ვეტერანი "ბორჯღალოსანი", ლეგენდარული მორაგბე და ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე, ცნობილმა სარაგბო გამოცემა RugbyPass-მა თავის დიდების დარბაზში შეიყვანა.

მათ თითოეულ პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები შეარჩიეს, რომელთაგან საუკეთესოები ქომაგებმა ხმის მიცემით გამოავლინეს და სიმბოლური, პირველი XV შეადგინეს.

8 ნომრის პოზიციაზე მამუკა გორგოძე ისეთი ვარსკვლავების გვერდით მოხვდა, როგორებიც კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი და პიერ სპისი არიან. გორგოძემ 1508 ხმა მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ვერმიულენს.

აღსანიშნავია, რომ 15-ეულში 7-7 მორაგბე ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოხვდა, ერთი ადგილი კი საქართველოს ერგო!

მამუკა გორგოძემ 2003-19 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 75-ჯერ ითამაშა და 27 ლელო გაიტანა, რაც საქართველოს ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია. ის ოთხი (2007, 2011, 2015, 2019) მსოფლიო თასის მონაწილეა და ოთხჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ – ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან, რუმინეთთან და ტონგასთან. საფრანგეთში ის "მონპელიესა" და "ტულონის" ღირსებას იცავდა.

რაგბის კავშირისა და მთელი სარაგბო თემის სახელით, ვულოცავთ მამუკა გორგოძეს მორიგ აღიარებას.

rugby.ge

დ
ამას რომ პოლიტიკოსობა მოენდომებინა, წინ რა დაუდგებოდა, მაგრამ კაცია!
G.LA
ვულოცავ მამუკას ამ დიდი აღიარებას. ნამდვილად ქართველი ლეგენდაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მამუკას.
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში