გასულ წელსაც ყველაფერი მოიგო: ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, დაამყარა უამრავი რეკორდი, გახდა პლანეტის საუკეთესო ძალოსანი, საქართველოს წლის სპორტსმენი. თუმცა დიდი შესავალი არც არის საჭირო - უბრალოდ, წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან:

- ახალი წლის დადგომას წელსაც მშობლიურ საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი. ადგილი, სადაც გავიზარდე, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი ძალოსნობაში (ჩემი პირველი მწვრთნელი მამა იყო), გამორჩეულად ძვირფასია. საჩხერის დარბაზში ვარჯიშისას დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვივსები. უფლის წყალობით, ბოლო წლებში ისეთი შედეგები მაქვს, უმადური უნდა ვიყო, გასული წელი მადლიერებით არ გავაცილო ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც. ახალი წლის შემოსვლას კი მთელი ოჯახი დიდი სიხარულით და იმედით ვხვდებით.

- ყოველი წლის ბოლოს ასეთივე განწყობას გისურვებ! და მაინც, რა შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჩუქარი პლანეტის უძლიერესი მამაკაცისთვის, რომელსაც ერთი ოცნებაც კი აღარ დარჩა "ასაწევი"?

- მადლობა უფალს იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, რაც მომიგია... ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება ის არის, ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელად რომ მყავს ბებია-ბაბუების ჩათვლით! საჩუქარი? რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი გამარჯვებებია, ის სიყვარული, რასაც გულშემატკივრისგან ვგრძნობ.

- სეოკის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო სპორტსმენებად "ტოკიო-2020"-ის ჩემპიონები - ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დასახელდნენ: საერთაშორისო მასშტაბის აღიარება უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე შენთვის თუ საქართველოში საუკეთესოდ დასახელება?

- რამდენიმეჯერ მაღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. ხმის მიცემაში ყველა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ არამარტო საქართველოში მაფასებენ. თუმცა სამშობლოში საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- მთლად სერიოზულად ნუ მიპასუხებ, მაგრამ... ყველა ტურნირსა თუ გამოკითხვაში პირველი ხარ და "წლის სპორტსმენის" წოდების ბექაურთან გაყოფამ უჩვეულო მდგომარეობაში ხომ არ ჩაგაგდო?

- 2019 წელს "წლის სპორტსმენებად" ერთდროულად დაგვასახელეს მსოფლიოს ექვსი ჩემპიონი. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მეტისმეტ თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა. ისიც მიხარია, რომ ასევე დამსახურებულად გამოარჩიეს ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშას წარმატებას ვუსურვებ, ეს აღიარება კიდევ მეტ სტიმულს მისცემს. სამშობლოში დაფასება ყოველთვის არის დამატებითი მოტივაცია, რათა თავდაუზოგავი შრომა არ შეწყვიტო.

- კიდევ ერთმა ლაშამ, შავდათუაშვილმა, მითხრა: ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშის გაცდენის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევსო! ამდენი ტიტულის მოპოვების შემდეგ რთულია ყოველდღე ერთნაირი მონდომებით ივარჯიშო. "სიზარმაცეს" როგორ ებრძვი?

- 17 დეკემბრის შემდეგ (მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ამ დღეს გახდა. - რ.შ.) ბოლო დღეებამდე აღარ მივარჯიშია და აშკარად ვგრძნობდი, როგორ კარგავდა ფორმას ყოველდღიურ ვარჯიშს მიჩვეული ორგანიზმი. მიხარია, რომ უკვე დავუბრუნდი დარბაზს. ძალოსნობაში ტრავმა განსაკუთრებით ხშირია. ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი სიფრთხილე მმართებს, თუმცა ჯერ არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი, არც თავის დაზოგვას ვაპირებ - მინდა ყველა ტურნირში მაღალი შედეგი მქონდეს! რაც შეეხება შავდათუაშვილს, ლაშა უდიდესი სპორტსმენია, საოცრად მშრომელი ბიჭი, რომელიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს და მიაღწია კიდეც უნიკალურ შედეგებს. სხვათა შორის, ლაშასთან ამ თემაზეც მისაუბრია და იმის მიუხედავად, რომ სიზარმაცეს ვერავინ დაგვწამებს, ზოგჯერ ჩვენც გავიფიქრებთ ხოლმე, მზადებას რამე ხომ არ დავაკელით?! წელიწადში 10-11 თვე შტანგასთან ჭიდილი იოლი არ არის, ვარჯიში მეც დამზარებია, მაგრამ როცა იცი, ამ შრომით რამხელა სიხარული მოგაქვს გულშემატკივრისთვის, თავს მოდუნების უფლებას აღარ აძლევ.

- თეორიულად ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ხუთჯერ მოგებას რვა ტიტული სჯობს, ორ ოლიმპიურ ოქროს - უმაღლესი სინჯის ოთხი მედალი და ა.შ., მაგრამ პრაქტიკაში როგორაა: სად პოულობს მოტივაციას ყველაფრის მომგები სპორტსმენი?

- ალბათ, მთავარი ის არის, რომ კმაყოფილების გრძნობა არასდროს დამრჩენია. როცა აეროპორტში მომლოდინე უამრავ გულშემატკივარს ხედავ, ხვდები, რომ კიდევ ბევრჯერ გინდა განიცადო იგივე სიხარული. მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.

- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე... შესაძლებელია შევადაროთ ემოციები პირველი ოქროს მოგებისას და ოლიმპიადაზე მეორედ გამარჯვების შემდეგ?

- 2016 წელს ჯერ კიდევ გამოუცდელი სპორტსმენი ვიყავი. უკვე მქონდა მოგებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, მაგრამ ოლიმპიადაზე პირველად მოვხვდი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, გამარჯვება რამხელა პასუხისმგებლობას დამაკისრებდა. ტოკიოში კი გაცილებით გამოცდილი ჩავედი, თანაც ჩემგან მხოლოდ ჩემპიონობას და რეკორდს ელოდნენ და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ოლიმპიადის გამართვას ხუთი წელი ველოდით, ყოველდღე ვიტესტებოდით, ბევრს ვნერვიულობდით და რა გასაკვირია, რომ ამდენი წვალების შემდეგ ორმაგად ვიყავი მონდომებული.

- ერთხელ თქვი, ფიცხი ხასიათი მაქვსო. არადა, გარეგნულად არაფერი გეტყობა. პირიქით, მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ. რას შეუძლია ლაშა ტალახაძის მდგომარეობიდან გამოყვანა?

- ხშირად არა, მაგრამ ხანდახან წამიერად "ავენთები" ხოლმე ან ცოტას წავიბუზღუნებ და მალევე ვმშვიდდები. რამდენჯერმე მკითხეს, ტაშკენტში, 267 კილოგრამის აწევის შემდეგ, მსაჯებს რას უყვიროდიო? დარწმუნებული ვიყავი, რომ წონა წესების დაცვით დავძლიე. ფიცარნაგიდან ჩასვლის შემდეგ ჟიურის წევრებს ხელით ვანიშნე, გადაამოწმეთ-მეთქი, მაგრამ მალევე დავინახე, რომ გიორგი ასანიძეს ბარათიც არ გამოართვეს: საეჭვო და გადასამოწმებელი არაფერი იყო!

განაგრძეთ კითხვა

ავტორი: რატი შელეგია

VAZHA
წელს მე ვიცი შენ რასაც იმსახურებდი!
ტოტტი
ისეთ მორწმუნე კაცის შთაბეჭდილებას ტივებ ლაშა უფალს მადლობას უხდი შეჯიბრის წინ პირჯვარს იწერ და მერე გამოდიხარ და აზარტულ თამაშებზე ამბობ არ უნდა აიკრძალოსო . აქ იჭრები მაგარო სპორტსმენო
გლახუნა
ჩვენი ლეგენდა ხარ ლაშა - თბილისსა და საჩხერეში ( შესასვლელთან ) შენი ძეგლი უნდა დაიდგას - შტანგით ხელში ( სეულში არის ასეთი),- ცოცხალი ლეგენდა უნდა უყურებენ საკუთარ თავს - როგორ აფასებს ქართველობა... ისე, რომ იცოდე- 4 ოლიმპიადა და 9 მაინც მსოფლიო გვინდა - შენს ხალხს ლაშა!
სოსო
ისე გამოდის,რომ თუ ლაშა არ გქვია,დიდი სპორტსმენი უფრო ძნელად ხდები.ტალახაძე,ბექაური,შავდათუაშვილი...ყველა ლაშაა.
ჟორა
ლაშა, სპორტსმენის ეტალონი ხარ. მერე რა, რომ შედეგი წინასწარ ვიცით, მაინც ძალიან გვიხარია შენი გამარჯვებები. ეჭვი არ მეპარება სულ მცირე 4 ოლიმპიადას რომ მოიგებ.
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
ზედიზედ მე-5 ჩემპიონობა და ტურნირის საუკეთესო - ძალოსნები დაბრუნდნენ
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..