კამერუნში, აფრიკის ეროვნებათა თასზე, პირველი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. რამდენიმე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა, თუმცა, ტრადიციულად, ბევრ გოლს ვერ ვხედავთ. ჯერჯერობით 3 ჯგუფის საწყისი მატჩები დასრულდა და კიდევ ამდენივე ოთხეულმა უნდა იასპარეზოს.
B ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი სენეგალისა და ზიმბაბვეს მატჩი თითქოს უგოლო ფრით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 97-ე წუთზე "ლივერპულის" ერთ-ერთ ლიდერ სადიო მანეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სენეგალელებმა მაინც მოიგეს - 1:0.
სენეგალი - ზიმბაბვე
გამარჯვებულთა შორის ისეთი მოთამაშეებიც არიან, როგორებიც "კალიარის" ფორვარდი კეიტა ბალდე და პსჟ-ის ნახევარმცველი იდრისა გაიეა.
ამავე ჯგუფში გვინეამ მალავის ანალოგიური ანგარიშით აჯობა. წაგებულთა რიგებში 10 ნომრით შეუცვლელად ითამაშა გორის "დილას" ნახევარმცველმა ფრანსისკო მადინგამ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გვინეის ნაკრების ლიდერი, "ლივერპულელი" ნაბი კეიტა გახდა.
C ჯგუფში მაროკომ სოფიან ბუფალის გოლით, პოპულარული ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "არსენალელ" თომას პარტეისა და "ლესტერის" მცველ დანიელ ამარტეის განა.
გვინეა - მალავი 1:0
ამავე ჯგუფში გაბონმა ბოუპენზას ერთადერთი გოლით კომოროსი დაამარცხა.
რაც შეეხება A ჯგუფსა და მასპინძლებს - კამერუნმა ბურკინა ფასოს 2:1 აჯობა. აბუბაქარმა დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა კარს "აიაქსელი" ანდრე ონანა იცავდა.
კამერუნი - ბურკინა ფასო 2:1
ამავე ოთხეულში კაპო ვერდემ ეთიოპია 1:0 დაამარცხა.
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი