საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში დამარცხების (83:88) შემდეგ, კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა გააკეთა.

"როგორც ველოდით, საქართველოს ოთხი აშკარა ლიდერი ჰყავს. მათ გუნდურად ითამაშეს. ჩვენ მატჩისწინა დავალებას მანამდე ვასრულებდით, ვიდრე კარგ გადაწყვეტილებებს შეტევასა და დაცვაში ვიღებდით, მაგრამ ეს კალათბურთია, იმპროვიზაციის თამაში. ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანად ვიასპარეზეთ.

არც იმდენად გულუბრყვილონი ვიყავით, რომ საქართველოსთან ადვილი შეხვედრის იმედი გვქონოდა. მეტოქის ლიდერებისა და მათი ევროპულ კალათბურთში როლის გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ რთული თამაში გველოდა. დილის ვარჯიშზე ტრავმის გამო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გამოგვაკლდა. ამან ჩვენი როტაცია შეცვალა. ეს იყო სიტუაცია, რომლისთვისაც არ ვემზადებოდით.

შერმადინი გარკვეულ მომენტებში ფარზე დომინირებდა. მე ვიტყვი, რომ საუკეთესო გუნდმა კი არა, არამედ გაიმარჯვა იმან, რომელსაც გარკვეულ ვითარებაში უფრო გაუმართლა - გუნდმა, რომელმაც ზოგიერთ მომენტში უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღო, განსაკუთრებით ბოლოს.

ჩვენ საქართველოსთან მეორე მატჩიც გვექნება. მნიშვნელოვანია ქულათა სხვობა. არ ვიცი, - 5 ბევრია თუ ცოტა. კალათბურთში მნიშვნელოვანი მიმდინარე მომენტია. საჭიროა თავაწეული იყო. სამი დღის შემდეგ სახლში სერიოზულ მეტოქეს ვხვდებით".

მალაქია
გამართლება თქვენ რომ გაგიმართლად ის იყო, შერმადინის 100% იანი ბურთები რომ არ ვარდებოდა თქვენს კალათაში.
G.LA
ძლიერს უმართლებს, ცნობილი ფაქტია. ნუ გვემუქრები მეორე თამაშით. ჩვენ მსოფლიოზე წასვლა გვინდა, თქვენზე ძლიერი ნაკრები გვყავს და კიევშიც მოგიგებთ.
არტ
ჩვენ კი არა, თქვენ გაგიმართლათ. უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეთ. კაცს რომ წაგების ღირსეულად აღიარება არ შეუძლია ძალიან უბადრუკად გამოიყურება და სასაცილოდ.
₾ადო
ზუროსმა აჯობა წუთშესვნებებით, მატა, ამას ხომ არ აღიარებს? :დ
Levani
ბაზარი არ არი-ვინც უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს და უკეთესად ასრულებს ის იგებს კალათბურთში,ფეხბურთში თუ ბილიარდში. ამ კაცს ერთი ადგილი უცახცახებს სავარაუდოდ ამ გაგანია პანდემიისას უმუშევარი რო არ დარჩეს და იმიტო იძახის- გაგიმართლათ,კალათბურთელები გვაკლდა,მესებს ვერ დვბადავ...მერე უთხრეს მესები თუ გინდა დაბადე კალათბურთში ვერავის ვერ მოჭამონო
basketbol
უკრაინა ჩვენს მეგობრად მიგვაჩნია მაგრამ აშკარაა არაპატივცემულობა საქართველოს მიმართ. რასაც ეგენი კადრულობენ ქართველი არასოდეს არ იკადრებს
ქუთაისელი
ბაგატსკის მეგობარო საქართველოს ნაკრებს კი არ გაუმართლა უკრაინას გაუმართლა გითხრა გვარები ვინ გვაკლდა ? ბითაძე მამუკელაშვილი სანაძე კიდე გავაგრძელო ერთი უკრაინელი კალათბურთელი დამისახელე ევროლიგაში ნბაზე არ გეუბნები ასე რომ მოგვილოცე ნუ იმადლები .
kuxe
ეჰ საღდღაა უკრაინა ორომცდახუთი მილიონი ოცდაორი დარჩნენ და ისიც ალყაში ყავს რუსებს .
პავლე
სპორტი და პოლიტიკა არაა ერთმანეთთან კავშირში. მაგრამ - რაღა ეს ტიპი და რაღა უკრაინის სახალხო დამცველი ქალი- ზედმეტები მოსდით. გამგები გაიგებს....
აბგდ
უკრაინა ჩვენთვიდ არასდროს არ იყო პრობლემა!დღეს რაღაც უაზროდ გადააფარა კალთა იღბალმა!მახსოვს ბოკო ევრობასკეტზე ამათთან წაგება ეროვნული ტრაგედია იყო...ეს კაცი მგონი აქ რო მუშაობდა მაგარ გატეხილში გავუშვით:დდ აქამდე ლატვიას რო წვრთნიდა მარტივად ვუგებდით და მაშინაც მსგავს კომენტარებს აკეთებდა:დდ იმედია ესოანეთთან ბრძოლა იქნება !!!ჯგუფში მეორე ადგილინ მაინც უნდა დავიკავოთ!ისე მართლა ამხელა ქვეყანაა და ევროლიგაშიც კი არ ჰყავთ ერთი საშუალო დონის მოთამაშე.
ALONZO
უკრაინამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.ჩვენებმა თავიანთი საშუალო თამაში აჩვენეს. 10 დან 7 მოვუგებთ. ისე უნდა რცხვენოდეთ, 45 მილიონიანი ქვეყანაა და ნატურალიზებული ფერადკანიანი მაინც ჭირდებათ
Ნიკა
რასაც დავაკვირდი საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, არაქვს მნიშვნელიბა კალათბურთს ეხება თუ ფეხბურთს, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები არ ამბობენ რომ გამარჯვება დაიმსახურესო, ყველა იმას ამბობს გაუმართლათო, რა გახდა ესე რთულია დამარცხების ღირსეულად მიღება?!
აბგდ
ეჰჰ მოთამაშეები ჩვენ გვაკლდა თუ გვაკლდა!მითუმეტეს სანაძე რომელიც ამ ფორმაციაში და ტურნირზე გამოცდილია და საჭირო კაცია მაინც ერთ ორ სამიანს ისროდა!ცინცაძემ ძალიან ცუდ დროს მიიღო ტრავმა და ნუუ ბულაშვილის ამბავი მაკვირვებს ბიჭი სტაბილურია და კარგ სტატისტიკას დებს ბალკანეთში ჰოდა მიგვეცა შანსი ამ გუნდში რა უნდა გაეფუჭებინა?მაკფადენსაც კარგად დაასვენებენ ეგ და ბაქრაძე
ოგანესიანი
მაშ ტყუნის
ბესო
ძლიერებს უმართლებთ , მეგობარო.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ლატვიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
კოტე ტუღუში: ახალგაზრდებმა ლატვიასთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს
უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს
ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ
უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც