საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის რჩეულები გამოავლინა.

წლის სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძესა და ლაშა ბექაურს მიენიჭათ.

ძალოსანმა ტალახაძემ (+109 კგ) მიმდინარე წელს როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ლაშამ საკუთარი რეკორდი ჯერ ტოკიოში გააუმჯობესა, ცოტა ხნის წინ კი ტაშკენტში გამართულ პლანეტის პირველობაზე ის კიდევ უფრო გაზარდა როგორც ცალ-ცალკე კომპონენტებში, ასევე ორჭიდის (492 კგ) ჯამში.

ძიუდოისტი ბექაური (-90 კგ) ოლიმპიადას ტრავმირებული შეხვდა - ამის მიუხედავად, ოქროს მედალი დამაჯერებლად მოიპოვა. ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცი ლაშა გუჯეჯიანი გახდა. ჩვენს ძიუდოისტებს გამორჩეული შედეგი ჰქონდათ - ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის გამარჯვების გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (73) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.

დანარჩენი ნომინაციები:

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე;

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი;

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე;

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი;

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში;

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე;

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე;

"2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია;

"2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.

"საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია;

ზურაბ კახაბრიშვილი. "სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი";

"ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი";

"ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე;

"ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე;

"ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე

დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ 2021 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ნონა გაფრინდაშვილი, არჩილ გოგელია, ჯემალ ძაგანია, ომარ გოგიაშვილი, გურამ საღარაძე, ნოდარ ხოხაშვილი და ედიშერ მაჩაიძე.

იაკობი.
ძიუდოს ფედერაციამ, არნახული შედეგი დადო, როგორც მსოფლიოზე, ისე რაც მთავარია ოლიმპიადაზე. აწყობილი სისტემა აქვთ, ბავშვებიდან-უფროსების ჩათვლით! აი, რომელია საუკეთესო ფედერაცია!
დიტო
დააჯილოვეს და არა დააჯილდოეს. შეცვალეთ სათაური.
ჟორა გაბრიჭიძე
ყველაფერში ვეთანხმები, გარდა საუკეთესო ფედერაციის არჩევისა, წელს ძიუდომ დადო საუკეთესო შედეგი ყველა ასაკში და ყველა მიმართულებით.
დიმა
შერმადინს რამე ჯილდო თუ მისცეს.ოლიმპიური ჩემპიონები კიდევ გვეყოლება აი ესპანეთის საუკეთესო ჩვენი კალათბურთელი განა კიდევ გახდება.
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..