საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისი „სითის“ მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული პანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აცრა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რათა გადავრჩეთ და დავასრულოთ პანდემია.

„აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. დაძალება, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია, მაგრამ თვითონ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვაქცინაცია გვიცავს. დარწმუნებული ვარ, ასე მალე კორონავირუსი არსად წავა და კიდევ დიდხანს მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამიტომ ჩვენც უნდა შევეჩვიოთ. ვაქცინაცია არის ის გამოსავალი, რაც მასთან ერთად ცხოვრებას გაგვიადვილებს.

ბევრი ახლობლის და მეგობრის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ის, ვინ აცრილი იყო, „კოვიდ-19“ ძალიან იოლად გადაიტანა და არანაირი გართულება არ ჰქონია. ის აზრი, რომ აცრა თითქოს რაღაცას აზიანებს და შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანზე, მითი და მოგონილი მგონია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია ყველას დაგვიცავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ახალ-ახალი შტამები ჩნდება. ეს პროცესი, ვფიქრობ, კიდევ დიდხანს არ დამთავრდება აქედან გამომდინარე, რაც მალე აიცრება ყველა, მით მალე შევეჩვევით ვირუსთან ერთად ცხოვრებას ყოველგვარი პანიკის და შიშის გარეშე.

არიან ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, ნემსის ეშინიათ და ამიტომ ვერ მიდიან აცრაზე, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ანტივაქსერული მოსაზრების გავლენას განიცდიან. მე, პირადად, ასეთი მიდგომა მაქვს - თუ ადამიანს, ვისთან ერთადაც გვიწევს ფრენა, თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინია, ის ადამიანი აღარ უნდა არ ამოვიდეს ტრაპზე და არ უნდა წამოვიდეს იმის გამო, რომ ეშინია? ერთად უნდა მივიდეთ მასთან და დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ და დავაჯეროთ, რომ უსაფრთხოდ ჩავალთ დანიშნულების ადგილზე. ასეა ამ შემთხვევაშიც. საზოგადოება, სწორი ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელებით უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

მთავარი რაც არის, მეც მომხრე ვარ, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ვირუსი სხვას არ გადაედოს. ვიაროთ პირბადით და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე, რომ, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფექციის გამავრცელებლები. თუ თითოეული ადამიანი გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომ იყოს ფრთხილად, დარწმუნებული ვარ, მალე დავამარცხებთ პანდემიას", - განაცხადა ლადო ბურდულმა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა