საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთ-ერთ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე ფეხბურთელზე განაცხადა, რომ თუკი მათ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ ექნებათ, "ჯვაროსნებში" მოხვედრა გაუჭირდებათ. ჩამოთვლილთა შორის გურამ გიორბელიძეც იყო.

მომდევნო სანაკრებო მატჩებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა დრეზდენის "დინამოს" ჩვენებური კლუბს წარმატებით დაუბრუნდა და დღეს, 26 ნოემბერს, ამის გაგრძელების იმედი გვაქვს.

გასულ ტურში, დრეზდენელელებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვეს ("დიუსელდორფთან", 1:0). მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მიშელ აკოტომ დაიწყო, თუმცა ის დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, თანაც ადრევე გააფრთხილეს. დასკვნითი 15 წუთი გიორგელიძეს დაეთმო, რომელსაც მანამდე 3 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და გურამის დაბრუნება გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა.

"დინამოს" 16 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, მისი უახლოესი მეტოქე (სტუმრად) "რეგენსბურგი" კი მე-4 პოზიციას იკავებს. შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის ნათქვამი გიორგი აბურჯანიასაც ეხებოდა, რომლის "ჟილ ვისენტეც" "მორეირენსეს" სტუმრობს (00:15 სთ).

გიორგი ცოტას თამაშობს, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-8 ადგილზეა.

ცოტა დრო ეძლევა ბელგიაში ლევან შენგელიასაც, რის გამოც ის სანიოლის რჩეულებში ვერ ხვდება. არადა, "ლეუვენის" ნახევარმცველმა გასულ ტურში საგოლე პასი შეასრულა, ეს მისთვის სეზონში მე-2 იყო და ამდენივე გოლის ავტორიცაა.

შენგელიას გუნდს არასტაბილური სეზონი აქვს, 17 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "როიალ უნიონს" ესტუმრება. მათი გამორჩეული მოთამაშე, გასულ სეზონში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი დანტე ვანზიე ბრწყინვალე ფორმაშია - 9 გოლი და 7 შედეგიანი პასი.

შენგელიას სასტარტოში ველით, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

პოლონეთის პირველ დივიზიონში კი სანაკრებო შანსის მომლოდინე გიორგი მერებაშვილი ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა (საკმაოდ განმორჩეულები), თუმცა უკანასკნელ შეხვედრებში, ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება. "პოდბერსკიძიემ" ბოლო 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით (4:0) მოიგო, მე-4 ადგილს იკავებს და 26 ნოემბერს "ოდრას" უმასპინძლებს (23:30 სთ).

ლადო
გეთანხმები, მაგრამ უბედურება ისა, რომ მათი მჯობნი არავინ გვყავს
G.LA
მაგ რაღაც გუნდებში თუ წამყვანი მოთამაშეები ვერ იქნებიან, რაღაზეა საუბარი? აღარ ვლაპარაკობ ძირითადის მოთამაშეობაზე. ასეთებს ნაკრებში რა უნდათ? კლასი უნდა აიმაღლონ ნაკრებში?
ბილი კოსტაკურტა
ეხ ზახარიჩ, ზახარიჩ, კაცი ხარ თუ სტარი ხრიჩ?
პროფესტო
პოლონეთის მეორე ლიგიდან თუ ოცნებობს ნაკრებზე კარგად ყოფილას საქმე.
ზახარიჩი
ღვთისავარ, სახურავიდან არ ჩამოვარდე
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
მეთოთხმეტედ! - ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორბელიძემ "ვოივოდინასთან" კონტრაქტი გააფორმა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
გურამ გიორბელიძე "ერზრუმსპორში" გადავიდა
გაიტანა და გააძევეს - გაფრინდაშვილმა "ზაგლემბეს" გამარჯვება მოაპოვებინა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
მერებაშვილმა პოლონეთში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]