ინგლისის პრემიერლიგაში "ბოქსინგ დეი" გოლებით დახუნძლული გამოდგა. ფავორიტებმა კარგი სანახაობით გაგვანებივრეს.
ლონდონის "ჩელსი" "ასტონ ვილასთან" 28-ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა - ჯეიმსმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. თომას ტუხელის შეგირდებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს, რაშიც გადამწყვეტი ფატორი რომელუ ლუკაკუს მოედანზე შემოსვლა გამოდგა. ბელგიელმა 56-ე წუთზე ჰადსონ-ოდოის პასი გამოიყენა, შეხვედრის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ჟორჟინიომ გოლად აქცია. თავის მხრივ, იტალიელმა ნახევარმცველმა მატჩში მეორე პენალტი (სეზონში რეკორდული მე-10) გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასტონ ვილა - ჩელსი 1:3
41 ქულით მე-3 ადგილზე მყოფი "ჩელსი" 29 დეკემბერს "ბრაიტონს" უმასპინძლებს, "ვილელებისთვის" კი 2021 წელი დასრულებულია.
ლონდონის მეორე კლუბმა "არსენალმა" სტუმრად "ნორვიჩს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბუკაიო საკამ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს.
ნორვიჩი - არსენალი 0:5
მიკელ არტეტას გუნდიდან გოლები ტირნიმ, ლაკაზეტმა და სმიტ როუმაც გაიტანეს, მარტინ ოდეგორის ანგარიშზე კი 2 საგოლე პასი იყო.
19 შეხვედრის შემდეგ "არსენალს" 35 ქულა აქვს, მე-4 ადგილს იკავებს, 2022 წლის პირველ მატჩში კი "მანჩესტერ სიტის" დაუხვდება.
პეპ გვარდიოლას გუნდი "დაფრინავს". მანჩესტერელებმა "ლესტერთან" მორიგი მშვენიერი წარმოდგენა დადგეს. შეხვედრაში 9 გოლი გავიდა.
ანგარიში კევინ დე ბრუინმა ულამაზესი დარტყმით გახსნა - ბელგიელმა წარმოუდგენლად ეფექტურად იმოქმედა. პირველ ნახევარში "სიტიმ" კიდევ 3 გოლი გაიტანა - მაჰრეზმა და სტერლინგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმები გამოიყენეს, ერთი გოლი გიუნდოგანის ანგარიშზე იყო.
სიტი - ლესტერი 6:3
მეორე ტაიმში შეხვედრა მოულოდნელად დაიძაბა - მედისონის, ლუკმენისა და იჰეანაჩოის გოლების შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა ლაპორტმა და სტერლინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 6:3
"სიტი" 47 ქულით ლიდერია და 29 დეკემბერს "ბრენტფორდს" ესტუმრება. ამავე დღეს ბრენდან როჯერსის მეათეადგილოსანი "ლესტერი" თავის ყოფილ კლუბ "ლივერპულს" უმასპინძლებს.
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? - კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
გვარდიოლას "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? - ყველაფერი დე ბრუინისთვის!
"მანჩესტერ სიტი" დანი ოლმოს გადაბირებას მეორედ ეცდება
"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
კვარაცხელიას ყველა მომენტი "არსენალთან" [VIDEO]
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"აი, ასე უნდა ითამაშო ფეხბურთი" - ანრი კვარაცხელიათი აღფრთოვანდა
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ნაპოლიში" დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
რონალდოს გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "იუნაიტედს" სხვა გეგმები აქვს
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
უარი გიოკერესზე - "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"სიკვდილის შემდეგ ადამიანებს ივიწყებენ, მაგრამ..." - პეპ გვარდიოლა
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...