკე,რას ჰკარგავ.შედეგი კი,შესაძლოა შესანიშნავი გვქონდეს.
ჩვენი მომავალი
მამარდაშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კიტეიშვილი, კვარა, მიქაუტაძე. დარწმუნებული ვარ, ვიღაც 1-2 უეჭველი გამოჩნდება, ისე როგორც ვოლკოვი გამოჩნდა. მთავარია სანიოლის საქმეებში არავინ, არავინ არ ჩაერიოს.
ნიკო
ნეტა ვიმე გისმენდეთ და სწავლობდეს თქვენგან სწორად სირბილს. მაგას გავიძახი კარგა ხანია რადგან უმეტესობა(ასე 98%) ფეხბურთელების და მორაგბეებიც არასწორად დარბიან ამის გამო ვერც ჯანმრთელობას ინარჩუნებენ, ვერც გამძლეობას და ამავე დროს სისწრაფის მაქსიმუმს ვერასდროს მიაღწევენ. საცოდაობაა რომ არავინ გისმენთ თითქოს ცუდი გინდოდეთ მათთვის.
გუსანი
აუ, რა ოპტიმიზმიმის ფრქვევაა, ჩემი აზრით ტყუილად, ძლიერი იმედისგაცრუება მოზდევს, ამ კონტიგენტით დიდი-დიდი ერთი თამაში მოვუგოთ რომელიმე საშ.ევროპულ გუნდს, რეალურად მეტის რესურსი საქართველოში არ გვაქვს, ახალგაზრდებშიც მათ შორის, ბევრი ახსნა აქვს.... -სამწუხარო რეალობაა,
ქომაგი
გაიხსენეთ თითოეული თამაში და მითხარით, რა იყო შეუძლებელი იმაში, რომ შვედეთთან გასვლაზე და ესპანეთთან და ბერძნებთან შინ ფრედ გვეთამაშა, კოსოვოსთვის კი აქაც მოგვეგო?! ასეთ შემთხვევაში ჩვენი მონაგარი იქნებოდა 3 მოგება, 4 ფრე და ერთადერთი მარცხი ჯამური 13 ქულით. შვედეთსაც ამდენივე უგროვდებოდა, ურთიერთშორის მატჩებით კი მეორე ადგილზე და პლეი-ოფში ჩვენ გავდიოდით. ოდნავ მეტი მონდომება, ოდნავ მეტი პროფესიონალიზმი, ოდნავ მეტი თავდადება, აცრა მოდუნებაზე 90-წუთიანი და სრულციკლიანი სტაბილურობისთვის და მაშინ მეტი გამართლებაც მოვა და ეს გუნდი ნამდვილად ხელიწიფებს დიდ ტურნირზე გასვლას. ზემოთ მოყვანილმა ციფრებმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ვაისის ცოტა ადრე გასტუმრების შემთხვევაში სანიოლს უკვე ეყოლებოდა გუნდი, რომელიც ამ ჯგუფიდან გავიდოდა. იმედია, მომავალი შესარჩევებისთვის შეკრავს წარმატებულ კოლექტივს. ყველაფერზე მეტად ის მაიმედებს, რომ ეს კაცი არ ცდილობს ქართული ფეხბურთის გადაკეთებას, არამედ იპოვა სათამაშო სქემა, რომლითაც ქართველებს საკუთარ ტექნიკურ და შემტევ სტილზე უარის უთქმელად შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში. წარმატებები ჩვენს გუნდს (იმედია, ფედერაცია არ შეუკრავს სანიოლს ხელ-ფეხს მირონ-ნათლულებისა თუ მამაჯიბესქელების პროტექციით).
Guja Kakhadze
ასწავლეთ ფეხბურთელებს ჯანმრთელობის შენარჩუნება! სწორად სირბილის დროს 1500 მეტრის ძუნძულით გარბენა ვარჯიშისწინა გახურებისათვის ტერფებზე წარმოქმნის 100 ტონა დატვირთვას. არასწორად სირბილის დროს ეს რიცხვი ბევრად მაღალია და ქართველი ფეხბურთელების მუხლების ტრავმის გამომწვევ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მოიწვიეთ მწვრთნელი რომელსაც შეუძლია სწორად სირბილის მოკლე დროში სწავლება!
ლუსიუ
გამარჯვების მერე ასეთი სტატიები ბევრად უკეთესია აღფრთოვანებაზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"ნაპოლი"-"ინტერი". ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ერთი თვეა არ მითამაშია და ცოტა გამიჭირდა" - განუცხადა კვარაცხელიამ Le Parisien-ს