საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სპორტული მოღვაწე, ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.

ბატონმა ჯანომ მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერე კი - როგორც მწვრთნელმა და ჩვენი სპორტის დიდმა მოამაგემ. ის იყო ორგანიზატორული თვისებებით, გულისხმიერებით, საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის ინტერესების გულმხურვალე დამცველი, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თაოსანი. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრეული პატივისცემით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც აფასებდნენ სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

ჯანო ბაგრატიონი მრავალი წლის განმავლობაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მათ შორის - თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. სეოკ-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში (1996-2004 წლებში) მისი ინიციატივით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ქართველმა სპორტსმენებმა კი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სწორედ იმ წლებში მოიპოვეს პირველი ოლიმპიური მედლები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა