პეიჯ ვანზანტი - ორთაბრძოლების სამყაროში ყველაზე ლამაზ მებრძოლ გოგონადაა აღიარებული. UFC-ში (Ultimate Fighting Championship) მან 6 წელი იბრძოლა და სპორტული მიღწევების გარდა, გულშემატკივრის გული შთამბეჭდავი გარეგნობითაც დაიპყრო. საინტერესოა, რომ ის იბრძვის შიშველი ხელებით და იმაზე მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ბევრ სხვას UFC-ში. ბევრი ფიქრობს, პეიჯის ადგილი არ არის შიშველი მუშტებით ბრძოლის არენაზე, თუმცა ის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მართალია, თავის დროზე, პირველ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა არ დანებდა, ხასიათის სიმტკიცე და სიმამაცე გამოავლინა.

პეიჯის ცხოვრება ურთულესი იყო, მას მოუწია გადაეტანა გაუპატიურება, უსასტიკესი დაცინვა, ბულინგი, მაგრამ საბოლოოდ, როგორც თვითონვე ამბობს, ყველაფერი ხასიათის სიმტკიცისა და რელიგიის წყალობით გადალახა. დაქორწინდა სპორტსმენზე, რომელიც მის მსგავსად, მებრძოლია.

ბავშვობაში პეიჯი საყვარელი, პოზიტიური, გულანთებული და ლაღი გოგონა იყო, რომელიც ცეკვაზე დადიოდა და არასდროს ფიქრობდა შერეულ ორთაბრძოლებზე. თუმცა ზუსტად მისი გარეგნობა გახდა ბულინგის მიზეზი. ბევრს შურდა მისი, ამცირებდნენ, ესროდნენ ნაგავს, უხევდნენ ჩანთასა და წიგნებს, სცემდნენ. პატარა ვანზანტს არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა და კლასელების მხრიდან ყველანაირი დამცირების მოთმენა უწევდა.

ვერასდროს ხვდებოდა, რატომ ვერ იტანდნენ - ამის გამო არ უყვარდა სკოლაში სიარული. როცა 14 წლის იყო, კლასელებმა წვეულებაზე მიიწვიეს. გოგონას გაუხარდა, მაგრამ ამაოდ - იმ ღამეს მან ჯოჯოხეთი გამოიარა და სახლში სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა.

"მარტოსულად ვგრძნობდი თავს და მწყინდა. იმ დღეს მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე, ვაუ, ძლივს ვიღაცებს, შესაძლოა, ჩემთან დამეგობრება სურთ-მეთქი... მაგრამ ბიჭებმა, რომლებიც წვეულებაზე იყვნენ, წრე შემომარტყეს და ძალადობა დაიწყეს. როცა ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია, მცემდნენ. გონზე ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს მოკვდა. ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ არ შემეძლო ამის შეჩერება. სხვა გზა არ მქონდა, გარდა მოთმენისა და ლოცვისა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო“, - ამბობს ვანზანტი.

ბიჭებმა არა მხოლოდ გააუპატიურეს პეიჯი, არამედ სკოლაშიც გაავრცელეს ხმები მომხდარის შესახებ. გოგონა კიდევ უფრო გარიყეს: დასცინოდნენ და ბოზს ეძახდნენ. პეიჯმა გადატანილ ტრაგედიაზე მშობლებსაც არაფერი უთხრა... სუიციდზე ფიქრობდა, თუმცა საკუთარ თავში ძალა გამონახა და "შავი ფიქრები" დაძლია, რაშიც დიდწილად სპორტი დაეხმარა.

როცა კლასელების ბულინგი აუტანელი გახდა, მშობლებმა UFC-ის ჩემპიონის, კენ შემროკის დარბაზში შეიყვანეს. პეიჯს სიტუაცია ძალიან მოეწონა, ხოლო საყვარელი მოცეკვავე გოგოსგან მალე მებრძოლად გარდაიქმნა. გაუპატიურებამ და დაცინვამ გოგონა ბევრად ძლიერი გახადა - მას ფოლადის ხასიათი ჩამოუყალიბდა.

"ვფიქრობ, ჩემი გარეგნობის გამო ვერ მიტანდნენ. სკოლა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია. ისეთი სიტუაცია იყო, იმდენად მტკიოდა... უბრალოდ, ამ დროს არ გინდა მოკვდე, გსურს, რომ ეს ტკივილი როგორმე აღარ შეიგრძნო. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო კოლეჯში ადრე შევედი. ახლა წარსულში არაფერს შევცვლიდი. დაცინვამ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გამხადა", - ამბობს პეიჯი.

გაუპატიურების შესახებ ვანზანტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა. სწორედ აქედან გაიგეს მისმა მშობლებმაც. აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონები პეიჯს სწერენ, ის კი მათ დიდი ენთუზიაზმით ეხმარება და რჩევებს აძლევს.

განაგრძეთ კითხვა

გიო
ესენი გვასწავლიან დემოკრატიას?!
G.LA
ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ყოფილა ძლიერი, მაგრამ აუვცილებლად უნდა ეთქვა მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ ეს ვერ უშველიდა მაშინ პოლიციისთვის. ასეთმა უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები და გაუპატიურებაც გაბედეს. არადა მანამდე შეიძლებოდა მათი ჭკუაზე მოყვანა. არც ძალადობა არ უნდა ეპატიებინა, თანაც ასეთი დამამცირებლად რამოდენიმე მოძალადის მხრიდან.
inkvizitori
ეს გოგო ამერიკელია, შუა ამერიკაში ორეგონის შტატში დაიბადა და გაიზარდა შერვუდი ქვია ქალაქს. სადაც 90% პროცენტი თეთრი ამერიკელები ცხოვრობენ ინგლისური წარმოშობის. მოდგმით ნაბიჭვრები არიან ჩრდილო ევროპელების უმეტესობა განსაკუთრებით გერმანული ტომები ბარბაროსები და კრიმინალები მაგის მეტი არაფერი არა აქვთ ნაკეთები ისტორიის განმავლობაში. ნორმალური ხალხი ვინც არის მაგათში მძევლად ყავთ ფაქტიურად მიტაცებული, მაგათი დახოცილი დაპყრობილი ხალხების გადარჩენილი ნაწილი დახოცილი მშობლები და მითვისებული ბავშვები. ძნელია ამ ხალხში რომ იბადები და იზრდები, ვითომ მაგათიანი ხარ მაგრამ მაინც არ ევასები მაგათ თუ მენტალურად მაგათნაირი ნაბიჭვარი და დეგენერატი არ ხარ.
sd
რატო დამალა, რომ ეთქვა მთელი ცხოვრება ახეხინებდნენ იმ ნაძირლებს..
დემე
უთქმელობა ძალიან ცუდია. ისე გამოვიარე ბულინგი არაფერი გაუგონიათ მშობლებს, რთულიცაა როცა ყოველდღიურ ჯაფაში ხარ შენიშნო ბავშვს, რომ რაღაც რიგზე ვერაა. განსაკუთრებით ცუდია როცა აზრი გიყალიბდება თითქოს შენშია პრობლემა და ღირსი ხარ ყველა დამცირების რასაც იღებ. მოკლედ აუცილებლად უთხარით მშობლებს როცა რაღაც რიგზე არაა და გარემო შეიცვალეთ, არ ინანებთ, ამ გოგოს კი ყოჩაღ
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
"არ დაგავიწყდეთ, რომ..." - არმან ცარუკიანი ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას გამოეხმაურა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..