რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა მეკარე იური დიუპინი გააკრიტიკეს, ხოლო მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის "ფიზრუკი" უწოდეს და მის გადაყენებას მოითხოვენ. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ გუნდის თავკაცს უკეთესი შედეგის საჩვენებლად სათანადო შემადგენლობა არ ჰყავს. აი, რა თქვა სლუცკიმ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

- რასთანაა დაკავშირებული ხვიჩას ასე ადრეული შეცვლა? თუ მოსროლილი ხელთათმანით ვიმსჯელებთ, ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა?

- არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ კმაყოფილი, მაგრამ მოედანზე მოქმედების მიხედვით, ჯერ კიდევ შესვენებაზე იყო შესაცვლელი.

- თქვენი გუნდი ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". თქვენი აზრით, ეს ერთჯერადი ნეგატიური შედეგია თუ გუნდის კრიზისის მაჩვენებელი?

- შემდეგი კითხვა.

- დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარ ბომბარდირების ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. თუ გასულ სეზონში გუნდი დესპოტოდმოკიდებულებას განიცდიდა, ახლა დრეიერდამოკიდებულება დაიწყო?

- ჩვენ გვქონდა კვარაცხელია-დამოკიდებულება, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულება და მაკაროვ-დამოკიდებულება. თუ ასე ვიმსჯელებთ, მსოფლიოში, ალბათ, ყველა გუნდი ვიღაცაზე დამოკიდებულებას განიცდის, თუ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.

მამუკა ჯუღელსონი
)))) ეგრეა! ასიანი და მერე კაი კლუბიც გამოჩნდება მამუკა ჯუღელსონი
რობი
რუბინის მთავარი პრობლემა სლუცკია! პირველ რიგში მას აქვს ჩავარდნა და არა ხვიჩას! გაუგებარია რა სტილში ათამაშებს ფეხბურტელებს? დაცვაში თამაში ვერა და ვერ დაალაგა არადა გაგნიძის ურალი რომელშიც სულაც არა არიან მაღალი დონის ფეხბურთელები გაცილებით უკეთესად თამაშობს დაცვაში.
ლუკა
პატრონობას შეჩვეული ბავშვი ვერასოდეს გახდება გამარჯვებული. ბაგა ბაღშია სხვაგან რო "წავიყვანოთ"? მენეჯერი ვოზდუხი ყავს, მშობელი ძმაკაცი მეგობარი თუ ყავს რო შეფერთხონ გულიანად და დარხმარონ პროფესიულ განწყობაზე მოსაყვანად, სხვა გზა აღარ არის.
გლახუნა
თუ ეს ბიჭი დროზე არ წამოიყვანეთ...- რუსულ ჭაობში დაიძირება, თან რუსეთის საშუალო დონის გუნდში ...მენტალურად დაასუსტებენ და მერე დასავლურ კლუბებში, წამყვანში კი არა - საშუალო დონის კლუბშიც- ვეღარ ითამაშებს. რასაც ვამბობდი- გადასვლის დღიდან. არადა ინგლისში, ან გერმანიაში - მაგარ ფორმაში დააყენებენ, ფიზიკურად, მენტალურად მაგრად გააძლიერებდნენ.
სლუცკი ლონია
ხვიჩაა მიხედე თამაშს ძალიან მოუკელი დაბრუნდი ბაზაზე და ძველებურად შეუბერე წარმოიდგინე რომ ჯარში ხარ და რუბინში უნდა მოიხადო ) შენი ძია სლუცკი ლონია
რომა
რო შეცვალა ხო რას ამბობ ეგრევე გოლების წვიმა წამოვიდა. არ დააყენებს სასტავში და სხვა ვინ ყავს
დიტო
ხვიჩა არის შესანიშნავი ფეხბურთელი მასეთი ფეხბურთელი არა მარტო რუბინს რუსეთის სხვა გუნდებსაც არ ჰყავს, და 20 წლის ბიჭი რომელიც შედეგს აკეთებს საქართველოს ნაკრებში 40 წელი საქართველოს არ ყოლია უბრალოდ ხვიჩას ეხლა უნდა სხვა გუნდში გადასვლა სხვა მწვრთნელთან სიახლეები სჭირდება, რაც არ უნდა ვიძახოთ სლუცკი კარგი მწვრთნელია მან თავისი რესურსი ამოწურა ხვიჩასთან საქმიან ურთიერთობაში, ხვიჩას ეხლა სჭირდება სხვა გამოწვევები
ტრანსფერმარკეტს უჩივლე))
რა არასწორ ფასებს ადებს ფეხბურთელებს ეს უვიცი საიტი))

აღარ უნდა ჩეხვა და სწორედაც იქცევა
me
20 მილიონს არც არავინ გადაიხდიდა ისედაც მაქსიმუმ 8-10 მილიონი გდაეხადათ უბრალოდ ფასი გადაბერა რუბინმა რო არ გაეშვა. რუსული ღორული მოქმედება იყო. ეხლა ხვიჩა ცდილობს დააგდოს ფასი და წავიდეს. სლუცკი ყველგან 1 წლიანი შედეგის კაცია
lsd
ხან რუსეთს ხან ვაბრალებთ ხან ბელგიას ხან ფასის დაგდებას ,,ჩალიჩობსო,, ხან რას და ხან ათას ინტრიგას მიზეზები არ გველევა. პროფესიონალები თითქმის არ გვყავს.
G.LA
ჩემთვის ეგ რუბინი არაფერს ნიშნავს. ნაკრებში ხვიჩა მშვენივრად ითამაშა და იმედია ასე გააგრძელებს. გადავა არ გადავა ხვიჩაზე არა დამოკიდებული მას კონტრექტი აქვს. წარმატება ხვიჩას!
Ucxo
Xvicha zustad magas chalichobs rom fasi daagddbinos da cavides rubinidan. Oc milions ar ixdian naklebad egeni ar yidian da charcha rubinshi aseti tamashit tu ase gaagrzelebs fiqrobs rom ubralod moishoreben da nebismier fasad gayidian es chemi varaudia. Aba sxvanairad rogor avxsna nakrebshi idealuri iyo da klubshi ra unda emartebodes.
giorgi
ნაკრებში ნამდვილად მაგარი თამაშები ქონდა მაგრამ კლუბში წელს არაფერი გამოზდის. წელს მივიდა მარჯვენა დანიელი შემტევი და უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კვარაცხელია რომელიც ამ გუნდსი ლიდერია და 20 მილიონად აფასებენ 16 მატჩში სულ 1 გოლი აქვს გატანილი ვიღაც იტყვის გოლების გატანა კიარა გამწვავება კვარას ძლიერი მხარეოო მაგრამ ნებისმიერი ევროპელი მენეჯერი პირველ რიგში აკვირდება სტატისტიკას რამდენი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ფეხბურთელს სეზონში და 1 გოლი 16 მატჩში ესაა კატასტროფა შემტევისთვის მითუმეტესი იმ შემტევისთვის რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ტოპ ლიგის დონეზე ითამაშოს. ასეთი თამაშით ტოპ ლიგის არცერთი გუნდი არ წაიყვანს და მითUმეტეს 20 მილიოსაც არავინ გადაიხდის.
გიორგი
სამწუხაროდ ხვიჩას თამაშის ხარისხი კლუბში ნამდვილად არ არის იმ დონის და ხარისხის რითაც ევროპის ტოპ ჩემპიონატის კარგი გუნდები დაინტერესდებიან ამ ფეხბურთელში 20 მილიონს გადაიხდიან ჩემი აზრით 3 შესაძლო ვარიანტი არსებობს რაც შეიძლება მოხდეს პირველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მართლაც გამოჩნდება რომელიმე კარგი ევროპული გუნდი და გადაიხდის 20 მილიონს ან რამდენსაც დაფასებენ და გადავა ზამთარშივე კარგ გუნდში რაც ნაკლებ სავარაუდოა ამ თამაშიდან გამომდინარე მე-2 ზამთრის შესვენების შემდეგ კვლავ აკრიფავს ფორმას შედეგიანად ათამაშდება და ზაფხულში წავა და ბოლო ვარიანტი არის ის რომ მომავალ სეზონში ან რუბნიში დარჩება ისევ ან რომელიმე სხვა რუსულ კლუბში გადავა ან სპარტაკში ან კრასნოდარში რომლებსაც ახლავე აქვთ ინტერესი ზენიტი ნაკლებად სავარაუდოა ამ თამაშიდან გამომდინარე სხვა რუსულ კლუბში გადასვლას ისევ რუბინში დარჩენა ჯობია შემდეგ სეზონში ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული მან თუ შედეგიანად არ ითამაშა და გატანილ გოლებსა და საგოლე გადაცემებში თუ არ ასახა თავისი თამაში და არ დადო შედეგი და სტატისტიკა არაფერი შეიცვლება სტაბილურობა საჭირო.
შოთა
ძალიან აქვს მოკლებული. პირველრიგში დრიბლინგში აისახება ეს ყველაფერი. ხვიჩას ნორმალური დრიბლინგი აღარ მინახია მე იმ ტრავმის შემდეგ რის გამოც რამოდენიმე თვე გაუცდა. რო ვლაპარაკობთ თითქოს ორ მცველს უყენებენ ეხლაო, ორი მცველი ყოველთვის ეყენა მაგრამ ორ მცველსაც სისხლს უშრობდა, და ეხლა ორი მცველიც აღარ მიდის, ერთსაც ვეღარ ატყუებს. ხვიჩა რაუყავი ის გარღვევები, რო ვეღარ გაჩერებდნენ ან მარტო გჩეხავდნენ სხვანაირად ბურთს ვერ გართმევდნენ? რა დაგემართა? კარგი პასების გამო კიარა, კარგი დრიბლინგის გამო შეგიყვარა გულშემატკივარმა, რატომ ვეღარ მიდიხარ მოტყუებაზე? რატო აღარ გამოგდის, რა გჭირს? გული მტკივა უკვე შენ ესეთ სუსტ თამაშს რომ უყურებ. აიყვანე თავი ხელში, დადე თავი მოუმატე ვარჯიშს თუგინდა რამეს მიაღწიო.
ჯუჯი
ვერაა ძველებურად ხვიჩა. პასსაც არ აძლევენ. მცველებიც მჭიდროდ ე თამაშებიან. მე მგონი რუბინიც ძალზე სუსტად გამოიყურება და მასაც თამაში აღარ გამოდის.
ქომაგი
ვერ დასვამენ სკამზე, თვითონ დაადეს 20 მლნ ფასად. სათადარიგოთა სკამიდან გაყიდიან? 20 წლის ბიწს ვთხოვთ სუპერმენობას და კლუბი არის მოწოდების სიმაღლეზე? კაპიკი არ დაჯდომიათ, ისე ჩაიგდეს ხელში და ერთ წელიწადში 20 მლნ მოითხოვეს მასში. ეს არასერიოზულია. ბიწსაც უნგრევენ კარიერას და თვითონაც ეწირებიან „ჟადნოსტ გუბიტ ფრაერას“ დაუწერელ კანონს. იმედია კვარას ტალანტი მაინც არ დაიკარგება. მას ახლა პრობლემა სლუცკისთან აქვს. ფაქტია, რომ ერთი თავით ჯობია ყველას, თუ ორით არა, მწვრთნელი კი მაინც ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, სადაც ის მხოლოდ რიგითი ჭანჭიკია. შედეგად აქვთ ის, რაც აქვთ. აგერ თქვენ და აგერ - მე. სლუცკის მოუწევს რუბინის დატოვება და ახალი მწვრთნელის ხელში იხილავთ ძველ კვარას, რომელსაც გონივრული მიდგომით სარფიან ფასადაც გაყიდიან. ან ასე იქნება, ან რუბინის მოუწევს თავისი მენეჯმენტის ნულოვანი ნიშნულის მძიმე შედეგების მომკა. კვარას კი ყველა შემთხვევაში ყველაფერი წინ ექნება.
Herbst
საქმე ისე მიჰყავთ, რომ ვერასოდეს დატოვოს რუბინი. ხვიჩას რაც შეუძლია მაღალი დონის მცველებთან უკვე გამოავლინა და რუბინში რა აქვს დასამტკიცებელი? ნორმალური პარტნიორები გაუყიდეს და ჭ კლასის გუნდელებთან უწევს თამაში. კიდე მას რატო აბრალებენ რამეს? ჯიბრზე ექცევიან, თან არ ყიდიან, თან ვითომ მისი თამაში არ მოსწონთ და ნერვებს უშლიან უფრო მეტად. თავიდანვე არ უნდა მიეყვანათ მაგ ჭაობში და თანაც ამხელა კონტრაქტით, თვითონ 18 წლის ბავშვი იყო და ვერ ხვდებოდა მაგრამ უფრო დიდი ხალხი სად იყო ამ დროს? ვისაც გავლენა ჰქონდა მასზე და ვინს მის კარიერას წარმართავდა? როგორ შეიძლება 17-18 წლის ბიჭს პორტუგალიური გუნდიდან ჰქონდეს შემოთავაზება და აგენტს რუსეთი ერჩივნოს.
Sasas
არ უნდა ამ რუსეთში ყოფნა. შვედეთთან თამაშმა ყველას დაგვარწმუნა, რომ რუსეთზე ბევრად უფრო კარგს იმსახურებს. გული აუცრუვდა და მალე შეზიზღდება იქაურობა. დროზე გაყიდვა უნდა ისწავლონ და რეალურ ფასად. 25 მილიონზე ნაკლებს არ დააფასებდნენ და მაგიტომ ვერ გაყიდეს. 25 მილიონს ჰაერიდან რუსეთის ჩემიონატში მოთამაშე ფეხბურთელში ნაკლებად სავარაუდოა რომ გადაიხადონ. უფრო პოპულარული უნდა იყო ან რუსეთში რუბინზე უფრო ძლიერ კლუბში უნდა თამაშობდე რომ შეგამჩნიონ. ახლა რთულადაა საქმე. 20 მილიონი სავსებით მისაღები ფასი იყო და იქნებოდა წინადადებაც უბრალოდ დამალეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტრანსფერამდე არ მისულიყო საქმე. იმედია დააღწევს ჭაობს თავს
Semi
რომ ვთქვი კვარაში 20 მილიონი გადამეტებულია თქო გადამიარეეს ამ გურდის ექსპერტებმა, მთელ ტაიმში ერთხელ ჩააწოდა მხოლოდ, ნიჟნი ნოვგოროდთან 20 მილიონიანი ფეხბურთელი შანსს არ უდა აძლევდეს მწვრთნელს რომ 52 წუთზე შეცვალოს.
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო